უკვე შეიტყობდით, რომ ბერა ივანიშვილის ცოლი ნანუკა გუდავაძე მოდის ბლოგერია.
შესაბამისად, ალბათ, კიდევ უფრო მეტად დაინტერესდით იმით, თუ როგორ სამოსს ანიჭებს უპირატესობას.
გოგონა სადა, თავისუფალი სტილის მოყვარულია. უპირატესობას კომბინეზონებს, ჯინსის შარვალსა და პერანგს ანიჭებს. მოსწონს შიფონის ზედები და შავი ფერის კაბები.
მისთვის არც სპორტული სტილის სამოსი და კეპია უცხო.
თუ მის ზედებს შევათვალიერებთ, მივხვდებით, რომ მის გარდერობში ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, თეთრი და ვერცხლისფერი ფერები დომინირებს.
ნანუკა შავ-თეთრი ფერის სამოსის მოყვარულიცაა. თეთრი მოსაცმელი შავ ზედასა და შარვალს კიდევ უფრო ელეგანტურ იერს სძენს.
საერთო ჯამში, ნანუკა გუდავაძე განსხვავებული, გემოვნებიანი სტილით გამოირჩევა, რაც გასაკვირი არაა, ის ხომ მოდის ბლოგერია და თანაც, ბერა ივანიშვილის რჩეული.