გაზაფხული ის სეზონია, როცა ზამთრის სამოსი მობეზრებული გვაქვს და ვცდილობთ, მოდურად და ღია ფერებში შევიმოსოთ.
გაზაფხულის გრილ დღეებს კი ყველაზე მეტად ტყავის ქურთუკი უხდება.
2018 წლის გაზაფხულზე დიზაინერები გვირჩევენ შემდეგი ფერის ტყავის ქურთუკის ჩაცმას:
შავი, ქვიშისფერი, წითელი, ლურჯი და ვარდისფერიც კი. ფერადი ქურთუკები ჩაიცვით კონტრასული ფერის ტოპებთან, ჯინსი-ბოიფრენდთან ან სკინი-ჯინსთან შეხამებით.
ფეხსაცმლიდან უპირატესობა მიანიჭეთ ლოფერებს ან დაბალქუსლიან ფეხსაცმელს.
შავი ფერის ტყავის ქურთუკი იდეალურად ეხამება ერთტონიან მაისურებსა და ტოპებს. ფეხსაცმლიდან ჩაიცვით "ნავები", ოქსფორდები ან ბოტილიონები. აგრეთვე, ტყავის ქურთუკს უხდება კედები და ბოტასები.
გადახედეთ ფოტოებს და შეარჩიეთ სათქვენო ტყავის ქურთუკის ლუქი.
რუსუდან გელაშვილი