ჩვენ მიერ შემოთავაზებული მაგალითების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ამ შემოდგომის მთავარი „არა“ და რა თქმა უნდა, გაარკვიოთ, როგორ აქციოთ ისინი „დიახ“-ად.
„თოჯინის“ წელში გამოყვანილი პალტოები მუხლს ზემოთ შევცვალოთ უფრო თავისუფალი სტილით.
იგივე შეიძლება გავიმეოროთ „კლიოშირებულ“ საყვარელ მოკლე კაბასთან. ჩაანაცვლეთ ის სწორი ქვედაბოლოთი, შეუხამეთ თავისუფალი სტილის სვიტერი და აქტუალური ბოტილიონები.
წარსულის ეს გადმონაშთიც უმჯობესია დაივიწყოთ. ამ შემოდგომაზე ჯინსის ჩექმებთან ტარება შეგიძლიათ, მაგრამ სრულიად განსხვავებული სტილით.
წარსულში უნდა დატოვოთ პერანგის, თხელი სვიტერის, მასიური ყელსაბამისა და „ბალეტკების“ კომპლექტი. დრო, როცა ეს მოდურად ითვლებოდა, დიდი ხანია გავიდა.
ყვავილებიანი პრინტისა და კომფორტული ნაქსოვი სამოსის კომბინაციას უფრო აქტუალური ვერსიით ვანაცვლებთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დეტალები: თხელი ქამარი და სქელი შარფი უკვე კარგა ხანია მოძველდა, როგორც შემოდგომის ელემენტები.
განსაკუთრებით გამოვყოფთ არააქტუალური ფორმის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს მოკლე კაბებთან. მჭიდრო მაქმანები უმჯობესია წარსულში დავტოვოთ, თხელი, მიდის სიგრძის გამოყენება კი ამ ცივ სეზონზე დასაშვებია.
გახსოვდეთ, რომ „ტრაპეცია“ განსაკუთრებით დამღუპველია თხელი ქსოვილის შემთხვევაში. შეარჩიეთ მიდი სიგრძე და ქსოვილი, რომელიც კარგად იჭერს ფორმას.
პერანგისა და ჯინსების შეხამება: დააკვირდით და შენიშნავთ, თუ რამდენად შეიცვალა ამ ხაზის პროპორცია.