ბევრს ჰგონია, რომ სვიტერის ტარება მხოლოდ შარვალთან შეიძლება და რა მოხდება თუ სვიტერს ქვედა ბოლოსთან მოირგებთ? შევარჩიეთ 6 საინტერესო შეხამება ნებისმიერი ტიპის ფიგურის, ასაკისა და კლიმატისთვის.
ტყავის ქვედა ბოლოსთან
სვიტერი და ტყავის ქვედა ბოლო წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხამებაა. ეს ვარიანტი განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ჭარბი წონა ან წამოზნექილი მუცელი აქვს - ოვერსაიზ სვიტერი ყველაფერს საიმედოდ დაფარავს.
ნაკეცებიან ქვედა ბოლოსთან
წვრილ ნაკეცებიანი ქვედა ბოლოები უკვე არაერთი სეზონია, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის სხეულს უფრო მოხდენილს აჩენს, ფარავს სქელ თეძოებს, ვერტიკალური წყობის ხარჯზე კი ფეხის სიგრძეს უსვამს ხაზს. დასაშვებია ნებისმიერი სიგრძის ქვედა ბოლო, მაგრამ ყველაზე მოსახერხებელია მუხლამდე ან ცოტა უფრო გრძელი.
მაქმანიან ქვედა ბოლოსთან
შესაძლოა ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ, რომ მსგავსი ლუქები მხოლოდ საზაფხულო სეზონისთვისაა ხელსაყრელი, მაგრამ მაქმანიანი ქვედა ბოლოს ჩაცმა დასაშვებია სვიტერთანაც.
ასიმეტრიული ჭრილის ქვედა ბოლოსთან
სწორი აქცენტების გავლება ნებისმიერ გამოსახულებაშია შესაძლებელი, ამ შემთხვევაში წინა პლანზე ასიმეტრიული ჭრილია. ეს ვერსია „ამობრუნებული სამკუთხედის“ ტიპის მქონე ფიგურის მფლობელთათვისაა: ფართო მხრები ნაკლებად შესამჩნევი გახდება, ღია ფერის ქვედა ბოლო კი ხაზს გაუსვამს თქვენს განსაცვიფრებელ ფეხებს.
ნახევრად გამჭვირვალე ქვედა ბოლოსთან
მოცულობითი ქვედა ბოლო იდეალურია რომანტიკული, ნაზი და ჰაეროვანი გამოსახულებისთვის. მისი დახმარებით ნებისმიერი ფიგურა უფრო მოხდენილი გამოჩნდება.
ბრჭყვიალებიან ქვედა ბოლოსთან
ბრჭყვიალებიანი ქვედა ბოლო მოდურ სვიტერთან - შესანიშნავი ვარიანტია წვეულების ან ღონისძიებისთვის, სადაც მკაცრი დრეს-კოდი საჭირო არ არის. ბრჭყვიალები ვიზუალურად მოცულობას ზრდის, ამიტომ თუ სურვილი გაქვთ უფრო მადისაღმძვრელი ფორმები გქონდეთ - ეს მშვენიერი გადაწყვეტილებაა.