ვის არ უოცნებია პრინცესობაზე, თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცსა და გრძელ სადედოფლო კაბაზე.
გამონაკლისი არც პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი იქნებოდა, თუმცა ეჭვი მაქვს, ეს ოცნება აუხდენელთა სიაში მაშინ გადაწერა, როცა 2011 წელს ცოლად პროდიუსერ ტრევორ ენგელსონს გაჰყვა. მაშინ ის არც კი იფიქრებდა, რომ კვლავ იდგებოდა საკურთხეველთან, ამჯერად ბრიტანეთის პრინცის გვერდით.
მეგანის ძველ და ახალ საქორწინო კაბებს შორის განსხვავების პოვნა არ გაგიჭირდებათ. პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, კაბის ზედა ნაწილია.
ძველი საქორწინო კაბა არცთუ ისე ძვირად ღირებულია. რა გასაკვირია, რომ მეორე კაბის შეკერვა გაცილებით ძვირი დაუჯდათ, მაგრამ ის ბევრად უფრო მოკრძალებულია და რაღაცით ჰგავს პრინცესა დიანასა და პრინც უილიამის მეუღლის კაბებს.
სამაგიეროდ, რადიკალურად განსხვავდება იმ ბრჭვიალაქამრიანი კაბისგან, რომელიც გოგონას წლების წინ თავადვე ეცვა.
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ქორწილის შემდეგ - როგორ გამოიყურება მეგანი ახალ ამპლუაში და რა დათმობაზე წავიდა იგი
საქორწილო მენიუ - რით გაუმასპინძლდნენ სტუმრებს პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში