უძილობა ყველაზე გავრცელებული თანამედროვე სიმპტომია, მაგრამ თუ ჯადოსნურ მეთოდს - ”4-7-8” ისწავლით, სწრაფად შეძლებთ სიზმრების სამყაროში გადაბარგებას.
თქვენ უნდა ჩაისუნთქოთ ცხვირით ძალიან ნელა, ჩასუნთქვის პროცესი 4 წამზე ნაკლები არ უნდა იყოს. შემდეგ, 7 წამით შეიკავეთ სუნთქვა. დაბოლოს, ამოისუნთქეთ პირით და "გაწელეთ" ეს პროცესი 8 წამით.
აი, ასეთი მარტივი მეთოდია. სუნთქვის შეკავება ამშვიდებს გულის რიტმს. ეს სწრაფად ხდება, რამდენიმე გამეორების შემდეგ.
სტრესისა და შიშის გამო გული გამალებით იწყებს მუშაობას, ადრენალინი მომატებულია, სუნთქვა ხშირდება და ასეთ დროს ადამიანი ვერ დაიძინებს. თქვენ უნდა შეძლოთ, გული ხელოვნურად დაამშვიდოთ. აგრეთვე, ეს პრაქტიკა დათვლის გამო ამშვიდებს ტვინსაც.
ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო მეცნიერების დოქტორის, ენდრიუ ვეილის თქმით, ”4-7-8”-ის მეთოდს ათასწლეულების მანძილზე იყენებენ ინდოელი იოგები. მას სტრესის მოსახსნელად და რელაქსაციისთვის გამოიყენებენ.
სცადეთ "4-7-8"-ის მეთოდი და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.