სტილი
2018 წლის ყველაზე მოდური ქოლგები წვიმიანი ამინდისთვის (ფოტო)
2018 წლის ყველაზე მოდური ქოლგები წვიმიანი ამინდისთვის (ფოტო)
ქალისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ლამაზად გამოიყურებოდეს და მისი ორიგინალური სტილი ირგვლივ მყოფთა ყურადღებას იქცევდეს, ეს კი წელიწადის ყველა დროს ეხება, მათ შორის, შემოდგომასა და ზამთარს, როცა წვიმიან ამინდში ქოლგის ტარებაც გვიწევს.
წელიწადის ამ ორ დროს ქოლგა ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი აუცილებელი აქსესუარი ხდება. ამიტომ მისი შეძენისას, ხარისხთან ერთად, დიზაინსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ.

2018 წელს დიზაინერებმა სხვადასხვაგვარი ქოლგა შემოგვთავაზეს. ისინი განსხვავდებიან ზომით და რა თქმა უნდა, დიზაინითა და ფერთა გამით.


როგორც აღმოჩნდა, 2018 წელს ყველაზე მოდური ნახატებიანი ქოლგებია, თუმცა ეს ნახატები ქოლგის შიდა ნაწილშია მოქცეული.






ნახატები შეიძლება იყოს ცის სხვადასხვა ვარიაცია, ყვავილებიანი პრინტი; ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს გმირები ცნობილი ფილმებიდან. მსგავსი დიზაინის ქოლგა ყველაზე ცუდ ამინდშიც კი კარგ განწყობას შეგიქმნით. რაც შეეხება ფერებს, 2018 წელს დიზაინერებმა უპირატესობა პასტელურ ფერებს მიანიჭეს.


ქოლგის შეძენისას მნიშვნელოვანია მისი სახელურიც. სახელური ხშირ შემთხვევაში პლასტმასით არის დაფარული. ზოგიერთ ქოლგას ტყავის სახელური აქვს, ზოგი კი სხვადასხვა ორნამენტითაა გაფორმებული, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ქოლგის სახელური თქვენთვის მოსახერხებელი ფორმის იყოს.
ქოლგის შეძენისას ის რამდენჯერმე გახსენით და დაკეცეთ, ყურადღებით შეამოწმეთ მისი შიდა ნაწილი. საუკეთესო შემთხვევაში, ქოლგის კარკასი მეტალისგან უნდა იყოს დამზადებული.


ასევე საყურადღებოა, რომ ქალბატონებს, რომელთაც მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ, დიზაინერები ურჩევენ, რომ რამდენიმე ქოლგა შეიძინონ, რათა მათი ვიზუალი საზოგადოებისთვის მოსაწყენი და ერთფეროვანი არ გახდეს.










ეკა გადახაბაძე


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31