მამაკაცებს თვალებით უყვართ – ეს უკვე ფაქტია.
საიდუმლო არავისთვის არის, რომ მიმზიდველობა თავის მოვლიდან, გარეგნობიდან და გარდერობიდან იწყება. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ ჩვენს სხეულზე იმ ნიუანსს, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ჩვენს მიმზიდველობას.
თუმცა, ხშირად ქალების წარმოდგენას მოდასა და სტილზე არ ემთხვევა ძლიერი სქესის აღქმა ქალის სექსუალურობაზე.
მაშ ასე, ტოპ-10 სამოსი, რომელიც მამაკაცის თვალში სექსუალურს გაგვხდის.
მე-10 ადგილი: ბლუზები არც ისე ღრმა დეკოლტეთი
ბევრს კვლავ სჯერა სტერეოტიპის: რაც უფრო გაშიშვლდები, მით მეტად მიიპყრობ მამაკაცის ყურადღებას. სამწუხაროდ, ამით პირიქით, ვერავის გააოცებ. ხშირად ღრმა დეკოლტე ქალისგან ვულგარულობად აღიქმება და მამაკაცი, სავარაუდოდ, სწრაფადვე დაკარგავს მის მიმართ ინტერესს.
აი, ზომიერად მოკრძალებული ქალი კი, რომელიც დახვეწილად უსვამს ხაზს საკუთარ ღირსებებს, მამაკაცს მეტად დააინტერესებს.
{{ArticleSplitCont}}
მე-9 ადგილი: ვიწრო, მუხლამდე ქვედაბოლო
საერთოდ, ვიწრო ქვედაბოლო საქმიან სტილთან ასოცირდება, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ასეთი ქვედაბოლოების ნაირსახეობა იმდენად დიდია, რომ თამამად შეიძლება გავხადოთ ყოველდღიური გარდერობის ნაწილი. ღია ფერის ქსოვილები, ქამრები, აქსესუარები, სწორად შეხამებული ფეხსაცმელი და... თქვენ მარტივად მიიღებთ ახალ, მომხიბვლელ იერს. ამასთან, ვიწრო ქვედაბოლო იდეალურად უსვამს ხაზს სხეულს.
{{ArticleSplitCont}}
მე-8 ადგილი: ტოპი
ტოპებს ამ რეიტინგში მე-8 ადგილი უკავია. რატომღაც ეს სამოსი მოხდილი ზედა მხრით ასოცირდება, მაგრამ არსებობს სხვადასხვანაირი მოდელი. ტოპის მეშვეობით შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ: მკერდსაც, ზურგსაც, ვიწრო წელსაც, იდეალურ მუცელსაც და ლამაზ მხრებსაც. ერთი რამ ნათელია: მამაკაცებს გულგრილს ვერ დატოვებთ.
{{ArticleSplitCont}}
მე-7 ადგილი: მინი-ქვედაბოლო
მინი-ქვედაბოლო მოდიდან არ გადადის. რომელი მამაკაცი დარჩება გულგრილი მოკლე ქვედაბოლოში გამოწყობილი ლამაზმანით? ერთადერთი, თუ ქვედაბოლო ზედმეტად მოკლე არ იქნება და ქალი მასში სულელურად არ გამოიყურება. ასე ხშირად ხდება, როცა ვირჩევთ სამოსს მანეკენის მიხედვით და საკუთარი სხეულის ფორმებს არ ვითვალისწინებთ.
სექსუალური მინი – ეს არა მხოლოდ 15 სმ-ის ტანზე მოტმასნილი ქვედაბოლოა. ფასონები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. იფანტაზიორეთ ფერებით, ქსოვილით, ფორმით. შეარჩიეთ ისეთი ქვედაბოლო, რომ მასში კომფორტულად იგრძნოთ თავი. მთავარია, არ გაუშვათ ხელიდან შანსი, მოიწონოთ თავი ლამაზი ფეხებით.
{{ArticleSplitCont}}
მე-6 ადგილი: მაღალყელიანი წინდა (ე.წ. ჩულქი)
უკვე დიდი ხანია აღარ არის სირცხვილი ყოველდღიურად მაღალი წინდის ტარება. უმიზეზოდ მისი ტარებით თქვენ აუცილებლად გააოცებთ თქვენს მამაკაცს. ასეა მოწყობილი მამაკაცის გონება: ქალი "ჩულქებში" – "ბომბაა"!
მაგრამ ნუ ჩაიცვამთ ბადე "ჩულქს". ქალი საიდუმლო უნდა იყოს და არა გადაშლილი წიგნი.
{{ArticleSplitCont}}
მე-5 ადგილი: ასიმეტრიული სამოსი
ასიმეტრიული სამოსი მოხიბვლის ყველაზე პოპულარული მეთოდია. ჯერ ერთი, მოუწესრიგებლობა – ეს სექსუალურია; მეორეც, ის ხშირად ნახევრად შიშველ ქალთან ასოცირდება. ცალ მხარზე ჩამოგდებული მაისური, ერთსახელოიანი კაბა - მამაკაცში ზღვა ემოციას იწვევს. აუცილებლად შეიტანეთ ასეთი სამოსი თქვენს გარდერობში. გვერწმუნეთ, ის თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ!
{{ArticleSplitCont}}
მე-4 ადგილი: ტანზე მოტმასნილი ჯინსი
ჯინსი – ქალის გარდერობის ყველაზე საყვარელი ნაწილია. ის პრაქტიკულიც არის, მოსახერხებელიც და მამაკაცების გამოკითხვის შედეგად, სექსუალურიც.
მაისური და ტანზე მოტმასნილი ჯინსი შესანიშნავად კვეთს თქვენი სხეულის მომხიბვლელობას. ამასთან, ჯინსის ტარება შეუძლია ყველა ქალს, თუნდაც არ ჰქონდეს მოდელის აღნაგობა, მაინც.
მე-3 ადგილი: კორსეტი
ისე არაფერი იპყრობს მამაკაცის ყურადღებას, როგორც ქალზე კორსეტი.
ჯინსთან, ქვედაბოლოსა თუ შორტთან მისი კომბინაცია და თქვენ აუცილებლად შემატებთ საკუთარ თავს პიკანტურობასა და სექსუალურობას.
მე-2 ადგილი: მინი-შორტი
როგორ ფიქრობთ, რატომ შევიდა მინი-შორტი მიმზიდველი სამოსის სამეულში? მიზეზი მარტივი და თვალსაჩინოა: მასში გამოწყობილი ქალი მამაკაცს აძლევს შანსს, იოცნებოს ლამაზ ფეხებზე.
მათ, ვისაც უფრო სრული ფეხები აქვს, სტილისტები თავისუფალი ფორმისა და ცოტა გრძელ შორტს ურჩევენ.
პირველი ადგილი: კაბა
გაგიკვირდებათ და, კაბა პირველ ადგილზეა. თუმცა სავსებით გამართლებულად. კაბა იმდენნაირი არსებობს, რომ თქვენი მამაკაცის გაოცებას ყოველთვის შეძლებთ. შეარჩიეთ ეს სამოსი სწორად და ნებისმიერ მამაკაცს ჭკუიდან შეშლით.
გამოკითხვის თანახმად, მამაკაცები ყველაფერს მისცემენ, რათა საყვარელი ქალი გრძელ, შავ, ტანზე მოტმასნილ კაბაში იხილონ. დამატებით ბონუსს კი უკან ამოჭრილი ზურგი მისცემს.