ნოველები
ჯეინ ეარი. მეორე თავი
ჯეინ ეარი. მეორე თავი
თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილის თარგმანი ჯეინ ეარი. შარლოტა ბრონტე
დასაწყისი

გზად საშ­ინელ წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას ვუ­წევ­დი. ამან ბეს­ისა და ებო­ტის კი­დევ უფ­რო გან­უმტკი­ცა ცუ­დი შე­ხედ­ულე­ბა ჩემ­ზე. მარ­თალი რომ ვთქვა, მოთ­მი­ნე­ბა და­ვკ­არ­გე ან, რო­გორც ფრან­გები ამ­ბობენ, თავს აღ­არ ვე­კუთვნოდი. სწო­რედ ამ უჩ­ვე­უ­ლო სი­ან­ჩხ­ლის გა­მო იყო, რომ შეუ­ბრა­ლებ­ლა­დაც
დამ­სა­ჯეს. ჩემ­ში მე­ამ­ბოხე მო­ნის სულ­მა გა­იღვ­იძა და სას­ოწა­რკ­ვეთ­ილმა მტკი­ცედ გა­დავ­წყვიტე, ბო­ლომ­დე მებ­რძოლა.

- ხე­ლები შე­უკ­არით, მის ებოტ, ცო­ფი­ან კა­ტას ჰგავს. რა სირ­ცხ­ვი­ლია! რა თა­ვის მოჭ­რა! - კი­ოდა ქალ­ბატონის პი­რის­ფა­რეში. - გაუ­გონარი ამ­ბავ­ია, მის ეარ. ვის უნა­ხავს, ხე­ლი შე­უბ­რუ­ნო ახალ­გაზ­რდა ჯენ­ტლმენს და ისიც შე­ნი კე­თი­ლის­მ­ყოფ­ლის ვა­ჟიშვილს, შენს ახალ­გაზ­რდა ბა­ტონს.

- ბა­ტონს? ვინ არის ჩე­მი ბა­ტო­ნი? გა­ნა მე მო­სამ­სახ­ურე ვარ?

- არა, შენ მო­სამ­სახ­ურე­ზე ბევ­რად ნა­კ­ლები ბრძან­დები, შე­ნი თა­ვის რჩე­ნაც არ შეგ­იძლია. აი, აქ და­ჯექი და შენს და­ნა­შაულს და­უ­ფიქ­რ­დი.
ამ სიტყ­ვე­ბით მათ ქალ­ბატონი რი­დის მი­ერ მი­თი­თე­ბულ ოთახ­ში შე­მათ­რიეს და სკ­ამ­ზე და­მაგ­დეს. ხე­ლი გამ­იშვეს თუ არა, რო­გორც და­ჭი­მუ­ლი ზამ­ბა­რა, ჩემ­და უნებ­ურად ისე წა­მოვ­ხ­ტი ად­გილიდან. კვ­ლავ ოთხ­მა ხელ­მა გა­მა­კ­ა­ვა.

- თუ წყნა­რად არ დაჯ­დები, და­გა­ბამთ, - მითხ­რა ბე­სიმ. - მის ებოტ, მათ­ხოვეთ თქვე­ნი წვივ­სა­კ­რა­ვები, ჩემ­სას ახ­ლა­ვე დაწ­ყვეტს. - მის ებო­ტი მიბ­რუნ­და, რომ მსუ­ქან ფეხ­ზე წვივ­სა­კ­რავი მო­ეხ­სნა. მივ­ხ­ვ­დი, უც­ნა­ურ ბორ­კი­ლებს მიმ­ზა­დებ­დნენ და აპ­ირებ­დნენ, უფ­რო მე­ტად შე­ე­ლა­ხათ ჩე­მი თავ­მოყვა­რეო­ბა. გონს მო­ვე­დი.
- ნუ იხ­ს­ნით! - წამ­ოვიძა­ხე მე, - არ გავ­ინძრევი, - და ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ორი­ვე ხე­ლით სკ­ამს ჩა­ვე­ბღ­აუ­ჭე.

- მაშ, გახ­სოვდეს და ნუ გაი­ნძრევი, - მითხ­რა ბე­სიმ. ხე­ლი კი მა­შინ გამ­იშვა, რო­დე­საც დარ­წმუნდა, რომ ნამ­დვილად და­ვემ­ორჩილე. ის და ებო­ტი კვ­ლავ გულ­ხელ­და­კ­რეფილნი, შუბ­ლ­შე­კრულნი იჭ­ვ­ნეუ­ლად მა­კვ­ირდებ­ოდნენ, თით­ქოს ჩე­მი სიტყ­ვე­ბი არ სჯერ­ოდათ.
- ასე­თი რამ წი­ნათ არას­ოდეს ჩაუ­დენ­ია, - უთხ­რა ბო­ლოს ბე­სიმ, - მაგ­რამ მის ამ­გვარ სი­ან­ჩხლეს ყო­ველ­თ­ვის ვამ­ჩნევდი.

გავ­იგონე ებო­ტის პა­სუ­ხიც:
- ჩე­მი აზ­რი ამ ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ ხში­რად გამ­იზია­რებ­ია მი­სის რი­დის­თ­ვის. ისიც, რა­სა­კვ­ირველ­ია, მუ­დამ მე­თან­ხმებ­ოდა. დი­დი გაი­ძვე­რა უნ­და იყოს! არას­ოდეს მი­ნა­ხავს ამ ხნის ბავ­შ­ვი ასე გულ­ჩათხ­რო­ბი­ლი.
ბე­სიმ აღ­ა­რა­ფერი უპას­უხა. შემ­დეგ მო­მიბ­რუნ­და და მითხ­რა:

- შენ უნ­და იცო­დე, რომ მი­სის რი­დი სამ­ოწყალოდ გი­ნა­ხავს. სახ­ლიდან რომ გა­გაგდოს, ღარ­იბთა თავ­შე­სა­ფარში მო­გი­წევს ცხოვ­რე­ბა.
ვე­რა­ფერი ვუ­პას­უხე. ეს ჩემ­თ­ვის ახა­ლი ამ­ბავი არ იყო. რაც თა­ვი მახ­სოვდა, სულ ამას ჩამ­ჩიჩინებ­დნენ; საყ­ვედ­ურები ჩე­მი მუქ­თა­ხო­რო­ბის შე­სა­ხებ გან­უწყვეტლივ ჩა­მეს­მოდა ყურ­ში, სულს მი­წუ­ხებ­და და გან­უზომელ ტკი­ვილს მა­ყე­ნებ­და, მაგ­რამ კარ­გა­დაც ვერ გავ­რკ­ვეუ­ლიყავი, თუ რა ხდებ­ოდა ჩემ გარ­შემო.
- ვის უტო­ლებ თავს - ელ­იზას, ჯონ­სა და ჯორ­ჯია­ნა რი­დებს? - დაუ­მა­ტა მის ებო­ტიმ. - ვერ ხე­დავ, რამ­დე­ნად კეთ­ილია მი­სის რი­დი, რომ მათ­თან ერ­თად გზრდის? მათ დი­დი ფუ­ლა­დი შემ­ოსა­ვალი აქვთ, შენ კი არა­ფერი გა­ბად­ია. შე­ნი ვალ­დებ­ულე­ბაა თავ­მდაბ­ლობა. უნ­და ეცა­დო, მუ­დამ ას­იამოვნო მათ. ამ ყვე­ლა­ფერს მხო­ლოდ შენ სა­კ­ეთ­ილდღ­ეოდ გეუ­ბნებით, - შე­და­რებით ალერ­სია­ნად დაუ­მა­ტა ბე­სიმ, - თუ იშ­რო­მებ და ეც­დები, ყო­ველ­თ­ვის ას­იამოვნო მათ, ვფიქ­რობ, არც ისი­ნი დაი­ნა­ნე­ბენ თავ­შე­სა­ფარს შენ­თ­ვის. მაგ­რამ, შენ თუ გაუ­გონარი იქ­ნე­ბი და სი­ან­ჩხლეს არ და­იშ­ლი, მი­სის რი­დი სახ­ლიდან გა­გაგ­დებს.
- გარ­და ამ­ისა, ღმერ­თიც დას­ჯის ასეთ ადამ­იანს. სრუ­ლი­ად ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბელ­ია, სიკვ­დილითაც და­საჯოს. მე­რე რა­ღ­ას იზამს? - თქვა მის ებო­ტიმ. - წა­მო, ბე­სი, მარ­ტო დავ­ტო­ვოთ. რა კარ­გია, რომ მა­სავით გულ­ქ­ვა არა ვარ. რო­დე­საც მარ­ტო დარ­ჩები, ილო­ცე, მის ეარ, მაგ­რამ, თუ ცოდ­ვებს არ მო­ი­ნან­იებ, ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა, იქ­ნებ ბუხ­რი­დან ეშ­მა­კიც კი ჩამ­ოძვრეს და სად­მე გა­გაქროლოს.

ამ სიტყ­ვე­ბით ოთახ­იდან გავ­იდნენ და კა­რი გა­იკ­ე­ტეს.
დი­დი დარ­ბაზი, რო­მელ­საც წი­თელ ოთახს უწო­დებ­დნენ, კარ­გა ხნის მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო. იქ იშ­ვია­თად თუ იძი­ნებ­და ვინ­მე, უფ­რო სწო­რად - არას­ოდეს. ამ მდიდ­რუ­ლად მოწყო­ბილ ოთახს მხო­ლოდ მა­შინ გაი­ხსე­ნებ­დნენ, რო­დე­საც მოზღ­ვა­ვებული სტუმ­რე­ბის­თ­ვის აღ­არ­სად ჰქონ­დათ მო­სას­ვე­ნე­ბელი ად­გი­ლი. ამ დიდ სახ­ლ­ში ის ყვე­ლა­ზე ფარ­თო და მდიდ­რუ­ლად მორ­თუ­ლი იყო. მის შუ­ა­გულ­ში კვარც­ხლბე­კივით აღ­მართულიყო წი­თე­ლი ხის სვე­ტებ­იანი სა­წო­ლი, მუ­ქი წი­თე­ლი ფარ­დებით. ასეთ­ივე ფე­რის ფარ­თონა­კ­ე­ცებ­იანი ნა­ქარგი ფარ­დები სა­ნა­ხევროდ ფა­რავ­და ორ უზარ­მა­ზარ ფან­ჯა­რას. სა­წო­ლის ქვე­და მხა­რეს მაგ­იდა იდ­გა. ზედ წი­თე­ლი სუფ­რა ეფა­რა. ნო­ხიც მე­წამული იყო და კედ­ლების ფერს ეხა­მებ­ოდა. მას­ში ალაგ­-ა­ლაგ მი­ხა­კი­სფერი ჭარ­ბობდა. მუ­ქი წი­თე­ლი ხის გარ­დერობი, სატ­უა­ლეტო მაგ­იდა და სკ­ა­მები სა­რკ­ე­სავით პრია­ლებ­და. ამ მუ­ქი ფე­რების ფონ­ზე მკ­ვეთ­რად გამ­ოირჩეო­და მა­ღ­ალი სა­წო­ლი თეთ­რად მო­ქათ­ქა­თე ბუმ­ბუ­ლის ლეი­ბებ­ითა და ბალ­იშებით. სა­წოლს თოვ­ლი­ვით თეთ­რი გა­და­სა­ფა­რე­ბელი ამ­შვე­ნებ­და. სა­წო­ლის თავ­თან თეთრ შალ­ითაში გახ­ვეული ფარ­თო და რბი­ლი სა­ვარ­ძელი იდ­გა. მის წინ კი ფე­ხის მო­სას­ვე­ნე­ბელ პა­ტა­რა სკ­ამს შე­ამ­ჩნევდით. ეს სა­ვარ­ძელი ჩემს წარ­მოდგე­ნაში სა­მეფო ტახ­ტის ელ­ფერით ბრწყი­ნავ­და. ოთა­ხი ცი­ვი იყო, რად­გან ცეცხლს იშ­ვია­თად ან­თებ­დნენ; მდუ­მა­რებით მო­ცუ­ლი - იმი­ტომ, რომ მო­შო­რე­ბუ­ლი იყო ბავ­შვთა ოთახ­სა და სამ­ზა­რეულოს; გან­მარ­ტოებულიც, რად­გან შიგ იშ­ვია­თად თუ შეი­ხე­დავ­და ვინ­მე. შა­ბათობით მხო­ლოდ მო­სამ­სახ­ურე თუ შევ­იდოდა და სა­რკ­ე­ებ­სა და ავეჯს მთე­ლი კვი­რის მტვერს გა­დაწ­მენ­დდა. ძალ­იან იშ­ვია­თად მი­სის რი­დიც ეს­ტუმრებ­ოდა ხოლ­მე ამ ოთახს, ათ­ვალ­იე­რებ­და სა­ი­დუმ­ლო უჯ­რა­ში ჩაწყო­ბილ სხვა­დას­ხვა საო­ჯახო ხელ­ნა­წერს, ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის შე­სა­ნახ კო­ლოფსა და გარ­დაცვლილი მე­უღლის მი­ნი­ა­ტუ­რულ სუ­რათს. სწო­რედ ამ სიტყ­ვა­ში იყო ჩაქ­სო­ვი­ლი წი­თე­ლი ოთა­ხის მთე­ლი საი­დუმლოე­ბაც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მეტ­ისმე­ტად მდიდ­რუ­ლად იყო მორ­თუ­ლი, ახ­ლოს მა­ინც არა­ვინ ეკ­ა­რებ­ოდა.

აი, უკ­ვე ცხრა წელ­ია, რაც მის­ტერ რი­დი გარ­დაი­ცვა­ლა. ამ ოთახ­ში დაუ­ლევ­ია სუ­ლი; აქ­ვე ეს­ვე­ნა თურ­მე და მე­საფ­ლა­ვე­ებს აქე­დან­ვე გაუ­ტან­იათ მი­სი კუ­ბო. იმ დღი­დან, საშ­ინელი ში­შით შეძ­რწუნებულნი, ოთახ­ში იშ­ვია­თა­დღა შედ­იოდნენ.

და­ბალ სა­ვარ­ძელ­ზე, მარ­მარილოს ბუხ­რის ახ­ლოს, სა­დაც ენამ­წა­რე ებო­ტიმ და ბე­სიმ მი­მატ­ოვეს, გაუ­ნძრევ­ლად ვი­ჯე­ქი. ჩემ წინ სა­წო­ლი იდ­გა. მარ­ჯ­ვ­ნივ - მა­ღ­ალი მუ­ქი ფე­რის გარ­დერობი, რომ­ლის გაპ­რია­ლებულ კარ­ზე სხვა­დას­ხვა ფე­რის სხი­ვე­ბი არე­კლილიყო. მარ­ცხ­ნივ, ფარ­დებით და­ფარულ ფან­ჯრებს შო­რის, უზარ­მა­ზარი სა­რკე ამარ­თუ­ლი­ყო, რომ­ლის შიგ­ნით მდიდ­რუ­ლად მორ­თუ­ლი ოთა­ხი და სა­წო­ლი მო­ჩან­და. ჯერ კი­დევ არ ვი­ყა­ვი დარ­წმუნებული, რომ მათ კა­რი ნამ­დვილად ჩამ­იკ­ე­ტეს. რო­გორც იყო, ად­გომა გავ­ბე­დე. კარ­თან მი­ვე­დი და, ღმერ­თო ჩე­მო! და­კ­ეტილი დამ­ხვდა. ალ­ბათ, არც ერ­თი სა­პატიმრო არ ყო­ფი­ლა ასე საგ­ულდაგულოდ ჩა­კ­ეტილი. უკ­ან გა­მოვ­ბ­რუნ­დი. სა­რკის წინ უნ­და ჩა­მევლო. მო­ჯად­ოებ­ულმა, უნებ­ურად მის სიღრ­მეში ჩავ­იხე­დე და ყვე­ლა­ფერს თვალ­იე­რე­ბა დავ­უწყე. სა­რკის ფან­ტას­ტიკურ სივ­რ­ცე­ში ყო­ვე­ლი სა­განი უფ­რო მუ­ქი ჩან­და და ყო­ვე­ლი ნივ­თი თით­ქოს გა­ყი­ნუ­ლი­ყო. სა­რკი­დან უც­ნა­უ­რი და პა­წაწ­ინა არ­სე­ბა მიმ­ზერ­და გაფ­ითრებული სახ­ითა და აკ­ა­ნკ­ა­ლებული ხე­ლებით. ამ გაქ­ვა­ვებულ სამ­ყაროში იგი მარ­თლაც მოჩ­ვე­ნე­ბას ჰგავ­და მო­ელ­ვა­რე და ში­შის­გან გა­ფარ­თოებული თვა­ლებით. ის იმ პა­წაწ­ინა, ნა­ხევ­რად ზღ­აპრულ ფერ­იებ­სა თუ ეშ­მა­კ­ეულ სუ­ლებს მი­ვამ­სგავ­სე, რომ­ლე­ბიც ბე­სის მო­ნა­ყოლ ზღ­აპ­რებში გან­მარ­ტოებული, უდა­ბუ­რი და ხავ­სმოკი­დებული ჭაო­ბებ­იდან მო­ევ­ლინებ­ოდნენ ხოლ­მე დაგ­ვია­ნებულ მგზავ­რებს.

ჩემს ად­გილს და­ვუბ­რუნ­დი.
ცრუ­მორ­წ­მუ­ნეო­ბრივმა შიშ­მა შე­მიპყ­რო, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, ეს ში­ში ჯერ კი­დევ არ გა­ბატ­ონებულიყო ჩემ­ზე. სის­ხ­ლი მი­დუღ­და; მე­ამ­ბოხე მო­ნის გან­წყობა ჯერ კი­დევ ბო­ბოქ­რობ­და ჩემ­ში და ძა­ლას მმა­ტებ­და. წარ­სუ­ლი, მთე­ლი თა­ვი­სი სიმ­წა­რით, თვალ­წინ ნათ­ლად წარ­მომიდგა. მო­ძა­ლებულ გრძნო­ბებს უნ­და გავ­მკ­ლა­ვებოდი, ვიდ­რე მძი­მე აწ­მ­ყო თა­ვის საშ­ინელ ბრჭყა­ლებს შე­მა­ხებ­და.

მო­მაგ­ონდა ჯონ რი­დის გა­ხე­ლებული ძალ­მომრეო­ბა, დე­დამისის სი­ძულ­ვი­ლი, მი­სი დე­ბის სია­მაყით სავ­სე გულ­გ­რი­ლო­ბა, მო­სამ­სახ­ურე­თა უსა­მართლო მოპყ­რო­ბა და ყო­ველ­ივე ეს ჭის ფსკ­ერ­იდან ამ­ოტივტივებული შა­ვი, ბინ­ძუ­რი ნა­ლექივით აი­მღვ­რა ჩემს ისე­დაც გა­ნა­წა­მებ გო­ნე­ბაში. ნე­ტავ, რა­ტომ მა­წა­მებ­დნენ ასე? რის­თ­ვის ვცახ­ცა­ხებდი ში­შით ყო­ველ­თ­ვის? მუ­დამ დამ­ნა­შა­ვედ მე რად მაც­ხა­დებ­დნენ და ბრა­ლიც მუ­დამ მე რად მე­დებ­ოდა? ნუ­თუ მარ­თლა არ შე­მეძლო მეს­იამ­ოვნებ­ინა მათ­თ­ვის? ყვე­ლა ჩემს ცდას - მო­მეპ­ოვებ­ინა რო­მელ­იმეს სიყ­ვა­რუ­ლი - რა­ტომ უნ­და ჩა­ევლო ამა­ოდ? რა­ტომ ექ­ცეო­დნენ კარ­გად ან რის­თ­ვის უყ­ვარ­დათ თავ­ნე­ბა და ეგო­ის­ტი ელ­იზა? ნუ­თუ შეი­ძლებ­ოდა კად­ნიერი, ღვარ­ძ­ლით სავ­სე და ან­ჩხ­ლი ჯორ­ჯია­ნას გა­ღ­მერ­თე­ბა? ალ­ბათ, მი­სი სი­ლა­მა­ზე, ვარ­დისფერი ღაწ­ვები და ოქ­როს­ფე­რი, მბზი­ნა­ვი კუ­ლულები ატ­ყვე­ვებ­და ყვე­ლას და და­ნა­შაუ­ლსაც ამ­ითვე გამ­ოისყიდდა ხოლ­მე. ჯონს ხომ არა­ვინ სჯი­და და ყვე­ლა­ფერს უს­რუ­ლებ­დნენ, თუმ­ცა მტრე­დებს ხში­რად ახ­რჩობდა, ახალ­გამ­ოჩე­კილ წი­წი­ლებს ხო­ცავ­და, ცხვრებს ძა­ღ­ლებს უსევ­და, სათ­ბურ­ში მკ­ვა­ხე ყურ­ძენს იპა­რავ­და, ორა­ნჟ­ე­რე­აში კი სა­უკ­ე­თესო ნარ­გავ­თა კვ­ირტებს ანად­გურებ­და. დე­დას ბებ­რუცა­ნას ეძახ­და და ხში­რად დას­ცინოდა. არ მოს­წონ­და მი­სი სა­ხის მოყ­ვი­თა­ლო ფე­რი, თუმ­ცა თა­ვად სწო­რედ ამით მია­გავ­და დე­დას. ის მი­სის რიდს არას­ოდეს ემ­ორჩილებ­ოდა, ხში­რად დაუ­ხევ­ია და გაუ­ფუჭებ­ია მი­სი აბ­რეშუმის კა­ბები და მა­ინც მი­სი "საყ­ვა­რელი შვი­ლი­კო" გახ­ლდათ. მე კი სულ მცი­რე და­ნა­შაუ­ლსაც არა­ვინ მა­პატ­იებ­და. ძალ­-ღო­ნეს არ ვზო­გავ­დი, ყვე­ლა­ფერი კარ­გად გა­მე­კ­ე­თებ­ინა, მაგ­რამ მა­ინც აბე­ზარს, უხას­იათოს, გაუ­გონარ­სა და მატ­ყუა­რას მე­ძახ­დნენ დი­ლი­დან სა­ღ­ამ­ომდე.

წაქ­ცევის მე­რე თა­ვი ჯერ ისევ მტკი­ოდა; ჭრი­ლო­ბი­დან სის­ხ­ლი კვ­ლავ მოწ­ვე­თავ­და; მაგ­რამ ამ უმ­ს­გავ­სო საქ­ციელისთვის ჯო­ნი არა­ვის გა­უკი­ცხავს. მე კი იმის გა­მო, რომ გავ­ბე­დე და ხე­ლი შევ­უბრუნე, შე­ვე­ცა­დე, მი­სი მხე­ცუ­რი დარ­ტყმა თავ­იდან ამეც­ილებ­ინა, სა­ერთო გუ­ლის­წყ­რო­მა დავ­იმსახ­ურე.
- უსა­მართლონი! უსა­მართლონი! - და­ჟი­ნებით ვი­მეო­რებდი ჩემ­თ­ვის. ტან­ჯვამ, რო­მე­ლიც თავს გა­დამ­ხდა, თით­ქოს წლე­ბი შემ­მა­ტა, და­მა­ჭკვ­ია­ნა და ახ­ლა დი­დი ადამ­იანივით ვაზ­როვნებდი. გამ­ბე­დაო­ბა მიკ­არ­ნა­ხებ­და და მა­ქე­ზებ­და, აუ­ტა­ნელი ჩაგ­ვრისგან თა­ვის და­სახ­სნე­ლად რაი­მე გზა მო­მე­ძებ­ნა. სახ­ლიდან გაქ­ცე­ვა გა­დავ­წყვიტე, მაგ­რამ, თუ ამას მო­ვა­ხერ­ხებდი, შიმ­ში­ლით უნ­და მო­მე­კ­ლა თა­ვი.

ოჰ, რო­გორ გა­მამ­წა­რეს იმ საშ­ინელ დღ­ეს! გო­ნე­ბა ამერ­ია, გუ­ლი ამ­ოვარ­დნა­ზე მქონ­და! ოჰ, რა წყვდი­ა­დით იყო მო­ცუ­ლი და რა გაუ­რკ­ვე­ველი იყო ჩემ­თ­ვის ის სუ­ლი­ე­რი ბრძო­ლა, რაც მა­შინ გა­დავ­იტა­ნე. პა­სუ­ხი ვერ მეპ­ოვა კი­თხვა­ზე - რა­ტომ ვი­ტან­ჯებოდი ასე; ვერ გეტყ­ვით, რამ­დენი წე­ლი მაშ­ორებს იმ გარ­დასულ დროს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერი დღ­ე­­სავით ნა­თელ­ია.

რო­გორც ჩანს, გეი­ტსჰედ-ჰოლში ზედ­მეტი ვი­ყა­ვი; ყვე­ლას თვალ­ში ეკ­ლად ვე­სო­ბო­დი. მი­სის რიდ­სა და მის შვი­ლებ­თან სა­ერთო ენა ვერ გამ­ოვნა­ხე; არც მათ მსახ­ურებ­თან მწყალ­ობდა ბე­დი. მაგ­რამ, თუ მათ არ ვუყ­ვარ­დი, არც მე მიყ­ვარ­და ისი­ნი. ან კი რის­თ­ვის უნ­და ეზ­რუნათ ისეთ არ­სე­ბა­ზე, რო­მელ­საც არც ერ­თი მათ­განი არ უყ­ვარ­და? ან რა­ტომ მო­ექ­ცეო­დნენ თბი­ლად უქ­ნა­რას, მათ­გან ხას­იათით, მის­წ­რა­ფე­ბებ­ითა და უნა­რით სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვებულს; ბო­როტ ბავშვს, რო­მე­ლიც არას­ოდეს ას­იამ­ოვნებ­და მათ, არც ერ­თი მათ­განის აზრს არ იზია­რებ­და; მათ საქ­ციელს სი­ძულ­ვი­ლით უპას­უხებ­და და თა­ვის სულ­შიც ამ სი­ძულ­ვილს აღვ­ივებ­და. დარ­წმუნებული ვარ, მე რომ მხი­ა­რუ­ლი, სი­ცოცხ­ლით სავ­სე, უდარ­დელი, თავ­ნე­ბა, ლა­მაზი და ან­ცი ბავ­შ­ვი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თუნ­დაც სხვის მოწყა­ლე­ბა­ზე მყო­ფი და უთ­ვის­ტო­მო, მი­სის რი­დი უფ­რო გულკ­ეთ­ილად მო­მექ­ცეო­და, მი­სი შვი­ლე­ბი მეტ სით­ბოს გამ­ოიჩენ­დნენ, დამ­იმეგ­ობრდებ­ოდნენ და აღ­არც მო­სამ­სახ­ურე­ები ამ­იგდებ­დნენ აბ­უჩად.

დღის სი­ნათ­ლე თან­და­თანობით ტო­ვებ­და წი­თელ ოთახს. და­ახ­ლოებით ხუ­თი სა­ათი იქ­ნებ­ოდა. ღრ­უბლიანი დღე იყო. ბინ­დი ჩამ­ოწვა და მთლად ჩამ­ობნელ­და. მეს­მოდა, რო­გორ გან­უწყვეტლივ შხაპ­უნობდა წვი­მა შემ­ოსას­ვლელი კი­ბის ფან­ჯ­რის მი­ნებ­ზე. ქა­რი კი სახ­ლის უკ­ან, ხეი­ვანში, დაუ­სრულებ­ლად ზუ­ზუ­ნებ­და. სი­ცი­ვე ძვალ-რბილ­ში გამ­იჯდა და გამ­ბე­დაო­ბა­მაც მიმ­ტყუ­ნა. მარ­ტო­ო­ბის, სას­ოწა­რკ­ვეთ­ილების, დამ­ცირებ­ისა და სა­კუ­თარი უძ­ლუ­რე­ბის ჩვეუ­ლმა გრძნო­ბებ­მა იმ­ძ­ლავ­რა და ჩემ­ში ისე­დაც ჩა­ფერფლილ აღშ­ფოთე­ბას ცი­ვი წყა­ლი­ვით გა­და­ევლო. ამ ოჯახ­ში ყვე­ლა ბო­რო­ტად მთვლი­და. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ასეც იყო. გა­ნა შიმ­ში­ლით თა­ვის მოკვ­ლა­ზე ფიქ­რი და­ნა­შაული არ არის? ნუ­თუ მარ­თლა მზად ვი­ყა­ვი სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის? ნუ­თუ გეი­ტსჰედის საყ­დ­რის სა­კუ­რთხევლის თა­ღ­ებ­ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი აკლ­და­მა ასე მიმ­ზიდ­ველ სა­მა­რა­დჟ­ამო სა­ვა­ნედ მი­ვიჩ­ნიე? რო­გორც მითხ­რეს, იქ, აკლ­და­მაში მის­ტერ რი­დი გან­ისვე­ნებ­და. მო­მაგ­ონდა თუ არა მის­ტერ რი­დი, შევ­ძ­რ­წუნ­დი. კარ­გად არ მახ­სოვდა ის, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ მის­ტერ რი­დი ჩე­მი მკვიდ­რი ბი­ძა იყო - დე­და­ჩემის ძმა. მას წამ­ოვუყვან­ივარ ობო­ლი ჩვი­ლი თა­ვის სახ­ლ­ში. სი­ცოცხ­ლის უკ­ა­ნა­სკ­ნელ წა­მებში მი­სის რი­დის­თ­ვის პი­რო­ბაც კი ჩამ­ოურთმევ­ია, რომ ჩემ­თ­ვის ეპატ­რონა და სა­კუ­თარი შვი­ლი­ვით აღ­ვე­ზარ­დე. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ქალ­ბატონი რი­დი ფიქ­რობ­და, პი­რო­ბა შე­ვას­რულეო. ვიტყო­დი, რომ მან მარ­თლაც შე­ას­რულა პი­რო­ბა, რამ­დე­ნა­დაც სა­კუ­თარი ბუ­ნე­ბა ამის ნე­ბას აძ­ლევ­და. ან კი რის­თ­ვის უნ­და ჰყვა­რებ­ოდა ძა­ლად თავ­სმოხვეული გო­გო­ნა, მის­თ­ვის და მი­სი ოჯა­ხის­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო არ­სე­ბა, რო­მელ­თა­ნაც მე­უღლის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ აღ­ა­რა­ფერი აკ­ავ­შირებ­და? ვატყობ­დი, ამ აღ­თ­ქ­მის შეს­რულე­ბა ძალ­იან უმ­ძიმ­და. არ შე­ეძლო ჰყვა­რებ­ოდა და დე­დის მაგ­ივრობა გა­ეწ­ია ვიღ­აც უხას­იათო ბავ­შ­ვის­თ­ვის, რო­მე­ლიც მის ოჯა­ხურ მყუდ­როე­ბაში შეჭ­რი­ლი­ყო.

დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, მის­ტერ რი­დი რომ ცოცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, კეთ­ილად მო­მექ­ცეო­და. მაგ­რამ ახ­ლა ეს ჩამ­ობნე­ლებული კედ­ლები, ქათ­ქა­თა სა­წო­ლი და მქრქა­ლად მბრწყი­ნა­ვი სა­რკ­ე, რო­მელ­შიც დრო­გამ­ოშვებით მო­ჯად­ოებულივით ვიმ­ზი­რე­ბო­დი, მახ­სე­ნებ­და ყო­ველ­ივეს, რაც გარ­დაც­ვლილთა სუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მსმენ­ოდა. ისიც გა­მეგ­ონა, რომ, თუ მიც­ვა­ლებ­ულებს უკ­ა­ნა­სკ­ნელ სურ­ვი­ლებს არ შეუ­სრულებ­დნენ, ისი­ნი საფ­ლა­ვებში საშ­ინლად იტან­ჯებ­ოდნენ. მა­თი სუ­ლე­ბი კვ­ლავ მო­ევ­ლინებ­ოდნენ ხოლ­მე დე­დამ­იწას, რა­თა და­ე­სა­ჯათ ფი­ცის გამ­ტეხნი და შუ­რი ეძ­იათ და­ჩაგ­რულთათვის. უცებ თავ­ში უც­ნაუ­რმა აზ­რმა გამ­იელ­ვა; იქ­ნებ მის­ტერ რი­დის სულ­მა, შეშ­ფოთებ­ულმა იმით, რომ მის დის­შ­ვილს ასე ცუ­დად ექ­ცევ­იან, მი­ა­ტო­ვოს ეკ­ლესიის თა­ღ­ებ­ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი საფ­ლავი ან მიც­ვა­ლებ­ულთა უხი­ლა­ვი სამ­ყარო და მო­მევ­ლი­ნოს, აი, აქ, ამ ოთახ­ში. ცრემ­ლები მო­ვიწ­მინ­დე და სლუ­კუ­ნი შევ­წყვიტე, მეშ­ინოდა, ჩემს ასეთ მწუ­ხა­რე­ბას არ გამ­ოეწ­ვია რაი­მე ზებ­უნებრივი ხმა, რო­მე­ლიც ჩემ დამ­შვიდე­ბას შე­ეც­დებ­ოდა; ან სიბ­ნელ­იდან შა­რა­ვან­დედით გაბ­რწყინებული მი­სი სა­ხე არ მომ­ვ­ლენ­ოდა და სიბ­რა­ლუ­ლით ჩე­მკ­ენ არ გად­მოხ­რი­ლი­ყო. აჩ­რ­დი­ლის გამ­ოჩე­ნა, რო­მელ­საც ვი­თომ­და უნ­და და­ვემ­შვიდებ­ინე, ვგრძნობ­დი, უსა­ზღვრო ში­შით ამავ­სებ­და და მე­ტი გან­საც­დელის მომ­ტა­ნი იქ­ნებ­ოდა. ამი­ტომ მთე­ლი ძა­ლით შე­ვე­ცა­დე, ეს აზ­რი თავ­იდან მო­მეშ­ორებ­ინა და ში­ში და­მეძ­ლია. თვა­ლებ­ზე ჩა­მოშ­ლი­ლი თმა უკ­ან გა­დავ­იყა­რე, თა­ვი ავ­წიე, რომ უფ­რო გა­ბედ­ულად და­მეთ­ვალ­იე­რებ­ინა წყვდი­ა­დით მო­ცუ­ლი ოთა­ხი. აი, სწო­რედ ამ დროს კე­დელ­ზე რა­ღ­აც სი­ნათ­ლის შუ­ქი გამ­ოჩნდა. - იქ­ნებ ეს ფარ­დის ჭუჭ­რუ­ტან­იდან შე­მოჭ­რი­ლი მთვა­რის სხი­ვია? - ვე­კი­თხებოდი სა­კუ­თარ თავს. - არა, მთვა­რის სხი­ვი ხომ უძ­რა­ვი იქ­ნებ­ოდა, ის კი ირ­ხე­ვა. სხივ­მა ჯერ ჭერ­ზე გა­დაი­ნაც­ვლა და შემ­დეგ თავ­სზემოთ აც­იმციმდა. ახ­ლა ვი­ცი, რომ ეს სხი­ვი სახ­ლის წინ, მდელ­ოზე მო­მა­ვალი ადამ­იანის ფარ­ნიდან შემ­ოიჭრა. მაგ­რამ მა­შინ, რო­დე­საც ჩე­მი გო­ნე­ბა მომ­ზა­დებული იყო რა­ღ­აც საშ­ინე­ლებისთვის და ნერ­ვებიც, გა­და­ტანილი ტან­ჯვა-­წა­მების გა­მო, აწე­წი­ლი მქონ­და, სწრა­ფად მო­ფარ­ფა­ტე ნა­თელი სხი­ვი საი­ქიოდან მო­მა­ვალი აჩ­რ­დი­ლის მაც­ნედ მი­ვიჩ­ნიე. გულს ბა­გაბუგი გაჰ­ქონდა; სის­ხ­ლი სა­ხეში მო­მაწ­ვა; ფრთე­ბის შრი­ა­ლიც კი შემ­ომეს­მა; ვიგ­რ­ძე­ნი, თით­ქოს ვიღ­აც მო­მი­ახ­ლოვდა. ში­შის­გან სუნ­თ­ქ­ვა შე­მე­კ­რა; საშ­ინელ წა­მე­ბას გან­ვიც­დი­დი; გამ­ძლეო­ბამ ერ­თბა­შად მიმ­ტყუ­ნა; კარს მივ­ვარ­დი და სას­ოწა­რკ­ვეთ­ილმა მთე­ლი ძა­ლით დავ­უწყე ნჯღ­რე­ვა. დე­რე­ფანში აჩ­ქა­რებული ნაბ­იჯების ხმა გაი­სმა და გა­სა­ღ­ები გა­და­ატ­რია­ლეს. ბე­სი და ებო­ტი შემ­ოვიდნენ.

- მის ეარ, ავად ხომ არა ხართ? - მკი­თხა ბე­სიმ.
- რა სა­ზა­რელი ხმა იყო, ში­შით კი­ნა­ღ­ამ გუ­ლი გამ­ისკ­და, - წამ­ოიძა­ხა ებო­ტიმ.
- გამ­იყვა­ნეთ აქე­დან! გა­მიშ­ვით სა­ბავშვო ოთახ­ში! - გავ­იძახოდი მე.
- რის­თ­ვის? იტ­კი­ნე რა­მე? ხომ არა­ფერი მო­გეჩ­ვე­ნა? - კვ­ლავ შე­მე­კი­თხა ბე­სი.
- რა­ღ­აც სან­თ­ლის შუ­ქი შევ­ნიშნე და ვი­ფიქ­რე, მას მა­ლე აჩ­რ­დი­ლიც მოჰ­ყ­ვე­ბა-­მეთქი.
ბე­სის ხელს მთე­ლი ძა­ლით ჩა­ვე­ბღ­აუ­ჭე. ბე­სის არ უც­დია ხე­ლი გა­ეშ­ვებ­ინებ­ინა.
- მან გან­გებ დაი­ყვირა, - გა­ნაც­ხა­და ებო­ტიმ ზიზღით, - და რა წი­ვილ-კი­ვი­ლი ატე­ხა?! რა­მე რომ სტკ­ენ­ოდა, კი­დევ ჰო, მაგ­რამ ამით მხო­ლოდ ჩვე­ნი შემ­ოტყუე­ბა ნე­ბავ­და. კარ­გად ვი­ცი მა­გის ოინ­ბაზ­ობა.
- რა მოხ­და? - გაი­სმა მი­სის რი­დის მბრძა­ნებლური ხმა და თვი­თო­ნაც ფარ­თოდ გახ­ს­ნი­ლი სა­ღ­ამური ქუ­დის ლენტების ფრი­ალ­ითა და სა­მო­სის შა­რი­შუ­რით გამ­ოჩნდა დე­რე­ფანში.
- ებო­ტი, ბე­სი, მგო­ნია, ვბრძა­ნე, რომ ჯე­ინ ეარი მარ­ტო უნ­და და­გეტ­ოვებ­ინათ წი­თელ ოთახ­ში, სა­ნამ თვი­თონ არ მო­ვი­დო­დი მის გამ­ოსაყ­ვა­ნად.
- მის ჯე­ი­ნი ისე ხმა­მა­ღ­ლა ყვი­რო­და, ქალ­ბატონო... - თა­ვი იმარ­თლა ბე­სიმ.
- გა­უშ­ვით, შიგ­ნით შევ­იდეს, - მო­მეს­მა პას­უხად. - ბავ­შ­ვო, ხე­ლი გა­უშ­ვი ბე­სის, უნ­და იცო­დე, რომ ასე­თი საქ­ციელით ვე­რა­ფერს გახ­დები. თვალ­თმაქცი ბავ­შვები ძალ­იან მე­ჯავ­რე­ბა. ჩე­მი ვალ­ია, გიჩ­ვე­ნო, რომ ასე­თი ოინე­ბით შორს ვერ წახ­ვალ. ახ­ლა და­მა­ტებით ერ­თი სა­ათი კი­დევ დარ­ჩები აქ და მხო­ლოდ იმ პი­რო­ბით გა­გა­თავ­ისუფლებ, თუ წყნა­რად იქ­ნე­ბი და სრულ მორ­ჩი­ლე­ბას გამ­ოიჩენ.
- მი­სის რიდ, შემ­იბრა­ლეთ და მა­პატ­იეთ, თუ შეი­ძლე­ბა. მე ამას ვერ გა­დავ­იტან. სხვა­ნაი­რად დამ­სა­ჯეთ, რო­გორც გნე­ბავთ, ნამ­დვილად მოვკვ­დები, თუ თქვენ კი­დევ...
- გა­ჩუმ­დი, ასე­თი თავ­შე­უკ­ა­ვებ­ლობა კი­დევ უფ­რო აუ­ტა­ნელ­ია. - და მას მარ­თლაც აუ­ტა­ნელ არ­სე­ბად მი­ვაჩ­ნ­დი. ის მე გა­მოც­დილ მსახ­იობად მთვლი­და, ალ­ბათ, ისე­თად, რო­მე­ლიც სავ­სეა ღვარ­ძ­ლით, სულ­მ­დაბ­ლობითა და ორ­პი­რო­ბით.
ბე­სიმ და ებო­ტიმ უკ­ან დაი­ხიეს. მი­სის რიდ­მა, რო­მელ­საც მო­ბეზ­რდა ჩე­მი დაუ­სრულე­ბელი, გუ­ლის გამ­გმირავი ქვი­თი­ნი, ხე­ლი მკ­რა, სიტყ­ვის შეუ­ბრუნებ­ლად უკ­ან, წი­თელ ოთახ­ში შე­მაგდო და კვ­ლავ ჩა­მკ­ე­ტეს. დე­რე­ფანში სწრა­ფი ნაბ­იჯების ხმა გაი­სმა. მი­სი წას­ვ­ლის შემ­დეგ, რო­გორც ჩანს, გუ­ლი წამ­ივიდა და გრძნო­ბა და­ვკ­არ­გე.

თავები დაიდება ყოველდღე
გზად საშ­ინელ წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას ვუ­წევ­დი. ამან ბეს­ისა და ებო­ტის კი­დევ უფ­რო გან­უმტკი­ცა ცუ­დი შე­ხედ­ულე­ბა ჩემ­ზე. მარ­თალი რომ ვთქვა, მოთ­მი­ნე­ბა და­ვკ­არ­გე ან, რო­გორც ფრან­გები ამ­ბობენ, თავს აღ­არ ვე­კუთვნოდი. სწო­რედ ამ უჩ­ვე­უ­ლო სი­ან­ჩხ­ლის გა­მო იყო, რომ შეუ­ბრა­ლებ­ლა­დაც დამ­სა­ჯეს. ჩემ­ში მე­ამ­ბოხე მო­ნის სულ­მა გა­იღვ­იძა და სას­ოწა­რკ­ვეთ­ილმა მტკი­ცედ გა­დავ­წყვიტე ბო­ლომ­დე მებ­რძოლა.
- ხე­ლები შე­უკ­არით, მის ებოტ, ცო­ფი­ან კა­ტას ჰგავს. რა სირ­ცხ­ვი­ლია! რა თა­ვის მოჭ­რა! - კი­ოდა ქალ­ბატონის პი­რის­ფა­რეში. - გაუ­გონარი ამ­ბავ­ია, მის ეარ, ვის უნა­ხავს, ხე­ლი შე­უბ­რუ­ნო ახალ­გაზ­რდა ჯენ­ტლმენს და ისიც შე­ნი კე­თი­ლის­მ­ყოფ­ლის ვა­ჟიშვილს, შენს ახალ­გაზ­რდა ბა­ტონს.
- ბა­ტონს? ვინ არის ჩე­მი ბა­ტო­ნი? გა­ნა მე მო­სამ­სახ­ურე ვარ?
- არა, შენ მო­სამ­სახ­ურე­ზე ბევ­რად ნა­კ­ლები ბრძან­დები, შე­ნი თა­ვის რჩე­ნაც არ შეგ­იძლია. აი, აქ და­ჯექი და შენს და­ნა­შაულს და­უ­ფიქ­რ­დი.
ამ სიტყ­ვე­ბით მათ ქალ­ბატონი რი­დის მი­ერ მი­თი­თე­ბულ ოთახ­ში შე­მათ­რიეს და სკ­ამ­ზე და­მაგ­დეს. ხე­ლი გამ­იშვეს თუ არა, რო­გორც და­ჭი­მუ­ლი ზამ­ბა­რა, ჩემ­და უნებ­ურად ისე წა­მოვ­ხ­ტი ად­გილიდან, კვ­ლავ ოთხ­მა ხელ­მა გა­მა­კ­ა­ვა.
- თუ წყნა­რად არ დაჯ­დები, და­გა­ბამთ, - მითხ­რა ბე­სიმ. - მის ებოტ, მათ­ხოვეთ თქვე­ნი წვივ­სა­კ­რა­ვები, ჩემ­სას ახ­ლა­ვე დაწ­ყვეტს. - მის ებო­ტი მიბ­რუნ­და, რომ მსუ­ქან ფეხ­ზე წვივ­სა­კ­რავი მო­ეხ­სნა. მივ­ხ­ვ­დი, უც­ნა­ურ ბორ­კი­ლებს მიმ­ზა­დებ­დნენ და აპ­ირებ­დნენ, უფ­რო მე­ტად შე­ე­ლა­ხათ ჩე­მი თავ­მოყვა­რეო­ბა. გონს მო­ვე­დი.
- ნუ იხ­ს­ნით! - წამ­ოვიძა­ხე მე, - არ გავ­ინძრევი, - და ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ორი­ვე ხე­ლით სკ­ამს ჩა­ვე­ბღ­აუ­ჭე.
- მაშ, გახ­სოვდეს და ნუ გაი­ნძრევი, - მითხ­რა ბე­სიმ. ხე­ლი კი მა­შინ გამ­იშვა, რო­დე­საც დარ­წმუნდა, რომ ნამ­დვილად და­ვემ­ორჩილე. ის და ებო­ტი კვ­ლავ გულ­ხელ­და­კ­რეფილნი, შუბ­ლ­შე­კრულნი იჭ­ვ­ნეუ­ლად მა­კვ­ირდებ­ოდნენ, თით­ქოს ჩე­მი სიტყ­ვე­ბი არ სჯერ­ოდათ.
- ასე­თი რამ წი­ნათ არას­ოდეს ჩაუ­დენ­ია, - უთხ­რა ბო­ლოს ბე­სიმ, - მაგ­რამ მის ამ­გვარ სი­ან­ჩხლეს ყო­ველ­თ­ვის ვამ­ჩნევდი.
გავ­იგონე ებო­ტის პა­სუ­ხიც:
- ჩე­მი აზ­რი ამ ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ ხში­რად გამ­იზია­რებ­ია მი­სის რი­დის­თ­ვის. ისიც, რა­სა­კვ­ირველ­ია, მუ­დამ მე­თან­ხმებ­ოდა. დი­დი გაი­ძვე­რა უნ­და იყოს! არას­ოდეს მი­ნა­ხავს ამ ხნის ბავ­შ­ვი ასე გულ­ჩათხ­რო­ბი­ლი.
ბე­სიმ აღ­ა­რა­ფერი უპას­უხა. შემ­დეგ მო­მიბ­რუნ­და და მითხ­რა:
- შენ უნ­და იცო­დე, რომ მი­სის რი­დი სამ­ოწყალოდ გი­ნა­ხავს. სახ­ლიდან რომ გა­გაგდოს, ღარ­იბთა თავ­შე­სა­ფარში მო­გი­წევს ცხოვ­რე­ბა.
ვე­რა­ფერი ვუ­პას­უხე. ეს ჩემ­თ­ვის ახა­ლი ამ­ბავი არ იყო. რაც თა­ვი მახ­სოვდა, სულ ამას ჩამ­ჩიჩინებ­დნენ; საყ­ვედ­ურები ჩე­მი მუქ­თა­ხო­რო­ბის შე­სა­ხებ გან­უწყვეტლივ ჩა­მეს­მოდა ყურ­ში, სულს მი­წუ­ხებ­და და გან­უზომელ ტკი­ვილს მა­ყე­ნებ­და, მაგ­რამ კარ­გა­დაც ვერ გავ­რკ­ვეუ­ლიყავი, თუ რა ხდებ­ოდა ჩემ გარ­შემო.
- ვის უტო­ლებ თავს - ელ­იზას, ჯონ­სა და ჯორ­ჯია­ნა რი­დებს? - დაუ­მა­ტა მის ებო­ტიმ. - ვერ ხე­დავ, რამ­დე­ნად კეთ­ილია მი­სის რი­დი, რომ მათ­თან ერ­თად გზრდის? მათ დი­დი ფუ­ლა­დი შემ­ოსა­ვალი აქვთ, შენ კი არა­ფერი გა­ბად­ია. შე­ნი ვალ­დებ­ულე­ბაა თავ­მდაბ­ლობა. უნ­და ეცა­დო, მუ­დამ ას­იამოვნო მათ. ამ ყვე­ლა­ფერს მხო­ლოდ შენს სა­კ­ეთ­ილდღ­ეოდ გეუ­ბნებით, - შე­და­რებით ალერ­სია­ნად დაუ­მა­ტა ბე­სიმ, - თუ იშ­რო­მებ და ეც­დები, ყო­ველ­თ­ვის ას­იამოვნო მათ, ვფიქ­რობ, არც ისი­ნი დაი­ნა­ნე­ბენ თავ­შე­სა­ფარს შენ­თ­ვის. მაგ­რამ, შენ თუ გაუ­გონარი იქ­ნე­ბი და სი­ან­ჩხლეს არ და­იშ­ლი, მი­სის რი­დი სახ­ლიდან გა­გაგ­დებს.
- გარ­და ამ­ისა, ღმერ­თიც დას­ჯის ასეთ ადამ­იანს. სრუ­ლი­ად ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბელ­ია, სიკვ­დილითაც და­საჯოს. მე­რე რა­ღ­ას იზამს? - თქვა მის ებო­ტიმ. - წა­მო, ბე­სი, მარ­ტო დავ­ტო­ვოთ. რა კარ­გია, რომ მა­სავით გულ­ქ­ვა არა ვარ. რო­დე­საც მარ­ტო დარ­ჩები, ილო­ცე, მის ეარ, მაგ­რამ, თუ ცოდ­ვებს არ მო­ი­ნან­იებ, ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა, იქ­ნებ ბუხ­რი­დან ეშ­მა­კიც კი ჩამ­ოძვრეს და სად­მე გა­გაქროლოს.
ამ სიტყ­ვე­ბით ოთახ­იდან გავ­იდნენ და კა­რი გა­იკ­ე­ტეს.
დი­დი დარ­ბაზი, რო­მელ­საც წი­თელ ოთახს უწო­დებ­დნენ, კარ­გა ხნის მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო. იქ იშ­ვია­თად თუ იძი­ნებ­და ვინ­მე, უფ­რო სწო­რად - არას­ოდეს. ამ მდიდ­რუ­ლად მოწყო­ბილ ოთახს მხო­ლოდ მა­შინ გაი­ხსე­ნებ­დნენ, რო­დე­საც მოზღ­ვა­ვებული სტუმ­რე­ბის­თ­ვის აღ­არ­სად ჰქონ­დათ მო­სას­ვე­ნე­ბელი ად­გი­ლი. ამ დიდ სახ­ლ­ში ის ყვე­ლა­ზე ფარ­თო და მდიდ­რუ­ლად მორ­თუ­ლი იყო. მის შუ­ა­გულ­ში კვარც­ხლბე­კივით აღ­მართულიყო წი­თე­ლი ხის სვე­ტებ­იანი სა­წო­ლი, მუ­ქი წი­თე­ლი ფარ­დებით. ასეთ­ივე ფე­რის ფარ­თონა­კ­ე­ცებ­იანი ნა­ქარგი ფარ­დები სა­ნა­ხევროდ ფა­რავ­და ორ უზარ­მა­ზარ ფან­ჯა­რას. სა­წო­ლის ქვე­და მხა­რეს მაგ­იდა იდ­გა. ზედ წი­თე­ლი სუფ­რა ეფა­რა. ნო­ხიც მე­წამული იყო და კედ­ლების ფერს ეხა­მებ­ოდა. მას­ში ალაგ­-ა­ლაგ მი­ხა­კი­სფერი ჭარ­ბობდა. მუ­ქი წი­თე­ლი ხის გარ­დერობი, სატ­უა­ლეტო მაგ­იდა და სკ­ა­მები სა­რკ­ე­სავით პრია­ლებ­და. ამ მუ­ქი ფე­რების ფონ­ზე მკ­ვეთ­რად გამ­ოირჩეო­და მა­ღ­ალი სა­წო­ლი თეთ­რად მო­ქათ­ქა­თე ბუმ­ბუ­ლის ლეი­ბებ­ითა და ბალ­იშებით. სა­წოლს თოვ­ლი­ვით თეთ­რი გა­და­სა­ფა­რე­ბელი ამ­შვე­ნებ­და. სა­წო­ლის თავ­თან თეთრ შალ­ითაში გახ­ვეული ფარ­თო და რბი­ლი სა­ვარ­ძელი იდ­გა. მის წინ კი ფე­ხის მო­სას­ვე­ნე­ბელ პა­ტა­რა სკ­ამს შე­ამ­ჩნევდით. ეს სა­ვარ­ძელი ჩემს წარ­მოდგე­ნაში სა­მეფო ტახ­ტის ელ­ფერით ბრწყი­ნავ­და. ოთა­ხი ცი­ვი იყო, რად­გან ცეცხლს იშ­ვია­თად ან­თებ­დნენ; მდუ­მა­რებით მო­ცუ­ლი - იმი­ტომ, რომ მო­შო­რე­ბუ­ლი იყო ბავ­შვთა ოთახ­სა და სამ­ზა­რეულოს; გან­მარ­ტოებულიც, რად­გან შიგ იშ­ვია­თად თუ შეი­ხე­დავ­და ვინ­მე. შა­ბათობით მხო­ლოდ მო­სამ­სახ­ურე თუ შევ­იდოდა და სა­რკ­ე­ებ­სა და ავეჯს მთე­ლი კვი­რის მტვერს გა­დაწ­მენ­დდა. ძალ­იან იშ­ვია­თად მი­სის რი­დიც ეს­ტუმრებ­ოდა ხოლ­მე ამ ოთახს, ათ­ვალ­იე­რებ­და სა­ი­დუმ­ლო უჯ­რა­ში ჩაწყო­ბილ სხვა­დას­ხვა საო­ჯახო ხელ­ნა­წერს, ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის შე­სა­ნახ კო­ლოფსა და გარ­დაცვლილი მე­უღლის მი­ნი­ა­ტიუ­რულ სუ­რათს. სწო­რედ ამ სიტყ­ვა­ში იყო ჩაქ­სო­ვი­ლი წი­თე­ლი ოთა­ხის მთე­ლი საი­დუმლოე­ბაც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მეტ­ისმე­ტად მდიდ­რუ­ლად იყო მორ­თუ­ლი, ახ­ლოს მა­ინც არა­ვინ ეკ­ა­რებ­ოდა.
აი, უკ­ვე ცხრა წელ­ია, რაც მის­ტერ რი­დი გარ­დაი­ცვა­ლა. ამ ოთახ­ში დაუ­ლევ­ია სუ­ლი; აქ­ვე ეს­ვე­ნა თურ­მე და მე­საფ­ლა­ვე­ებს აქე­დან­ვე გაუ­ტან­იათ მი­სი კუ­ბო. იმ დღი­დან, საშ­ინელი ში­შით შეძ­რწუნებულნი, ოთახ­ში იშ­ვია­თა­დღა შედ­იოდნენ.
და­ბალ სა­ვარ­ძელ­ზე, მარ­მარილოს ბუხ­რის ახ­ლოს, სა­დაც ენამ­წა­რე ებო­ტიმ და ბე­სიმ მი­მატ­ოვეს, გაუ­ნძრევ­ლად ვი­ჯე­ქი. ჩემ წინ სა­წო­ლი იდ­გა. მარ­ჯ­ვ­ნივ - მა­ღ­ალი მუ­ქი ფე­რის გარ­დერობი, რომ­ლის გაპ­რია­ლებულ კარ­ზე სხვა­დას­ხვა ფე­რის სხი­ვე­ბი არე­კლილიყო. მარ­ცხ­ნივ, ფარ­დებით და­ფარულ ფან­ჯრებს შო­რის, უზარ­მა­ზარი სა­რკე ამარ­თუ­ლი­ყო, რომ­ლის შიგ­ნით მდიდ­რუ­ლად მორ­თუ­ლი ოთა­ხი და სა­წო­ლი მო­ჩან­და. ჯერ კი­დევ არ ვი­ყა­ვი დარ­წმუნებული, რომ მათ კა­რი ნამ­დვილად ჩამ­იკ­ე­ტეს. რო­გორც იყო, ად­გომა გავ­ბე­დე. კარ­თან მი­ვე­დი და, ღმერ­თო ჩე­მო! და­კ­ეტილი დამ­ხვდა. ალ­ბათ, არც ერ­თი სა­პატიმრო არ ყო­ფი­ლა ასე საგ­ულდაგულოდ ჩა­კ­ეტილი. უკ­ან გა­მოვ­ბ­რუნ­დი. სა­რკის წინ უნ­და ჩა­მევლო. მო­ჯად­ოებ­ულმა, უნებ­ურად მის სიღრ­მეში ჩავ­იხე­დე და ყვე­ლა­ფერს თვალ­იე­რე­ბა დავ­უწყე. სა­რკის ფან­ტას­ტიკურ სივ­რ­ცე­ში ყო­ვე­ლი სა­განი უფ­რო მუ­ქი ჩან­და და ყო­ვე­ლი ნივ­თი თით­ქოს გა­ყი­ნუ­ლი­ყო. სა­რკი­დან უც­ნა­უ­რი და პა­წაწ­ინა არ­სე­ბა მიმ­ზერ­და გაფ­ითრებული სახ­ითა და აკ­ა­ნკ­ა­ლებული ხე­ლებით. ამ გაქ­ვა­ვებულ სამ­ყაროში იგი მარ­თლაც მოჩ­ვე­ნე­ბას ჰგავ­და მო­ელ­ვა­რე და ში­შის­გან გა­ფარ­თოებული თვა­ლებით. ის იმ პა­წაწ­ინა, ნა­ხევ­რად ზღ­აპრულ ფერ­იებ­სა თუ ეშ­მა­კ­ეულ სუ­ლებს მი­ვამ­სგავ­სე, რომ­ლე­ბიც ბე­სის მო­ნა­ყოლ ზღ­აპ­რებში გან­მარ­ტოებული, უდა­ბუ­რი და ხავ­სმოკი­დებული ჭაო­ბებ­იდან მო­ევ­ლინებ­ოდნენ ხოლ­მე დაგ­ვია­ნებულ მგზავ­რებს.
ჩემს ად­გილს და­ვუბ­რუნ­დი.
ცრუ­მორ­წ­მუ­ნეო­ბრივმა შიშ­მა შე­მიპყ­რო, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, ეს ში­ში ჯერ კი­დევ არ გა­ბატ­ონებულიყო ჩემ­ზე. სის­ხ­ლი მი­დუღ­და; მე­ამ­ბოხე მო­ნის გან­წყობა ჯერ კი­დევ ბო­ბოქ­რობ­და ჩემ­ში და ძა­ლას მმა­ტებ­და. წარ­სუ­ლი, მთე­ლი თა­ვი­სი სიმ­წა­რით, თვალ­წინ ნათ­ლად წარ­მომიდგა. მო­ძა­ლებულ გრძნო­ბებს უნ­და გავ­მკ­ლა­ვებოდი, ვიდ­რე მძი­მე აწ­მ­ყო თა­ვის საშ­ინელ ბრჭყა­ლებს შე­მა­ხებ­და.
მო­მაგ­ონდა ჯონ რი­დის გა­ხე­ლებული ძალ­მომრეო­ბა, დე­დამისის სი­ძულ­ვი­ლი, მი­სი დე­ბის სია­მაყით სავ­სე გულ­გ­რი­ლო­ბა, მო­სამ­სახ­ურე­თა უსა­მართლო მოპყ­რო­ბა და ყო­ველ­ივე ეს ჭის ფსკ­ერ­იდან ამ­ოტივტივებული შა­ვი, ბინ­ძუ­რი ნა­ლექივით აი­მღვ­რა ჩემს ისე­დაც გა­ნა­წა­მებ გო­ნე­ბაში. ნე­ტავ, რა­ტომ მა­წა­მებ­დნენ ასე? რის­თ­ვის ვცახ­ცა­ხებდი ში­შით ყო­ველ­თ­ვის? მუ­დამ დამ­ნა­შა­ვედ მე რად მაც­ხა­დებ­დნენ და ბრა­ლიც მუ­დამ მე რად მე­დებ­ოდა? ნუ­თუ მარ­თლა არ შე­მეძლო მეს­იამ­ოვნებ­ინა მათ­თ­ვის? ყვე­ლა ჩემს ცდას - მო­მეპ­ოვებ­ინა რო­მელ­იმეს სიყ­ვა­რუ­ლი - რა­ტომ უნ­და ჩა­ევლო ამა­ოდ? რა­ტომ ექ­ცეო­დნენ კარ­გად ან რის­თ­ვის უყ­ვარ­დათ თავ­ნე­ბა და ეგო­ის­ტი ელ­იზა? ნუ­თუ შეი­ძლებ­ოდა კად­ნიერი, ღვარ­ძ­ლით სავ­სე და ან­ჩხ­ლი ჯორ­ჯია­ნას გა­ღ­მერ­თე­ბა? ალ­ბათ, მი­სი სი­ლა­მა­ზე, ვარ­დისფერი ღაწ­ვები და ოქ­როს­ფე­რი, მბზი­ნა­ვი კუ­ლულები ატ­ყვე­ვებ­და ყვე­ლას და და­ნა­შაუ­ლსაც ამ­ითვე გამ­ოისყიდდა ხოლ­მე. ჯონს ხომ არა­ვინ სჯი­და და ყვე­ლა­ფერს უს­რუ­ლებ­დნენ, თუმ­ცა მტრე­დებს ხში­რად ახ­რჩობდა, ახალ­გამ­ოჩე­კილ წი­წი­ლებს ხო­ცავ­და, ცხვრებს ძა­ღ­ლებს უსევ­და, სათ­ბურ­ში მკ­ვა­ხე ყურ­ძენს იპა­რავ­და, ორა­ნჟ­ე­რე­აში კი სა­უკ­ე­თესო ნარ­გავ­თა კვ­ირტებს ანად­გურებ­და. დე­დას ბებ­რუცა­ნას ეძახ­და და ხში­რად დას­ცინოდა. არ მოს­წონ­და მი­სი სა­ხის მოყ­ვი­თა­ლო ფე­რი, თუმ­ცა თა­ვად სწო­რედ ამით მია­გავ­და დე­დას. ის მი­სის რიდს არას­ოდეს ემ­ორჩილებ­ოდა, ხში­რად დაუ­ხევ­ია და გაუ­ფუჭებ­ია მი­სი აბ­რეშუმის კა­ბები და მა­ინც მი­სი "საყ­ვა­რელი შვი­ლი­კო" გახ­ლდათ. მე კი სულ მცი­რე და­ნა­შაუ­ლსაც არა­ვინ მა­პატ­იებ­და. ძალ­-ღო­ნეს არ ვზო­გავ­დი, ყვე­ლა­ფერი კარ­გად გა­მე­კ­ე­თებ­ინა, მაგ­რამ მა­ინც აბე­ზარს, უხას­იათოს, გაუ­გონარ­სა და მატ­ყუა­რას მე­ძახ­დნენ დი­ლი­დან სა­ღ­ამ­ომდე.
წაქ­ცევის მე­რე თა­ვი ჯერ ისევ მტკი­ოდა; ჭრი­ლო­ბი­დან სის­ხ­ლი კვ­ლავ მოწ­ვე­თავ­და; მაგ­რამ ამ უმ­ს­გავ­სო საქ­ციელისთვის ჯო­ნი არა­ვის გა­უკი­ცხავს. მე კი იმის გა­მო, რომ გავ­ბე­დე და ხე­ლი შევ­უბრუნე, შე­ვე­ცა­დე, მი­სი მხე­ცუ­რი დარ­ტყმა თავ­იდან ამეც­ილებ­ინა, სა­ერთო გუ­ლის­წყ­რო­მა დავ­იმსახ­ურე.
- უსა­მართლონი! უსა­მართლონი! - და­ჟი­ნებით ვი­მეო­რებდი ჩემ­თ­ვის. ტან­ჯვამ, რო­მე­ლიც თავს გა­დამ­ხდა, თით­ქოს წლე­ბი შემ­მა­ტა, და­მა­ჭკვ­ია­ნა და ახ­ლა დი­დი ადამ­იანივით ვაზ­როვნებდი. გამ­ბე­დაო­ბა მიკ­არ­ნა­ხებ­და და მა­ქე­ზებ­და, აუ­ტა­ნელი ჩაგ­ვრისგან თა­ვის და­სახ­სნე­ლად რაი­მე გზა მო­მე­ძებ­ნა. სახ­ლიდან გაქ­ცე­ვა გა­დავ­წყვიტე, მაგ­რამ, თუ ამას მო­ვა­ხერ­ხებდი, შიმ­ში­ლით უნ­და მო­მე­კ­ლა თა­ვი.
ოჰ, რო­გორ გა­მამ­წა­რეს იმ საშ­ინელ დღ­ეს! გო­ნე­ბა ამერ­ია, გუ­ლი ამ­ოვარ­დნა­ზე მქონ­და! ოჰ, რა წყვდი­ა­დით იყო მო­ცუ­ლი და რა გაუ­რკ­ვე­ველი იყო ჩემ­თ­ვის ის სუ­ლი­ე­რი ბრძო­ლა, რაც მა­შინ გა­დავ­იტა­ნე. პა­სუ­ხი ვერ მეპ­ოვა კი­თხვა­ზე - რა­ტომ ვი­ტან­ჯებოდი ასე; ვერ გეტყ­ვით, რამ­დენი წე­ლი მაშ­ორებს იმ გარ­დასულ დროს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერი დღ­ე­­სავით ნა­თელ­ია.
რო­გორც ჩანს, გეი­ტსჰედ-ჰოლში ზედ­მეტი ვი­ყა­ვი; ყვე­ლას თვალ­ში ეკ­ლად ვე­სო­ბო­დი. მი­სის რიდ­სა და მის შვი­ლებ­თან სა­ერთო ენა ვერ გამ­ოვნა­ხე; არც მათ მსახ­ურებ­თან მწყალ­ობდა ბე­დი. მაგ­რამ, თუ მათ არ ვუყ­ვარ­დი, არც მე მიყ­ვარ­და ისი­ნი. ან კი რის­თ­ვის უნ­და ეზ­რუნათ ისეთ არ­სე­ბა­ზე, რო­მელ­საც არც ერ­თი მათ­განი არ უყ­ვარ­და? ან რა­ტომ მო­ექ­ცეო­დნენ თბი­ლად უქ­ნა­რას, მათ­გან ხას­იათით, მის­წ­რა­ფე­ბებ­ითა და უნა­რით სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვებულს; ბო­როტ ბავშვს, რო­მე­ლიც არას­ოდეს ას­იამ­ოვნებ­და მათ, არც ერ­თი მათ­განის აზრს არ იზია­რებ­და; მათ საქ­ციელს სი­ძულ­ვი­ლით უპას­უხებ­და და თა­ვის სულ­შიც ამ სი­ძულ­ვილს აღვ­ივებ­და. დარ­წმუნებული ვარ, მე რომ მხი­ა­რუ­ლი, სი­ცოცხ­ლით სავ­სე, უდარ­დელი, თავ­ნე­ბა, ლა­მაზი და ან­ცი ბავ­შ­ვი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თუნ­დაც სხვის მოწყა­ლე­ბა­ზე მყო­ფი და უთ­ვის­ტო­მო, მი­სის რი­დი უფ­რო გულკ­ეთ­ილად მო­მექ­ცეო­და, მი­სი შვი­ლე­ბი მეტ სით­ბოს გამ­ოიჩენ­დნენ, დამ­იმეგ­ობრდებ­ოდნენ და აღ­არც მო­სამ­სახ­ურე­ები ამ­იგდებ­დნენ აბ­უჩად.
დღის სი­ნათ­ლე თან­და­თანობით ტო­ვებ­და წი­თელ ოთახს. და­ახ­ლოებით ხუ­თი სა­ათი იქ­ნებ­ოდა. ღრ­უბლიანი დღე იყო. ბინ­დი ჩამ­ოწვა და მთლად ჩამ­ობნელ­და. მეს­მოდა, რო­გორ გან­უწყვეტლივ შხაპ­უნობდა წვი­მა შემ­ოსას­ვლელი კი­ბის ფან­ჯ­რის მი­ნებ­ზე. ქა­რი კი სახ­ლის უკ­ან, ხეი­ვანში, დაუ­სრულებ­ლად ზუ­ზუ­ნებ­და. სი­ცი­ვე ძვალ-რბილ­ში გამ­იჯდა და გამ­ბე­დაო­ბა­მაც მიმ­ტყუ­ნა. მარ­ტო­ო­ბის, სას­ოწა­რკ­ვეთ­ილების, დამ­ცირებ­ისა და სა­კუ­თარი უძ­ლუ­რე­ბის ჩვეუ­ლმა გრძნო­ბებ­მა იმ­ძ­ლავ­რა და ჩემ­ში ისე­დაც ჩა­ფერფლილ აღშ­ფოთე­ბას ცი­ვი წყა­ლი­ვით გა­და­ევლო. ამ ოჯახ­ში ყვე­ლა ბო­რო­ტად მთვლი­და. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ასეც იყო. გა­ნა შიმ­ში­ლით თა­ვის მოკვ­ლა­ზე ფიქ­რი და­ნა­შაული არ არის? ნუ­თუ მარ­თლა მზად ვი­ყა­ვი სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის? ნუ­თუ გეი­ტსჰედის საყ­დ­რის სა­კუ­რთხევლის თა­ღ­ებ­ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი აკლ­და­მა ასე მიმ­ზიდ­ველ სა­მა­რა­დჟ­ამო სა­ვა­ნედ მი­ვიჩ­ნიე? რო­გორც მითხ­რეს, იქ, აკლ­და­მაში მის­ტერ რი­დი გან­ისვე­ნებ­და. მო­მაგ­ონდა თუ არა მის­ტერ რი­დი, შევ­ძ­რ­წუნ­დი. კარ­გად არ მახ­სოვდა ის, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ მის­ტერ რი­დი ჩე­მი მკვიდ­რი ბი­ძა იყო - დე­და­ჩემის ძმა. მას წამ­ოვუყვან­ივარ ობო­ლი ჩვი­ლი თა­ვის სახ­ლ­ში. სი­ცოცხ­ლის უკ­ა­ნა­სკ­ნელ წა­მებში მი­სის რი­დის­თ­ვის პი­რო­ბაც კი ჩამ­ოურთმევ­ია, რომ ჩემ­თ­ვის ეპატ­რონა და სა­კუ­თარი შვი­ლი­ვით აღ­ვე­ზარ­დე. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ქალ­ბატონი რი­დი ფიქ­რობ­და, პი­რო­ბა შე­ვას­რულეო. ვიტყო­დი, რომ მან მარ­თლაც შე­ას­რულა პი­რო­ბა, რამ­დე­ნა­დაც სა­კუ­თარი ბუ­ნე­ბა ამის ნე­ბას აძ­ლევ­და. ან კი რის­თ­ვის უნ­და ყვა­რებ­ოდა ძა­ლად თავ­სმოხვეული გო­გო­ნა, მის­თ­ვის და მი­სი ოჯა­ხის­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო არ­სე­ბა, რო­მელ­თა­ნაც მე­უღლის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ აღ­ა­რა­ფერი აკ­ავ­შირებ­და? ვატყობ­დი, ამ აღ­თ­ქ­მის შეს­რულე­ბა ძალ­იან უმ­ძიმ­და. არ შე­ეძლო ყვა­რებ­ოდა და დე­დის მაგ­ივრობა გა­ეწ­ია ვიღ­აც უხას­იათო ბავ­შ­ვის­თ­ვის, რო­მე­ლიც მის ოჯა­ხურ მყუდ­როე­ბაში შეჭ­რი­ლი­ყო.
დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, მის­ტერ რი­დი რომ ცოცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, კეთ­ილად მო­მექ­ცეო­და. მაგ­რამ ახ­ლა ეს ჩამ­ობნე­ლებული კედ­ლები, ქათ­ქა­თა სა­წო­ლი და მქრქა­ლად მბრწყი­ნა­ვი სა­რკ­ე, რო­მელ­შიც დრო­გამ­ოშვებით მო­ჯად­ოებულივით ვიმ­ზი­რე­ბო­დი, მახ­სე­ნებ­და ყო­ველ­ივეს, რაც გარ­დაც­ვლილთა სუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მსმენ­ოდა. ისიც გა­მეგ­ონა, რომ, თუ მიც­ვა­ლებ­ულებს უკ­ა­ნა­სკ­ნელ სურ­ვი­ლებს არ შეუ­სრულებ­დნენ, ისი­ნი საფ­ლა­ვებში საშ­ინლად იტან­ჯებ­ოდნენ. მა­თი სუ­ლე­ბი კვ­ლავ მო­ევ­ლინებ­ოდნენ ხოლ­მე დე­დამ­იწას, რა­თა და­ე­სა­ჯათ ფი­ცის გამ­ტეხნი და შუ­რი ეძ­იათ და­ჩაგ­რულთათვის. უცებ თავ­ში უც­ნაუ­რმა აზ­რმა გამ­იელ­ვა; იქ­ნებ მის­ტერ რი­დის სულ­მა, შეშ­ფოთებ­ულმა იმით, რომ მის დის­შ­ვილს ასე ცუ­დად ექ­ცევ­იან, მი­ა­ტო­ვოს ეკ­ლესიის თა­ღ­ებ­ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი საფ­ლავი ან მიც­ვა­ლებ­ულთა უხი­ლა­ვი სამ­ყარო და მო­მევ­ლი­ნოს, აი, აქ, ამ ოთახ­ში. ცრემ­ლები მო­ვიწ­მინ­დე და სლუ­კუ­ნი შევ­წყვიტე, მეშ­ინოდა, ჩემს ასეთ მწუ­ხა­რე­ბას არ გამ­ოეწ­ვია რაი­მე ზებ­უნებრივი ხმა, რო­მე­ლიც ჩემს დამ­შვიდე­ბას შე­ეც­დებ­ოდა; ან სიბ­ნელ­იდან შა­რა­ვან­დედით გაბ­რწყინებული მი­სი სა­ხე არ მომ­ვ­ლენ­ოდა და სიბ­რა­ლუ­ლით ჩე­მკ­ენ არ გად­მოხ­რი­ლი­ყო. აჩ­რ­დი­ლის გამ­ოჩე­ნა, რო­მელ­საც ვი­თომ­და უნ­და და­ვემ­შვიდებ­ინე, ვგრძნობ­დი, უსა­ზღვრო ში­შით ამავ­სებ­და და მე­ტი გან­საც­დელის მომ­ტა­ნი იქ­ნებ­ოდა. ამი­ტომ მთე­ლი ძა­ლით შე­ვე­ცა­დე, ეს აზ­რი თავ­იდან მო­მეშ­ორებ­ინა და ში­ში და­მეძ­ლია. თვა­ლებ­ზე ჩა­მოშ­ლი­ლი თმა უკ­ან გა­დავ­იყა­რე, თა­ვი ავ­წიე, რომ უფ­რო გა­ბედ­ულად და­მეთ­ვალ­იე­რებ­ინა წყვდი­ა­დით მო­ცუ­ლი ოთა­ხი. აი, სწო­რედ ამ დროს კე­დელ­ზე რა­ღ­აც სი­ნათ­ლის შუ­ქი გამ­ოჩნდა. - იქ­ნებ ეს ფარ­დის ჭუჭ­რუ­ტან­იდან შე­მოჭ­რი­ლი მთვა­რის სხი­ვია? - ვე­კი­თხებოდი სა­კუ­თარ თავს. - არა, მთვა­რის სხი­ვი ხომ უძ­რა­ვი იქ­ნებ­ოდა, ის კი ირ­ხე­ვა. სხივ­მა ჯერ ჭერ­ზე გა­დაი­ნაც­ვლა და შემ­დეგ თავ­სზემოთ აც­იმციმდა. ახ­ლა ვი­ცი, რომ ეს სხი­ვი სახ­ლის წინ, მდელ­ოზე მო­მა­ვალი ადამ­იანის ფარ­ნიდან შემ­ოიჭრა. მაგ­რამ მა­შინ, რო­დე­საც ჩე­მი გო­ნე­ბა მომ­ზა­დებული იყო რა­ღ­აც საშ­ინე­ლებისთვის და ნერ­ვებიც, გა­და­ტანილი ტან­ჯვა-­წა­მების გა­მო, აწე­წი­ლი მქონ­და, სწრა­ფად მო­ფარ­ფა­ტე ნა­თელი სხი­ვი საი­ქიოდან მო­მა­ვალი აჩ­რ­დი­ლის მაც­ნედ მი­ვიჩ­ნიე. გულს ბა­გაბუგი გაჰ­ქონდა; სის­ხ­ლი სა­ხეში მო­მაწ­ვა; ფრთე­ბის შრი­ა­ლიც კი შემ­ომეს­მა; ვიგ­რ­ძე­ნი, თით­ქოს ვიღ­აც მო­მი­ახ­ლოვდა. ში­შის­გან სუნ­თ­ქ­ვა შე­მე­კ­რა; საშ­ინელ წა­მე­ბას გან­ვიც­დი­დი; გამ­ძლეო­ბამ ერ­თბა­შად მიმ­ტყუ­ნა; კარს მივ­ვარ­დი და სას­ოწა­რკ­ვეთ­ილმა მთე­ლი ძა­ლით დავ­უწყე ნჯღ­რე­ვა. დე­რე­ფანში აჩ­ქა­რებული ნაბ­იჯების ხმა გაი­სმა და გა­სა­ღ­ები გა­და­ატ­რია­ლეს. ბე­სი და ებო­ტი შემ­ოვიდნენ.
- მის ეარ, ავად ხომ არა ხართ? - მკი­თხა ბე­სიმ.
- რა სა­ზა­რელი ხმა იყო, ში­შით კი­ნა­ღ­ამ გუ­ლი გამ­ისკ­და, - წამ­ოიძა­ხა ებო­ტიმ.
- გამ­იყვა­ნეთ აქე­დან! გა­მიშ­ვით სა­ბავშვო ოთახ­ში! - გავ­იძახოდი მე.
- რის­თ­ვის? იტ­კი­ნე რა­მე? ხომ არა­ფერი მო­გეჩ­ვე­ნა? - კვ­ლავ შე­მე­კი­თხა ბე­სი.
- რა­ღ­აც სან­თ­ლის შუ­ქი შევ­ნიშნე და ვი­ფიქ­რე, მას მა­ლე აჩ­რ­დი­ლიც მოჰ­ყ­ვე­ბა-­მეთქი.
ბე­სის ხელს მთე­ლი ძა­ლით ჩა­ვე­ბღ­აუ­ჭე. ბე­სის არ უც­დია ხე­ლი გა­ეშ­ვებ­ინებ­ინა.
- მან გან­გებ დაი­ყვირა, - გა­ნაც­ხა­და ებო­ტიმ ზიზღით, - და რა წი­ვილ-კი­ვი­ლი ატე­ხა?! რა­მე რომ სტკ­ენ­ოდა, კი­დევ ჰო, მაგ­რამ ამით მხო­ლოდ ჩვე­ნი შემ­ოტყუე­ბა ნე­ბავ­და. კარ­გად ვი­ცი მა­გის ოინ­ბაზ­ობა.
- რა მოხ­და? - გაი­სმა მი­სის რი­დის მბრძა­ნებლური ხმა და თვი­თო­ნაც ფარ­თოდ გახ­ს­ნი­ლი სა­ღ­ამური ქუ­დის ლენტების ფრი­ალ­ითა და სა­მო­სის შა­რი­შუ­რით გამ­ოჩნდა დე­რე­ფანში.
- ებო­ტი, ბე­სი, მგო­ნია, ვბრძა­ნე, რომ ჯე­ინ ეარი მარ­ტო უნ­და და­გეტ­ოვებ­ინათ წი­თელ ოთახ­ში, სა­ნამ თვი­თონ არ მო­ვი­დო­დი მის გამ­ოსაყ­ვა­ნად.
- მის ჯე­ი­ნი ისე ხმა­მა­ღ­ლა ყვი­რო­და, ქალ­ბატონო... - თა­ვი იმარ­თლა ბე­სიმ.
- გა­უშ­ვით, შიგ­ნით შევ­იდეს, - მო­მეს­მა პას­უხად. - ბავ­შ­ვო, ხე­ლი გა­უშ­ვი ბე­სის, უნ­და იცო­დე, რომ ასე­თი საქ­ციელით ვე­რა­ფერს გახ­დები. თვალ­თმაქცი ბავ­შვები ძალ­იან მე­ჯავ­რე­ბა. ჩე­მი ვალ­ია, გიჩ­ვე­ნო, რომ ასე­თი ოინე­ბით შორს ვერ წახ­ვალ. ახ­ლა და­მა­ტებით ერ­თი სა­ათი კი­დევ დარ­ჩები აქ და მხო­ლოდ იმ პი­რო­ბით გა­გა­თავ­ისუფლებ, თუ წყნა­რად იქ­ნე­ბი და სრულ მორ­ჩი­ლე­ბას გამ­ოიჩენ.
- მი­სის რიდ, შემ­იბრა­ლეთ და მა­პატ­იეთ, თუ შეი­ძლე­ბა. მე ამას ვერ გა­დავ­იტან. სხვა­ნაი­რად დამ­სა­ჯეთ, რო­გორც გნე­ბავთ, ნამ­დვილად მოვკვ­დები, თუ თქვენ კი­დევ...
- გა­ჩუმ­დი, ასე­თი თავ­შე­უკ­ა­ვებ­ლობა კი­დევ უფ­რო აუ­ტა­ნელ­ია. - და მას მარ­თლაც აუ­ტა­ნელ არ­სე­ბად მი­ვაჩ­ნ­დი. ის მე გა­მოც­დილ მსახ­იობად მთვლი­და, ალ­ბათ, ისე­თად, რო­მე­ლიც სავ­სეა ღვარ­ძ­ლით, სულ­მ­დაბ­ლობითა და ორ­პი­რო­ბით.
ბე­სიმ და ებო­ტიმ უკ­ან დაი­ხიეს. მი­სის რიდ­მა, რო­მელ­საც მო­ბეზ­რდა ჩე­მი დაუ­სრულე­ბელი, გუ­ლის გამ­გმირავი ქვი­თი­ნი, ხე­ლი მკ­რა, სიტყ­ვის შეუ­ბრუნებ­ლად უკ­ან, წი­თელ ოთახ­ში შე­მაგდო და კვ­ლავ ჩა­მკ­ე­ტეს. დე­რე­ფანში სწრა­ფი ნაბ­იჯების ხმა გაი­სმა. მი­სი წას­ვ­ლის შემ­დეგ, რო­გორც ჩანს, გუ­ლი წამ­ივიდა და გრძნო­ბა და­ვკ­არ­გე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31