ყველასთვის მოულოდნელად, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჩრდილოეთ ირლანდიაში გაემგზავრნენ.
პრინც ჰარის მომავალმა მეუღლემ ადგილობრივ მცხოვრებლებზე ფურორი მოახდინა.
განსაკუთრებით დაამახსოვრდათ მეგანის ხავერდის მაღალქუსლიანი კლასიკური ფეხსაცმელი, რომელსაც მორუხო- მოალისფრო შეფერილობა ჰქონდა.
ეს ფეხსაცმელი, შეიძლება ითქვას, რომ მეგან მარკლის „სავიზიტო ბარათი“ გახდა.
პრინცის საცოლის არჩევანით ჩვენც კმაყოფილები დავრჩით და სწორედ ამიტომ სპეციალურად თქვენთვის შევარჩიეთ 13 წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, გარდამავალი ფერებით. ალისფერი, შავი, ცისფერი, ფირუზისფერი - ამ დომინანტი ფერების გათვალისწინებით.
ამ ფეხსაცმელებს ცნობილი დიზაინერები გვთავაზობენ, რათა, ეს გაზაფხული თქვენთვის არანაკლები ბედნიერების მომტანი იყოს, ვიდრე ეს მეგან მარკლისა და პრინც ჰარისთვის იქნება.