გაიგე, რომელი ყვავილი ხარ და რას ნიშნავს ეს
გაიგე, რომელი ყვავილი ხარ და რას ნიშნავს ეს
ყოველი ქალი ნაზი ყვავილია. ნაზი თუ არა, მაშინ ეკლიანი ან შხამიანი. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაიბადეთ.


გაზაფხულის ყვავილები


ყაყაჩო - 1-10 მარტი


შეუძლებელია, ქალბატონი ყაყაჩოს მომხიბვლელობას წინ აღუდგე. ის ისეთი ამოუცნობი და წინააღმდეგობრიობით სავსეა, რომ თავადაც არ იცის, რა სურს.


ლილია - 11-20 მარტი


შეუძლია მოაჯადოვოს
ნებისმიერი, 2-3 ფრაზითაც. იდუმალი ნატურაა.


ჟანგოვანა ფუტკარა - 21-31 მარტი


თავდაჯერებული ქალი, რომელსაც არ უყვარს კომპრომისზე წასვლა. საკუთარ თავზე ზედმეტი საქმის აღება რომ არ იცოდეს, შესანიშნავი ლიდერი იქნებოდა.


მაგნოლია - 1-10 აპრილი



ეფექტური ლედი, რომელსაც გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან უყვარს.

ჰორტენზია - 11-20 აპრილი


ექსტრავერტია. მათ მოსწონთ, როდესაც ადამიანებზე დადებითად ფიქრობენ, მაგრამ ძალიან არ უყვართ, როდესაც იმედი უცრუვდებათ. მათ შინაგან მარტოობას ვერავინ დაარღვევს.


გეორგინა - 21-30 აპრილი


ბევრს ის ჯიუტი და თვალთმაქცი შეიძლება ეგონოს, მაგრამ სინამდვილეში ის უბრალოდ მონოგრამული ნატურაა, კრისტალივით სუფთა და მოკრძალებული.


შროშანი - 1-10 მაისი


მეოცნებე, ფანტაზიორი. რეალობას შორიდან ადევნებს თვალს.


პორტულაკი - 11-20 მაისი


პესიმისტი, ფეთქებადი ხასიათით. ურჩევნია, ყოველთვის 1 ნაბიჯით წინ იყოს, რისთვისაც მუდამ აქვს „ბე“ გეგმა.


გვირილა - 21-31 მაისი


შესაშური უბრალოება. მომხიბვლელი, უბრალო და ძალიან სასიამოვნო ქალბატონი. ცოტათი დაბნეული და არაპუნქტუალური. 

ზაფხულის ყვავილები


ზანზალაკი - 1-10 ივნისი


კონსერვატიული. არ უყვარს სიახლეები. ცდილობს, ერთხელ და სამუდამოდ აირჩიოს სახლი, საქმე და საყვარელი ადამიანი.


მარგარიტა - 11-21 ივნისი


მეგობრული და უდარდელი, ის ბუზსაც კი ვერ აწყენინებს... შეუძლია ყველა ადამიანში დაინახოს კარგი.


ტიტა - 22ივნისი-1 ივლისი


წარმოუდგენლად იღბლიანია. არასოდეს დაიღლება ექსტრემისგან.


წყლის შროშანი - 2-12 ივლისი


მსუბუქი ხასიათის, ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არასოდეს ნერვიულობს წარუმატებლობებზე. უყვარს ადამიანები.


ია - 13-23 ივლისი


ჰარმონიული პიროვნებაა. თავდაჯერებული, მაგრამ არააგრესიული. ნიჭიერი და პრინციპულია.


ასკილი - 22 ივლისი-2 აგვისტო


ჯიუტი, უკომპრომისო და აგრესიულია გარედან. შინაგანად - ძალიან მგრძნობიარე და ემოციური. მას მხოლოდ სიმშვიდე და თავისუფლება უნდა.


მზესუმზირა - 3-12 აგვისტო


„ტყვიაგაუმტარი“ ადამიანია. ნებისმიერ სირთულეს გადალახავს.


ვარდი - 13-23 აგვისტო


ყვავილების დედოფალი. დარწმუნებულია საკუთარ უნიკალურობაში.

დელფინიუმი - 24 აგვისტო-2 სექტემბერი


ძალიან მომთხოვნია გარშემომყოფებთან მიმართებაში. საკუთარ ნაკლოვანებებს ყურადღებას არ აქცევს. 


შემოდგომის ყვავილები


მიხაკი - 3-11 სექტემბერი


სამართლიანობისთვის მებრძოლი. არასოდეს ეშინია თქვას ის, რასაც ფიქრობს.

ასტრა - 12-22 სექტემბერი


მკაფიო და ქარიზმატული ნატურაა. 5 წუთითაც რომ დაელაპარაკოთ, მისი სიცოცხლის ენერგია ერთი კვირით აგავსებთ.

მანანა - 23 სექტემბერი-3 ოქტომბერი


მოსიარულე ენციკლოპედია. ძალიან ჭკვიანი და ერუდირებულია. ეშინია, არ დაკარგოს საკუთარ თავზე კონტროლი. ამ თვისებას ის სამსახურშიც მიმართავს.


კამელია - 4-13 ოქტომბერი


გაბედულია. მდიდარი წარმოსახვა აქვს. იზიდავს თავგადასავლები.


იასამანი - 14-23 ოქტომბერი


თავქარიანია და ადვილად უყვარდება. ის თაყვანისმცემლებს ხელთათმანებივით იცვლის.


ფრეზია - 24 ოქტომბერი-2 ნოემბერი


ვირტუოზული მანიპულატორია. სხვისი სურვილები მისთვის პლასტელინივითაა. მისი შეყვარება ძალიან რთულია.


ორქიდეა - 3-12 ნოემბერი



მისტიკური აზროვნება აქვს. ყველაფერში ნიშნებს ხედავს და დარწმუნებულია, რომ მაგია არსებობს.


პიონი - 13-22 ნოემბერი


შესანიშნავი მეგობარია, ერთგული და გულახდილი. შეუძლია გარისკოს სხვის დასახმარებლად. როგორც კი მას გაუჭირდება, მისი მეგობრები მაშინვე მის დასახმარებლად მოდიან - სწორედ ამაშია პიონის ცხოვრებისეული იღბალი.


გლადიოლუსი - 23 ნოემბერი-2 დეკემბერი


შრომისმოყვარე და ჯიუტია. საკუთარ შეცდომებზე ვერასოდეს სწავლობს. 

ზამთრის ყვავილები


ბაბუაწვერა - 3-12 დეკემბერი


„მიყვარს გართობა და ჭამა“ - აი, მისი დევიზი. მას სძულს რუხი დღეები.


ლოტოსი - 13-22 დეკემბერი


გულახდილია. მორალური პრინციპების ერთგულია. თითქმის უნაკლოა.


ედელვაისი - 23 დეკემბერი-10 იანვარი


ოპტიმისტია და თავისუფლებისმოყვარე. ვერ იტანს რუტინას და მოწყენილობას.


ბრტყელეკალა - 11-20 იანვარი



ფეთქებადი. ადვილად ბრაზდება. შესანიშნავად ერკვევა ადამიანებში. ყოველთვის ცდილობს, აგრესია დააბალანსოს.


უკვდავა - 21-31 იანვარი


საუკეთესო საქმიანობა - დაეხმაროს სხვა ადამიანებს. თანაც, უსასყიდლოდ...


ბელადონა - 1-20 თებერვალი


სიმპათიური, მაგრამ შხამიანი და სასიკვდილოდ საშიში მცენარეა. მასთან დაახლოება არ არის ადვილი. ის ძალიან მომხიბვლელია და ყოველთვის პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. თუ არ მოეწონებით, აჯობებს, რაც შეიძლება სწრაფად გაწყვიტოთ მასთან კონტაქტი.


მიმოზა - 21-29 თებერვალი


ძალიან ნაზია. პატარა არასწორი მოძრაობაც კი შეიძლება ეწყინოს. ძალიან ერთგულია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30