მეტეოდამოკიდებული ადამიანები განსაკუთრებულად განიცდიან მაგნიტურ დღეებს. იცოდეთ, როდის დგება ასეთი დღეები, რათა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას.
11 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ზოგიერთი გაღიზიანებას, უსიამოვნო შეგრძნებებს იგრძნობს. თუმცა, განსაკუთრებით მგრძნობიარებმა ეს პერიოდი შეიძლება 9 ოქტომბრიდანაც იგრძნონ. განწყობის ასამაღლებლად მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. კარგია რელაქსაცია და მედიტაცია.
ენერგეტიკის აღდგენაში დაგეხმარებათ ურთიერთობა სასიამოვნო ადამიანებთან. ცურვა, წყლის პროცედურები, ჰობი, ნუ ეძებთ მიზეზებს, ეძიეთ პრობლემების მოგვარების საშუალებები.
საფრთხილო დღეებია 23-26 ოქტომბრის შუალედიც.