მოდით, თვალი გადავავლოთ ქართველი ახალგაზრდების მიღწევებს, რაც საფუძვლიანი მიზეზია, ლაფში არ ამოვსვაროთ ოცდამეერთე საუკუნის თაობის სახელი.
მათ შორის არიან თემო მელიქიძე, ჯორჯ ფინი და ელენე სატინიც.
თემო მელიქიძე ბოლო დროის ერთ-ერთი საინტერესო ბლოკბასტერის ერთ-ერთი მონაწილე გახდა. პიტერ ბერგის სურათი ბოსტონის მარათონის დაბომბვის შესახებ, სახელწოდებით „პატრიოტის დღე“.
ჯორჯ ფინი, იგივე გიორგი აგიაშვილი რეჟისორ დავით აგიაშვილის ვაჟია. გიორგი 2012 წელს მონაწილეობდა ფილმში "ლოლ". მან "ჩადის" როლით დაიპყრო თაყვანისმცემლების გულები.
ელენემ პოპულარობა მოიპოვა ფილმით Ripple Effect, ის ამ ფილმში სოფიას როლს ასრულებდა. მსახიობი ფილმ "დროში" პარტნიორობას უწევს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ამანდა სეიფრინდი, კილიან მერფი და ოლივია უაილდი.
2. გამომგონებლები
ინოვაციების კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა საკუთარი პროექტი ნასაში წარადგინეს. ოთხი ქართველი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფის, "სოლარის", გამოგონების მეშვეობით მზის ელემენტი სამი პროცენტით მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.
ირაკლი კაპანაძისა და კარლო ხუციშვილის გამოგონება - მულტიკლიმატიზატორი მოსალოდნელი წვიმის შესახებ 2-3 დღით ადრე გვაუწყებს. ხელსაწყოს დახმარებით ასევე შესაძლებელია ნიადაგის ტენიანობისა და ტემპერატურის გაზომვა.
16 წლის ასაკში გიორგი ფხაკაძემ და მარიამ ერაძემ დიაბეტიანების პური გამოიგონეს. ახალგაზრდა გამომგონებლებს IYIPO 2016-ის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი, მოგვიანებით კი კონკურს "ლეონარდო და ვინჩიზე" პირველი ადგილი მოუტანა.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
3.სტუდენტები
მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლაზე ყველა ქვეყანაში ოცნებობენ. ეს ოცნება, დიდი შრომისა და მონდომების დამსახურებით, არაერთმა ქართველმა ახალგაზრდამ აიხდინა:
ჯულიარდის ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის წარმატებული სტუდენტები არიან სალომე ჟორდანია და ნატალია ქუთათელაძე. ისინი არ უფრთხიან სირთულეებს და წარმოუდგენლად დამღლელი გრაფიკის მიუხედავად, მიზნისკენ მიისწრაფიან.
შეუძლებელია ნიჭიერ სტუდენტებთან ნუცა მახვილაძე არ მოვიგონოთ. ის ცნობილი ჟურნალისტის, მაია ასათიანის ქალიშვილი იყო.
ნუცა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ამერიკულ სასწავლებელში იღებდა განათლებას. მისი გარდაცვალების შემდეგ უნივერსიტეტის ეზოში ნუცას სახელობის ნატვრის ხე დარგეს. ასევე, სასწავლებელში, სადაც ის იღებდა განათლებას, ნუცასნაირი წარჩინებული მოსწავლეებისთვის დაწესდა მისი სახელობის დაფინანსება.
მარიამ გეგუჩაძე (ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი) ჰარვარდში იღებს განათლებას.
4. ასევე, არაერთი ქართველი ახალგაზრდაა დასაქმებული მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს კომპანიებში:
ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე Facebook-მა 250 000 აპლიკანტიდან შეარჩია და მენლო პარკში, სილიკონ ველიზე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად მიიწვია.
უდიდესი კომპანიის, Google-ის თანამშრომლები არიან ქართველი ახალგაზრდები - ნიკოლოზ გაბისონია და გიორგი მეგრელი.
5. მოდელები
ოცი წლის თაკო ნაცვლიშვილს უკვე უთანამშრომლია ისეთ გლამურულ ბრენდებთან, როგორებიცაა Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi, Roland Mouret, ZUHAIR MURAD, Ralph & Russo. თაკო "არმანის" სახეა.
ასევე წარმატებულად მოღვაწეობს მოდის სფეროში ქუთაისელი მოდელი - ანა ახვლედიანი. მას უკვე აქვს არაერთ პრესტიჟულ ბრენდთან თანამშრომლობის გამოცდილება. ანა ახვლედიანი Dolce & Gabbana-ს სახე გახდა 2014 წელს.
დაბოლოს, ყველას გვახსოვს 13 ივნისის ტრაგედია. სწორედ ქართველმა ახალგაზრდებმა გვაჩვენეს თანადგომისა და თავდადების მაგალითი. ისინი თავს არ ზოგავდნენ, შიშველი ხელებით ალაგებდნენ ქალაქს და ყველა ღონეს მიმართავდნენ დაზარალებულთა დასახმარებლად.