თინეიჯერების საყვარელი მსახიობი სელენა გომესი აქტუალობას არ კარგავს. ის ერთნაირად უყვარს ახალსაც და წინა თაობასაც, რაც მისი “ინსტაგრამგვერდის" გამომწერების რეკორდული რაოდენობიდანაც კარგად ჩანს.
სოციალურ ქსელში მსახიობის ასეთი პოპულარობის მიზეზი მისივე აქტიურობითაა გამოწვეული. „ინსტაგრამზე“ მსახიობი ხშირად დებს საკუთარ ფოტოებს და ჩვენც ყოველთვის ვიცით, როგორ გამოიყურება სელენა დღეს. მისი ქუჩის სტილი არც ვულგარულია და არც გამომწვევი.