კანის კინოფესტივალი დასრულდა. გუშინ, 22 მაისს კრუაზეტის სანაპიროზე, ცნობილ სასტუმრო Cap-Eden-Roc-ში გაიმართა გრანდიოზული მეჯლისი და amFAR Cinema Against AIDS gala-საღამო.
იხილეთ ფოტოგალერეა
ამ საღამოს კანში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო: საქველმოქმედო მეჯლისს ესწრებოდნენ შერონ სტოუნი, აიშვარია რაი, ირინა შეიკი, ჰაიდი კლუმი და ყველასთვის მოულოდნელი სტუმარი – "ევროვიზია-2014"-ის გამარჯვებული, "წვერიანი ლედი" კონჩიტა ვურსტი.
67-ე კანის კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ხმაურიან ღონისძიებად სწორედ ეს საქველმოქმედო მეჯლისი იქცა. ელიტურ რაუტზე წარმოუდგენელი რაოდენობის ვარსკვლავი მივიდა.
56 წლის შერონ სტოუნმა კვლავ დაამტკიცა, რომ წლები მას ვერაფერს აკლებს. მსახიობს Atelier Versace-ს წითელი კაბა ემოსა. ამ მარკის კაბით წარსდგნენ ღონისძიებაზე, ასევე, სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი და ირინა შეიკი.
თუმცა, ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები მბრწყინავ სამოსში მაინც "ევროვიზიის" გამარჯვებულმა, კონჩიტა ვურსტმა დაჩრდილა.
მეჯლისის სტუმრები სიამოვნებით ესაუბრებოდნენ წვერიან ლედის მანამ, სანამ სხვა ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე იწონებდნენ თავს: მინიატურული კაილი მინოუგი Juan Carlos Obando-ს ღია ვარდისფერ კაბაში ბრწყინავდა, მილა იოვოვიჩმა Chanel-ის ექსტრავაგანტური, ბუმბულებიანი კაბა შეარჩია, ხოლო როზი ჰანტინგტონ-უაიტლიმ Emilio Pucci-ს კაბით გაუსვა ხაზი გარუჯულ სხეულს.
იხილეთ ფოტოგალერეა