ასტროლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ არსებობს ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება. ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალიზმსა და პიროვნული განვითარების დონეს ექვემდებარება.
თუმცა, სიამისოდ, რომ კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ საკუთარი ნიშანი და ამასთან ერთად, უკეთ აგიხსნათ და დაგანახვოთ ის, თუ რატომ უნდა იამაყოთ სწორედ იმით, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელი ბრძანდებით, კარგად უნდა გააცნობიეროთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის დადებითი თვისებები. დღეს იმაზე მოგიყვებით, რატომ უნდა იამაყოთ იმით, რომ ხართ კირჩხიბი:
რა პრიორიტეტები გააჩნია კირჩხიბს
"მე საშინლად ზარმაცი ვარ, მაგრამ, როცა მაქვს კონკრეტული სამუშაო, თავს ვაიძულებ, მაქსიმალურად მობილიზებული ვიყო, იმიტომ, რომ პანიკურად მეშინია წარუმატებლობის. შიში რომ არა, ჩემგან არასოდეს შედგებოდა მსახიობი".
დიახ, დიახ, კირჩხიბის უმთავრესი პრობლემა სწორედ ეს ზემოხსენებული შიშია. პრინციპში, ამ ყველაფერს შიშზე უფრო მეტად პირადად მე ფობიებს და ქვეცნობიერ კომპლექსებს დავარქმევდი. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულების მმართველად ხომ მთვარეა მიჩნეული, მთვარე კი, მოგეხსენებათ, ყველა სახის სითხეზე ახდენს გავლენას. მათ შორისაა ადამიანიც, მით უმეტეს, ისეთი ადამიანი, რომელიც წყლის სტიქიის წარმომადგენლად ითვლება ასტროლოგიური კუთხით. კირჩხიბი კი ზუსტად ასეთია.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ერთი შეხედვით უმწეო, დაუცველი და მყიფე ფსიქიკის მქონე ინდივიდების შთაბეჭდილებას ტოვებენ. თქვენ იშვიათად შეხვდებით კირჩხიბს, რომელიც საზოგადოების ყურადღებას დებოშიორობით, სიფიცხითა და შემტევი ხასიათით იქცევს. კირჩხიბს საკუთარი სივრცის შეგრძნება გასაოცარი სიმძაფრით აქვს განვითარებული. ამიტომ სადაც მიდის, ყველგან ცდილობს, შეიქმნას მყუდრო ბუდე და გარშემო მისთვის კომფორტული თანამეინახეები შემოიკრიბოს. გაგრძელება