თამამად გადამალეთ საცურაო კოსტიუმი კარადაში. აღმოჩნდა, რომ წლევანდელი ზაფხულის ყველაზე ცხელი ტრენდი წებოვანი ლენტია.
ამ ყველაფრის წარმატებით დემონსტრირება მოახდინა Black Tape Project-მა მაიამიში, საცურაო კოსტიუმების კვირეულზე.
პროექტი „შავი საიზოლაციო ლენტი“ ჯოელ ალვარესის ნამუშევარია, რომელიც მხატვარი გახლავთ. მან მოდელების სხეულის ყველა ინტიმური ზონა საიზოლაციო ლენტით დაფარა.
ამ ყველაფერს დადებითი კუთხით რომ შევხედოთ, საკუთარი საცურაო კოსტიუმის შექმნა იმას ნიშნავს, რომ საცურაო კოსტიუმის საყიდლად მაღაზიაში გასვლა აღარ მოგიწევთ. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მიიმაგროთ ლენტი იქ, სადაც გჭირდებათ.
ანა აგირბა