თუ არ გაქვთ გრძელი, მიმზიდველი ფეხები და დარდობთ, რომ „პატარა“ ხართ, ეს აზრი დაივიწყეთ, ვინაიდან სწორად შერჩეული სამოსით შესაძლებელია ნანატრი სიმაღლე აღმოაჩინოთ და დამღლელი ქუსლებიც დაივიწყოთ. ნუ გაუწყრებით საკუთარ სიმაღლეს. თუ გსურთ, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ, გაითვალისწინეთ marao-ს რჩევები:
1. მაღალწელიანი ჯინსის შარვალი თქვენი გარდერობის განუყრელ ნაწილად აქციეთ. ნუ შეუშინდებით არასასურველ ფორმებს. ასეთ ჯინსს საკმარისია, უბრალო ზედატანი შეუხამოთ და სისადავით იბრწყინებთ.
2. იმისთვის,რომ გაცილებით მაღალი გამოჩნდეთ, ჩაიცვით ერთი ტონალობის სამოსი. შარვალს თუ განიერს არჩევთ, ისეთი ფეხსაცმელი შეუხამეთ, რომელშიც ქუსლი დაიფარება.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
3. ფეხი რომ უფრო გრძელი გამოჩნდეს, ჩექმა უნდა იყოს დაბალყელიანი ან მაღალი – მუხლებს ზემოთ.
4. გრძელი პიჯაკი თქვენი სიმაღლის მტერია. ის გაცილებით დაბალს გამოგაჩენთ. მოკლე პიჯაკი და ჟილეტი იდეალური გადაწყვეტილებაა. შეგიძლიათ ქვედაკაბა შეუხამოთ, უმჯობესია, სხვადასხვა ტონალობაში.
5. ჩაიცვით ტანზე მომდგარი ტანსაცმელი, რომელსაც იდეალურად ირგებთ.
6. უარი თქვით მამაკაცური სტილის სამოსზე. უპირატესობა მიანიჭეთ ქალაქურ სტილს. ნუ დარდობთ, რომ ტანდაბალი ხართ. მამაკაცების აზრით, „პატარა“ ქალები უფრო მიმზიდველად გამოიყურებიან.
7. აუცილებლად ატარეთ ხალათის სტილის კაბები. წელზე გამოკვეთილი ქამარი იდეალურად წარმოაჩენს თქვენს სხეულს.
8. ჰკითხეთ ახლობლებს, რა ფერის ქსოვილი გიხდებათ. ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია და ამასთანავე, დროთა განმავლობაში საკუთარი სტილის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ და თქვენს გარეგნობას თავდაჯერებულობას შემატებს.
9. პალტო კარგად გამოკვეთილი მხრებით უნდა იყოს და მისი სიგრძე არ უნდა ჩამოდიოდეს მუხლებს ქვევით.
10. კლასიკური და სწორი შარვალი დაგეხმარებათ, ხაზი გაუსვათ თქვენს ვიზუალს.
თამარ ბოკუჩავა