ბოლო წლებში დიდი ზომის სამოსის ტარება რომ ტრენდული გახდა, უცხო აღარავისთვისაა.
გოგონების ნაწილმა უარი თქვა ტანზე გამოყვანილ სვიტრებზე, შარვლებზე და 2-3 ზომით დიდი სამოსი ამჯობინა, თუმცა წლევანდელმა პარიზის მოდის კვირეულმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, როცა პოდიუმზე ზედმეტად დიდი ზომის დუტის ქურთუკებში გამოწყობილი მოდელები გამოჩნდნენ. ახალი სტილი სელებრითებმაც მალევე აიტაცეს.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომის სამოსი ყველას მოსწონს, მათი მოხდენა არც თუ ისე მარტივია. Marao.ge-სთან ერთად დაათვალიერეთ და შეარჩიეთ სასურველი სტილი