სტილი
ფერადი დუტის ქურთუკები ზამთრის სეზონისთვის - რასთან ვატაროთ
ფერადი დუტის ქურთუკები ზამთრის სეზონისთვის - რასთან ვატაროთ
ზამთრის სეზონზე ნუ შეიზღუდავთ თავს ფერების არჩევანში. თამამად აირჩიეთ ხასხასა ფერის დუტის ქურთუკი.
marao გირჩევთ, რასთან ჩაიცვათ ის.

ლურჯი ფერის მოდელი ძალიან მოუხდება ღია ფერის ჯინსებს და თეთრ "ბათინკებს".


ნარინჯისფერი ქურთუკი კი იდეალური იქნება წვეულებაზე წასასვლელად. შეუხამეთ მას შავი ჰუდი, "მახინჯი ბოტასები" და დახეული "სკინი".

ორმხრივი დუტი ხასიათის შესაბამისად ჩაიცვით.
სალათისფერი უხდება მოკლე შარვალს და ბაიკერულ "ბათინკებს", ცისფერი - ჯინსებსა და მკვეთრი ფერის ჯემპრს.

წითელი დუტი ყოველდღიურობაში იდეალურია. მას უხდება თეთრი შარვალი და შუზები.

ასეთი სტილის ქურთუკი კაბასთანაც შეგიძლიათ ჩაიცვათ.

ყვითელ მოდელს მოუხდება ნუდის ფერის ტრიკოტაჟის კოსტიუმი, ან ნახევრად სპორტული შარვალი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31