2018 წელი მოდის ინდუსტრიაში იმითაც გამოირჩევა, რომ წელს რეტრო-სათვალეებია მოდაში.
ამ გაზაფხულზე განსაკუთრებით უპირატესობა ენიჭება ვიწრო, საინტერესო ფორმის სათვალეებს.
დაბრუნდა სათვალეები გულის ფორმით, რაც ივ სენ ლორანმა შემოგვთავაზა.
არანაკლებ საინტერესო მოდელი წარმოგვიდგინა გუჩიმაც, სათვალეს გარშემო თვლები აქვს დამაგრებული.
ვიქტორია ბექჰემის მიერ შემოთავაზებული სათვალეები კი ნაზი, სადა პრინტით გამოირჩევა.
შეგახსენებთ, რომ წელს ცისარტყელას ფერებშერეული სათვალეებიც თავის სიმაღლეზე დგას (მაგ: დიორის მოდელები).
დაბურული და გამჭვირვალე მინები, პლასტმასის მასალა, თვლები, გაფორმებები - ამ ყოველივეს საინტერესო იერს სძენს.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ავირჩიოთ ჩვენი სტილი და ვიყოთ განსხვავებულები და მოდურები, 2018 წლის ტენდენციების შესაბამისად.
ნათია ხუნაშვილი
20 ყველაზე მოდური მზის სათვალე