სტილი
"ქართველი მერლინ მენსონი და კიდევ 4 ყველაზე უჩვეულო და გამორჩეული იმიჯის მქონე ქართველი მამაკაცი
"ქართველი მერლინ მენსონი და კიდევ 4 ყველაზე უჩვეულო და გამორჩეული იმიჯის მქონე ქართველი მამაკაცი
იმიჯი ბევრს მეტყველებს პიროვნებაზე. იყო მოდური, ნიშნავს, აქტიურად მისდევდე მაღალი კლასის მოდის სახლებისა და დიზაინერების შექმნილ სტანდარტებს, ხოლო გამორჩეული იმიჯი ხაზს უსვამს პიროვნების ინდივიდუალიზმს.

გიორგი ავალიანი



გიორგი ავალიანი,  Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი, გამოირჩევა ჩაცმის თავისებური, განსხვავებული სტილით. წელს კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე ის ჟიურის ამპლუაში მოგვევლინა ვარდისფერსა და ცისფერებში გადაწყვეტილი ჩოხით. სხვადასხვა
ქვეყნის სარეკლამო სფეროში მოღვაწე ადამიანების ნამუშევრებს შეაფასებს ქვეკატეგორიაში.

ზურა ბალანჩივაძე



ზურა ბალანჩივაძე პროფესიით ჟურნალისტია. მის ლუქებს თუ გადახედავთ, წინა საუკუნის არისტოკრატთა საზოგადოება მოგაგონდებათ. ის იცვამს კლასიკურად, დახვეწილად და ძველმოდურად. მისი სმოკინგებისა და ქუდების კომბინაციას კიდევ უფრო საინტერესო ელფერს სძენს სათვალე, რომელსაც ის მუდმივად თან ატარებს.

მარკუს მეტრეველი



მარკუს მეტრეველი წლების განმავლობაში საბერძნეთში მოღვაწეობდა. მისი საქართველოში გამოჩენისთანავე, დიდი ყურადღების ობიექტი გახდა მარკუსის ჩაცმულობა. მარკუს მეტრეველი თავისი ჩაცმულობით ხშირად ხაზს უსვამს თავის ათლეტურ ფორმებს. მას მოსწონს ქუდები, მზის სათვალეები. მის გარდერობში ჭარბობს თეთრი ფერის სამოსი, განსაკუთრებით - პერანგები.

გოჩა ჩერტკოევი



გოჩა ჩერტკოევი ამერიკაში წარმატებულად მოღვაწეობს და პერიოდულად ჩამოდის ხოლმე საქართველოში "ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის". მისი ეპატაჟური, განსხვავებული სტილი ხშირად ხდება კრიტიკის მიზეზი. განსაკუთრებით პოპულარულია გოჩა ჩერტკოევის იისფერი წვერი.

სანდრო მენსონი



გოთური სუბკულტურის წარმომადგენელი და მერლინ მენსონის ფანი სანდრო მენსონი "იქს ფაქტორის" კონკურსანტი იყო. მისი ფსევდონიმიც მეტყველებს ბიჭის თავისებურებაზე. "ქუჩაში დღის საათებში გასვლას ვერიდები, რადგან ძალიან გამოვირჩევი მასიდან. საქართველოში კი განსხვავებული ადამიანები არ უყვართ. აქ თუ ორიგინალურად დადიხარ, დაცინვის ან, უარეს შემთხვევაში, შეურაცხყოფის ობიექტი ხდები, რაც ძალიან სამწუხაროა. როგორც კი ხალხში გავალ, მესმის შეურაცხმყოფელი შეძახილები", - ჰყვება სანდრო ერთ-ერთ ინტერვიუში. სანდროს მერლინ მენსონის ქართველ ორეულს უწოდებენ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
სალომე
ვისაც რა უნდა ისე უნდა ჩაიცვას.. არავის საკითხავი და არავისი საქმეა..
17:28 / 25-11-2018
გამოხმაურება / 0 /
თათა
ვისაც როგორ მოგვწონს და გვინდა ისე უნდა ჩავიცვათ და სხვების კრიტიკას თავი დავანებოთ. ჩემი მეზობლების და მითუმეტეს ვიღაცა უცხო ხალხის საქმე ნამდვილად არაა რას ჩავიცვამ და რას არა...
17:22 / 25-11-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31