მიდი მუდამ მოდაშია, უხდებათ ყველა ასაკის, კომპლექციის მანდილოსნებს. მთავარია, იცოდეთ, რასთან ერთად უნდა ჩაიცვათ.
კუბოკრული
კუბოკრული ქვედაკაბა ზაფხულის ჰიტია. უხდება ერთტონიანი ან მსგავსი პრინტის ზედას.
მომდგარი
მომდგარ ქვედაკაბას აუცილებლად უნდა შეუხამოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. თუ ქვედაკაბა ჭრელია, ზედა აუცილებლად სადა უნდა იყოს.
პლისე
ზაფხულში მხოლოდ აბრეშუმის ზედასთან და ქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად უნდა ჩაიცვათ. ყოველდღიურ ლუქს მოუხდება თეთრი პერანგი და კლასიკური კედები.
ფუშფუშა
ფუშფუშა ქვედაკაბას რომანტიკული იმიჯის შექმნა შეუძლია. თუ გსურთ, კერი ბრედშოუს დაემსგავსოთ, ორიგინალური პრინტის ერთტონიან ზედას ფუშფუშა ქვედაკაბა შეუხამეთ. ფეხზე შეგიძლიათ სპორტული ფეხსაცმელი, თუნდაც კედები ჩაიცვათ. აქსესუარებიდან არ დაგავიწყდეთ: მკვეთრი ფერის ჩანთა, პანამა, მზის სათვალე.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
და არც წლევანდელი ზაფხულია გამონაკლისი. ის აუცილებლად მაღალწელიანი უნდა იყოს. უხდება ერთტონიან მომდგარ ტოპს, ბოდეს. ფეხსაცმელი უნდა იყოს პლატფორმა ან დაბალძირიანი სანდალი.
გოდე
ქალური, ელეგანტური და ლამაზი თარგის ქვედაკაბაა. თუ თეთრი ფერის გოდეს ჩაიცვამთ, ლეოპარდის პრინტიანი ზედა შეუხამეთ ან თავისუფალი ელეგანტური ბლუზა.
სართულებიანი
რომანტიკული და ქალური ქვედაკაბა წელსაც მოდაშია. ვიზუალურად რომ არ გაგასუქოთ, შეუხამეთ მაქსიმალურად სადა, მომდგარი ზედა. შეიძლება ზოლებიანიც, როგორც ვერტიკალური, ისე - ჰორიზონტალური.