ფერთა ინსტიტუტი Pantone – ეს კვლევითი ცენტრია, რომელიც ექსპერიმენტულ სამუშაოებს აწარმოებს ფერებთან და მის გავლენასთან ინდუსტრიაში.
მათ შორის, მოდაშიც. 2018 წლის ყველაზე აქტუალური ფერი Ultra Violet – იისფერი და მისი ტონალობებია.
იისფერი ორიგინალურობის, გამომგონებლობის და შორსმხედველობის ფერია. მას ხშირად ირჩევენ ძლიერი ქალები. მაგალითად, დედოფალი ელისაბედ II და აშშ-ის ყოფილი ლედი ჰილარი კლინტონი.
მაგრამ ულტრაიისფერით არ მთავრდება აქტუალური ფერთა გამა. PANTONE Fashion Color Trend report-მა ოთხი კლასიკური ნეიტრალური ფერი გამოჰყო, რომელიც ნებისმიერი საბაზისო გარდერობის შედგენაში იდეალური იქნება.
გაზაფხულის სეზონზე მუქ ლურჯ ტონალობას გირჩევთ - Sailor Blue, ასევე, კრემისფერს, Warm Sand, რუხს - Harbor Mist და თეთრს Coconut Milk.
მომზადებულია independent.co.uk-ისა და milanstyleguide.com-ის მიხედვით