მამაკაცს სურს, მის გვერდით მყოფი ქალი მუდამ სასურველი იყოს, ძილის დროსაც კი. მანდილოსნებო, გაითვალისწინეთ მამაკაცის მოთხოვნები. ვიწყებთ იმით, რაც მამაკაცებს არ მოსწონთ და ვასრულებთ იმით, რაც ხიბლავთ.
ხალათი
ტომრის ეფექტს ქმნის. განსაკუთრებით უსიამოვნოა პრინტებიანი, მულტფილმების გმირების გამოსახულებით.
პიჟამა
მამაკაცის მზერისგან და შეხებისგან იცავს ქალის სხეულს. განსაკუთრებით უსიმპატიუროა, უღიმღამო ფერის.
მსუბუქი ხალათი
უკვე სასიამოვნოა, განსაკუთრებით, თუ ხალათი აბრეშუმისაა. თუ ფერიც სექსუალურია, პარტნიორს დაძინებაზე ფიქრის დაავიწყდება. სასურველია, ქამრით იკვრებოდეს.
მსუბუქი პიჟამა
ფასონის, ფერისა და მატერიის იდეალური თანხვედრა უნდა იყოს. მაგალითად, სექსუალური მოდელისა და ფერის აბრეშუმი პიჟამა.
პენიუარი
ძილის რა გითხრათ, მაგრამ მამაკაცის მოხიბვლის რეალური საშუალებაა. განსაკუთრებით მაქმანის ან გამჭვირვალე.