ახალ წელს ყველა სასწაულის მოლოდინშია. ყველას აქვს გამზადებული სურვილები, რასაც საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს უსურვებს.
ცოტა მეტი სიყვარულისა და სიმდიდრის მოზიდვაში კი ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.
პირველ იანვარს უნდა იბანაოთ... ფულით. უპირატესობა მსხვილ კუპიურებს მიანიჭეთ. ფულით ბანაობის შემდეგ წყლით ბანაობაც არ დაგავიწყდეთ.
როცა საათი 12-ს ჩამოჰკრავს, ეცადეთ, ჯიბეში ჩაიყოთ ხელი, სადაც 1 ან 2-ლარიანი მონეტა გექნებათ.
ახალ წლამდე საკუთარ თავს კონვერტი "გაუგზავნეთ", რომელშიც საახალწლო სურვილები და ფულის კუპიურები იდება. "მიღებული" კონვერტი გამოსაჩენ ადგილზე დადეთ. სასურველია, ფულის კონვერტი წითელი ფერის იყოს.
თუ გსურთ, მომავალ წელს ოჯახში ხვავი და ბარაქა არ მოგაკლდეთ, სუფრის გაშლის დროს, შეუმჩნევლად, ოჯახის ყველა წევრის თეფშის ქვეშ ერთლარიანი მონეტა დადეთ. ეს მონეტა მფლობელმა მთელი წელი საფულეში უნდა ატაროს.
დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფურცლებზე ჩამოწერეთ სურვილები: "ვქორწინდები", "ვყიდულობ მანქანას", "ახალ ბინაში გადავდივარ", "ვმოგზაურობ", "ვიწყებ მუშაობას", "ვხსნი ჩემს ფირმას". ფურცლები გადაკეცეთ და ბალიშის ქვეშ შეინახეთ. დილით გაღვიძებულმა რომელიმე ერთი გამოაძვრინეთ და წაიკითხეთ. აგისრულდებათ ის, რაც ხელში შეგრჩებათ.
მარტოხელა ადამიანებმა ნაძვის ხე წითელი სათამაშოებითა და მოხატული კვერცხებით - სიყვარულისა და ძლიერი ოჯახის სიმბოლო - უნდა მორთოთ. გაგრძელება