საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის სახელი ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ისმის,
რადგან სწორედ მას უკავშირდება გასულ კვირას ამოქმედებული კანონი თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ, ის აქტიურად მონაწილეობდა თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის შემუშავებაში.
პარლამენტარი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ კარგი იქნება, თუ ჭარბწონიანი ადამიანებისთვის რეგულაციები დაწესდება.
მესამე ინიციატივა კი ასეთია: ,,ვისურვებდი, აიკრძალოს ბილწსიტყვაობა, აგრესიული ქცევების გამოვლინება, ერთმანეთის შეურაცხყოფა, რომ სხვას გული არ ატკინონ”.
პოლიტიკური ინიციატივებით გამორჩეული, აქტიური ქალბატონი ასეთივე ენთუზიაზმით ზრუნავს საკუთარ სამოსზე. როგორც მისი ლუქებიდან ირკვევა, კლასიკური და სადა ტანსაცმელი ხიბლავს, სადაც აქცენტი ფერებზე ან პრინტზე კეთდება.
ერთი რამ კი უცვლელია, მისი სიყვარული ყელსახვევებისადმი. იხილეთ ფოტოები