ეს ხრიკები დაგეხმარებათ იმაში, რომ ოთახს სივრცე შემატოთ.
ექსპერტები გვირჩევენ თეთრი ფერის ავეჯსა და ინტერიერს, რადგან პატარა ოთახის შემთხვევაში, ეს ძალიან მომგებიანია.
როცა საქმე სტუდიოს ტიპის ბინასთან გვაქვს, რემონტისას სასურველია, სადა, ნაზი ფერები გამოვიყენოთ. მაგალითად, ღია ნაცრისფერი და ლაჟვარდისფერი ტონები.
როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ დაბალჭერიანი, თანაც, პატარა ბინა გვაქვს? - ე.წ. არასტანდარტულ ოთახში მოგვიწევს, დაბალი მაგიდა და სკამები დავდგათ. იგივე იქნება დივნისა და ჟურნალების მაგიდის შემთხვევაშიც.
შეგვიძლია დიდი ზომის მცენარეც დავდგათ. ამრიგად, ოთახს განსაკუთრებულ და არაორდინარულ იერსახეს შევძენთ. ამგვარი ქცევით მოვახერხებთ, რომ ჭერი უფრო შემაღლებული გამოჩნდეს. ასეთი ოთახი უმჯობესია, თბილ ფერებში იყოს გადაწყვეტილი.
სარკეების სწორად გამოყენება - ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ სარკეებს ისე გამოვიყენებთ, როგორც საჭიროა, ოთახი ვიზუალურად გაფართოვდება. იმისთვის, რომ სარკეებით მოცულ ოთახში თავი უცნაურად არ ვიგრძნოთ, საჭიროა ერთგვარი ბალანსის შენარჩუნება. სარკე შეგვიძლია ჩავამონტაჟოთ ოთახის ცარიელ კუთხეში ან ერთ კედელზე, ისე, რომ მეტისმეტად თვალშისაცემი არ იყოს. სივრცე უფრო ფართოდ წარმოჩნდება და ოთახი ჰარმონიულ განწყობას შექმნის.
ყურადღების სხვა რამეზე გადატანა - გიგანტური მცენარეები, დიდი ზომის სანათი. ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ სტუმარმა არც კი გაიფიქროს, თუ რა პატარა ოთახში მოხვდა.
ამასთან ერთად, შეგვიძლია სტუმარს ყურადღება ავეჯის მეშვეობითაც გადავატანინოთ, თუ ავეჯს საინტერესო პრინტი და ფაქტურა ექნება.
პანორამული ფანჯრები, კედლის ნაცვლად - ამ გზით სივრცეც უკეთ აღიქმება და ოთახიც ფართო მასშტაბისას ემსგავსება. უმჯობესია, ასეთი ხედი მხოლოდ ოთახის ერთ მხარეს იყოს. მისი გამოყენება მართებულია პენტჰაუზის ტიპის ბინაში.
ნათია ხუნაშვილი
წიგნების განლაგების ყველაზე ორიგინალური მეთოდები

დაუჯერებელი სახლი იაპონიაში, რომელიც შიგნიდან ბევრად დიდია, ვიდრე გარედან (ფოტო)