სტილი
როგორ ჩავიცვათ შემოდგომაზე - 6 ყველაზე მოდური იდეა
როგორ ჩავიცვათ შემოდგომაზე - 6 ყველაზე მოდური იდეა
შემოდგომა ის სეზონია, რომლის მობრძანებასაც განსაკუთრებული დახვედრა სჭირდება. ჩვენ შეგირჩიეთ 5 საშემოდგომო ლუქი, რომლის ჩაცმაც ნამდვილად ღირს. ამგვარ სამოსში თავს კომფორტულად და მიმზიდველად იგრძნობთ. სიფერადე და სისადავე კი შემოდგომას საოცრად უხდება.

ტანზე გამოყვანილი ნაცრისფერი ნაქსოვი კაბა და ტყავის ქურთუკი - ეს ლუქი უცვლელადაა მოდაში და თუ ყველაფერთან ერთად კარგი ფორმებიც გაქვთ,
ქუჩაში ნამდვილ ფურორს მოახდენთ. ტყავის ქურთუკის შეხამება სპორტულ ზედასთან და იმავე ტონის ნაჭრის - პრინტიან შარვალთანაც შესანიშნავი იქნება.



თხელი ნაქსოვი ჟაკეტი, ტოპი, ყელზე მჭიდროდ შემოხვეული პატარა შარფი და შავი შარვალი. ამ სტილს ხშირად ირჩევენ მილანში შემოდგომაზე. ძალიან ტრენდულია ჯინსის კომბინეზონიც, რომლის შიგნით როლინგს იცვამენ.




კუბოკრული პიჯაკი მსგავსი ფაქტურის და პრინტის მქონე შარვალთან ერთად - ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს უგემოვნობაა, თუმცა ამაზე დავა სამუდამოდ შეიძლება გაგრძელდეს. გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ ასეთ ლუქს სადა ფეხსაცმელი და ჩანთა შევუხამოთ. მსგავსი პიჯაკის ჩაცმა ჯინსთანაც შეგიძლიათ.



მოყვითალო, ნარინჯისფერი და ვარდისფერი - სწორედ ასეთი ლუქი წარმოგვიდგინა „მოსკინომ“ 2018 წლის ახალ კოლექციაში. ყურადღება მიაქციეთ ტყავის ხელთათმანებს, რადგან ის ამგვარ ჩაცმულობას განსაკუთრებულად ამშვენებს.


მანტო, ჯინსის კაბა, მაღალყელიანი ჩექმები და ფერადი ზედა. ეს ლუქი “atmosphere”-ს /AUTUMN WINTER 2017-2018/ კოლექციიდანაა.
ჯინსის ქურთუკს შეგვიძლია თხელი ჟაკეტიც კი მოვახდინოთ. გრძელ, შავ მანტოს კი - თავისუფალი სტილის შარვალი და ზოლიანი პერანგი.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი