ნოველები
ჯეინ ეარი. მესამე თავი
ჯეინ ეარი. მესამე თავი
მხო­ლოდ ერ­თი რამ მახ­სოვს: რო­დე­საც გონს მო­ვე­დი, ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, რო­გორც კო­შმარული სიზ­მ­რი­დან გამ­ოფხიზლებულ ადამ­ია­ნებს აქვთ ხოლ­მე.
ჩემ წინ მუ­ქი შა­ვი ზო­ლე­ბით და­სერილი თვა­ლის მომ­ჭ­რე­ლი სი­ნათ­ლე შე­ვამ­ჩნიე. ჩე­მამ­დე გაუ­რკ­ვევ­ლად აღ­წევ­და ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვე­ბიც, თით­ქოს მათ ქარ­ისა თუ წყლის ხმა­უ­რი ახ­შობდა. მღ­ელ­ვა­რე­ბამ და შიშ­მა იმ­დე­ნად შე­მიპყ­რო, ძა­ლა არ შემ­წევ­და, გავ­რკ­ვეუ­ლიყავი, რა
ხდებ­ოდა ჩემ ირ­გ­ვ­ლივ. ცო­ტა ხნის მე­რე ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ვიღ­აც შე­მეხო და ისე ფრთხი­ლად ცდი­ლობ­და, რო­გორ­მე ლო­გინ­ზე წამ­ოვმჯდარ­იყავი, რომ გა­ვოც­დი. ასე­თი ზრუნ­ვა ამ სახ­ლ­ში არავ­ისგან მახ­სოვდა. ბა­ლიშს თუ ვიღ­აცის მკ­ლავს მი­ვეს­ვე­ნე და შვე­ბით ამ­ოვისუნთქე.

ხუ­თი წუ­თის შემ­დეგ ეს გაუ­რკ­ვევ­ლობა გაქ­რა და ახ­ლა უკ­ვე ნათ­ლად დავ­ინა­ხე სა­ბავშვო ოთა­ხი. ჩემს სა­კუ­თარ სა­წოლ­ში ვი­წე­ქი და წით­ლად მო­ელ­ვა­რე შუ­ქიც ბუ­ხარ­ში მო­გიზ­გი­ზე ცეც­ხლიდან გამ­ოკრ­თოდა. მაგ­იდა­ზე სან­თელი ენ­თო; ჩემს საწ­ოლთან ახ­ლოს ბე­სი შევ­ნიშნე, თა­სით ხელ­ში. იქ­ვე, სა­ვარ­ძელში, ვიღ­აც ჯენ­ტლმენი იჯ­და ჩე­მკ­ენ გად­მოხ­რი­ლი. ის არც გეი­ტსჰედის მცხოვ­რე­ბი იყო და არც რი­დე­ბის ახ­ლო ნა­თე­სავი. ამ სრუ­ლი­ად უცხო ადამ­იანის და­ნახ­ვა­ზე ში­ში გაქ­რა, დავ­მ­შ­ვიდ­დი და ენით გამ­ოუთქმელი შვე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი. ბე­სის ზურ­გი შე­ვაქ­ციე (თუმ­ცა, მი­სი იქ ყოფ­ნა გაც­ილებით ნა­კ­ლებუსი­ა­მოვ­ნო იყო - ებ­ოტისთან შე­და­რებით). უც­ნო­ბი ჯენ­ტლმენის სა­ხეს შევ­ცქეროდი და თვალ­მოუშორებ­ლად ვათ­ვალ­იე­რებდი. მაშ­ინვე ვი­ცა­ნი. ეს ჯენ­ტლმენი მის­ტერ ლო­ი­დი გახ­ლდათ, მე­აფ­თია­ქე. მი­სის რი­დი მას მო­სამ­სახ­ურე­თა ავად­მ­ყო­ფო­ბის დროს იწ­ვევ­და ხოლ­მე, ხო­ლო მას და მის შვი­ლებს ექი­მი მკუ­რნალ­ობდა.

- აბა, მი­ცა­ნი, ვი­ნა ვარ? - მკი­თხა მან. მეც მაშ­ინვე წარ­მოვ­თ­ქ­ვი მი­სი გვა­რი და სა­ხელი და ხე­ლიც გავ­უწოდე. მის­ტერ ლო­იდ­მა ხე­ლი ჩამ­ომარ­თვა, გამ­იღი­მა და მითხ­რა, მა­ლე კარ­გად გახ­დებიო. ამ სიტყ­ვე­ბით ისევ ლო­გინ­ში ჩა­მაწ­ვინა და ბე­სის მი­მარ­თა, ფრთხი­ლად იყა­ვი, ღა­მით არა­ვინ შე­აწუხოსო. მე­რე რამ­დენ­იმე რჩე­ვა მის­ცა, უთხ­რა, კი­დევ შე­მო­ვივ­ლიო და, ჩემ­და სამ­წუხაროდ, მა­ლე დაგ­ვტოვა. თით­ქოს დამ­ცველი და მეგ­ობარი მყავ­და, სა­ნამ ის ჩე­მი სა­წო­ლის ახ­ლოს, სა­ვარ­ძელში იჯ­და, მაგ­რამ, გაი­ხურა თუ არა კა­რი, ოთახ­ში ჩამ­ობნელ­და და სევ­და კვ­ლავ მძი­მე ლო­დი­ვით და­მაწ­ვა გულ­ზე.

- ახ­ლა მა­ინც არ დაი­ძინებთ, მის? - მკი­თხა ბე­სიმ უფ­რო ალერ­სია­ნად.
ძლივს გავ­ბე­დე, მე­პას­უხა. ვში­შობ­დი, უხე­შად არ ეპას­უხა.
- ვეც­დები.
- იქ­ნებ და­ლი­ოთ ან შე­ჭამოთ რა­მე?
- არა, გმად­ლობთ, ბე­სი.
- მა­შინ მეც დავ­იძინებ, უკ­ვე პირ­ვე­ლი და­იწყო. თუ ღა­მით რა­მე დაგ­ჭირდეთ, დამ­იძა­ხეთ.
რა უჩ­ვე­უ­ლო ყუ­რა­დღ­ე­ბა­ა. ამან გა­მა­ბედ­ვინა, მე­კი­თხა.
- ბე­სი, რა და­მე­მარ­თა? ავად ხომ არა ვარ?
- მე მგო­ნი, წი­თელ ოთახ­ში ტი­რი­ლის­გან გუ­ლი წაგ­ივიდათ. უეჭ­ვე­ლად მა­ლე გამ­ოკ­ეთ­დებით.
ბე­სი სა­ჯა­ლაბოში შევ­იდა და გავ­იგონე, სა­რას უთხ­რა:
- სა­რა, ჩემ­თან დაი­ძინე სა­ბავშვო ოთახ­ში, არ შემ­იძლია იმ საც­ოდავ ბავ­შვთან მარ­ტო დარ­ჩე­ნა. შეი­ძლე­ბა, დი­ლამ­დე ვე­ღ­არც კი იცოცხ­ლოს. ნე­ტავ, რა­ტომ წაუ­ვიდა გუ­ლი? იქ­ნებ მარ­თლა მო­ეჩ­ვე­ნა რა­მე? მი­სის რი­დიც მეტ­ისმე­ტად შეუ­ბრა­ლებ­ლად მო­ექ­ცა.
სა­რა ბეს­ისთან ერ­თად შემ­ოვიდა. ქა­ლები დაძ­ინე­ბამ­დე ნა­ხე­ვარ სა­ათს მა­ინც ლა­პა­რა­კო­ბდნენ ლო­გინ­ში ხმა­დაბ­ლა. მათ ჩურ­ჩულს აქა-იქ მოვკ­არი ყუ­რი და გავ­იგონე, რა­ზე­დაც საუ­ბრობდნენ:
- თეთ­რმა ლან­დმა ჩაუ­ქროლა წინ და სა­დღ­აც გაქ­რა თურ­მე. ლანდს დი­დი შა­ვი ძა­ღლი მოს­დევ­და. კარ­ზე სამ­ჯერ დაუ­ბრახ­უნებ­იათ, ეკ­ლესიის ეზო­ში სი­ნათ­ლე სწო­რედ მის საფ­ლავ­ზე გამ­ოჩენ­ილა და... - ათა­სი ამ­გვარი ამ­ბავი.
ბო­ლოს, ორი­ვეს ჩა­ეძ­ინა. ბუ­ხარ­ში ცეცხ­ლი მი­ნელ­და და მაგ­იდა­ზე სან­თელი დაი­წვა. მე კი ის უგ­რ­ძე­სი ღა­მე თეთ­რად გა­ვა­თე­ნე. სმე­ნა, მხედ­ველ­ობა და გო­ნე­ბაც შიშ­მა მო­იც­ვა, ისეთ­მა შიშ­მა, რო­გო­რიც ბავ­შვებ­მა იცი­ან მხო­ლოდ.
წი­თელ ოთახ­ში მომ­ხ­დარ ამ­ბავს მწვა­ვე ტკი­ვი­ლი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ავად­მყოფობა არ მოჰ­ყო­ლია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვამ იმ­დე­ნად ააფ­ორია­ქა ჩე­მი სუ­ლი, რომ სამ­უდამო და­ღი და­აჩ­ნია ჩემს ცხოვ­რე­ბას. დი­ახ, მი­სის რიდ, თქვე­ნი წყა­ლო­ბით ამ­დენი ტან­ჯვა-­წა­მე­ბა მხვდა წი­ლად. მაგ­რამ ვალ­დებული ვარ, მო­გი­ტე­ვოთ, რად­გა­ნაც არ იცო­დით, თუ რას იქ­მო­დით. ალ­ბათ, ასე­თი საქ­ციელით ცუდ თვი­სე­ბებს ებ­რ­ძო­დით ჩემ­ში და მა­თი აღმ­ოფხვრა გსურ­დათ.

მეო­რე დღ­ეს შუა­დღი­სას წამ­ოვდექი ლო­გი­ნი­დან. ჩა­ვიც­ვი და, შალ­ში შე­ფუთ­ნი­ლი, სა­ბავშვო ოთახ­ში ბუხ­რის წინ დავ­ჯექი. საშ­ინელ სი­სუს­ტეს ვგრძნობ­დი და წი­ნა ­დღით გა­და­ტანილი სუ­ლი­ე­რი ტან­ჯვა დი­დად მა­წა­მებ­და. ფარ­ულად ღა­პა­ღუპით ჩამ­ომდიოდა ცრემ­ლები. ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნიე­რე­ბა კი ახ­ლა უნ­და მეგ­რ­ძ­ნო, რად­გან რი­დე­ბის გვა­რის არც ერ­თი წარ­მომად­გე­ნელი შინ არ იყო. ისი­ნი დე­დას­თან ერ­თად ეტ­ლით წას­ულიყვნენ სა­სეირნოდ. ებო­ტი მეო­რე ოთახ­ში რა­ღ­ა­ცას კე­რავ­და, ბე­სი იქ­ვე მი­მო­დი­ო­და, სა­თა­მაშ­ოებს თა­ვის ად­გილს უჩენ­და, უჯ­რებს ალა­გებ­და და ხან­გამ­ოშვებით მის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლო სი­ნა­ზით მომ­მარ­თავ­და ხოლ­მე. თა­ვი სამ­ოთხეში უნ­და წარ­მომედ­გინა. აქამ­დე, რაც უნ­და გა­მე­კ­ე­თებ­ინა, მათ­გან მუ­დამ საყ­ვედ­ურებ­სა და უმად­ურობას ვი­ყა­ვი ჩვე­უ­ლი. ასეთ­მა ცხოვ­რე­ბამ იმ­დე­ნად გა­მა­წა­მა და დამ­ქან­ცა, რომ ჩემ ირ­გ­ვ­ლივ გა­მე­ფებულ მყუდ­როე­ბა­საც კი აღ­არ შე­ეძლო და­ვეწ­ყნა­რებ­ინე.

ბე­სი სამ­ზა­რეულოში ჩავ­იდა და ჩი­ნუ­რი ფა­ი­ფუ­რის თეფ­შით ნამ­ცხვარი ამ­ომიტა­ნა. თეფ­შზე ნა­თელი ფე­რებით იყო და­ხატული სა­მოთხის ჩი­ტი ხვარ­თქლა ბა­ლახ­ისა და გაუ­შლელი ვარ­დის კოკ­რებ­ისგან მოწ­ნულ ბუ­დე­ში. ეს თეფ­ში ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუ­თრებულ აღ­ტა­ცე­ბას იწ­ვევ­და ჩემ­ში. არა­ერ­თხელ მითხო­ვია, ნე­ბა მოე­ცათ, ხელ­ში ამე­ღო და კარ­გად და­მეთ­ვალ­იე­რებ­ინა ეს ლა­მაზი სუ­რა­თი. დღ­ემ­დე ეს ბედ­ნიე­რე­ბა არა­ვინ მარ­გუნა. ახ­ლა კი ძვირ­ფა­სი თეფ­ში მუხ­ლებ­ზე მე­დო და ბე­სიც ალერ­სია­ნად მთხოვ­და, ნამ­ცხვარი მე­ჭა­მა. დაგ­ვია­ნებული იყო მი­სი დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბა. ეს იმ ბევრ სხვა, დი­დი ხნის ნა­ნატრ სურ­ვი­ლებს ჰგავ­და, რო­მელ­თა შეს­რულე­ბა­ზეც ძალ­იან დიდ­ხანს გვეუ­ბნებ­იან უარს და, თუ ოდეს­მე მა­ინც გვის­რუ­ლე­ბენ, მათ უკ­ვე ფა­სი აღ­ა­რა აქვთ. ნამ­ცხ­ვ­რის­თ­ვის ხე­ლი არ მიხ­ლია, ჭა­მა არ შე­მეძლო. დავ­ცქეროდი თეფშს და მეჩ­ვე­ნებ­ოდა, თით­ქოს ჩი­ტის ფრთებ­სა და ყვავ­ილებს ფე­რი და­ჰკ­არ­გოდათ. ნამ­ცხვარი გვერ­დზე გა­დავ­დე. ბე­სიმ ახ­ლა წიგ­ნი შემ­ომთა­ვა­ზა. წიგ­ნის გახ­სე­ნე­ბა­ზე წამ­იე­რად გა­მოვ­ცოცხ­ლ­დი და ვთხო­ვე, ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან "გუ­ლი­ვე­რის მოგ­ზაუ­რობა" მოე­ტა­ნა. ამ წიგნს მუ­დამ სი­ამ­ოვნებით ვკითხუ­ლობ­დი. მას­ში აღ­წერილი ამ­ბები ნამ­დ­ვი­ლი მეგ­ონა. ამ­იტომაც ჯა­დოქ­რულ ზღ­აპ­რებ­თან შე­და­რებით, ამ წიგ­ნი­სად­მი უფ­რო დიდ ინ­ტე­რესს ვი­ჩენ­დი. ამ ზღ­აპ­რებში აღ­წერილ ფერ­იებს ამა­ოდ და­ვე­ძებდი ფუტკ­ა­რას ფოთ­ლებ­ზე და მაჩ­იტებს შო­რის. მათ ვერ ვპო­უ­ლობ­დი ვერც სოკ­ოების ძი­რებ­ში და ვერც კედ­ლებ­ზე ასუ­ლი სუ­როს ფოთ­ლე­ბის სა­ფარ­ქვეშ.


თავები დაიდება ყოველდღე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31