როგორც ამბობენ, რძლებს შორის ხშირია დაპირისპირება და ქიშპი, თუმცა არის მეორე კატეგორიაც, რომლებიც იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, ერთმანეთის ტანსაცმელებსაც კი იცვამენ, მაგრამ როცა საქმე სამეფო ოჯახს ეხება, არათუ ერთმანეთის სამოსი, მსგავსი კაბებიც კი განხილვის საგნად იქცევა.
მაგალითად, ქეით მიდლტონის ჯვრისწერის კაბა, ალბათ, ყველას გახსოვთ - საფირონისფერი, V-ს ფორმის ყელით. ახლა კი პრინც ჰარის საცოლის, მეგან მარკლის კაბას დავაკვირდეთ, მსგავსება რთული შესამჩნევი არაა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა სამეფო ოჯახის ახალი სარძლო ქეითის მსგავსად იცვამს, თუმცა რთული სათქმელია, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს, ქიშპს თუ პატივისცემას?
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მარიამ ელიაშვილი