მელანია ტრამპისთვის ძვირად ღირებული სამოსი უჩვეულო, ცხადია, არ არის, თუმცა პალტომ, რომელიც პირველ ლედის მადლიერების დღის ღონისძიებაზე ეცვა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. Evening Standard-ი წერს, რომ მელანიას ჩაცმულობამ თეთრ სახლში გამართულ ტრადიციულ ღონისძიებაზე ყველას ყურადღება მიიქცია. პირველი ლედი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
მოსაცმელი გეომეტრიული პრინტით მოდის სახლ „დიორის“ შექმნილია. მათ სამოსს მელანია თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ ძალიან ხშირად იცვამს.
პალტო, რომელიც დიზაინერმა მარია გრაცია კიურიმ „დიორის“ 2018 წლის შემოდგომის კოლექციისთვის შექმნა, 9 ათასი დოლარი ღირს. გაგრძელება + ფოტო