"მთვრალი მივედი ბატონ ირაკლისთან და ვურჩიე, ვარცხნილობა შეიცვალეთ-მეთქი" - გიორგი ნაზღაიძე ქუჩისა და პოლიტიკოსების მოდაზე
"მთვრალი მივედი ბატონ ირაკლისთან და ვურჩიე, ვარცხნილობა შეიცვალეთ-მეთქი" - გიორგი ნაზღაიძე ქუჩისა და პოლიტიკოსების მოდაზე
10 წელი მოდელი იყო, 5 წელია, რაც ამ საქმეს თავი დაანება, თუმცა პოდიუმმა, სამოდელო ბიზნესმა, როგორც ამბობს, ბევრი რამ მოუტანა და კარგი მოგონებებიც დაუტოვა. გიორგი ნაზღაიძესთან თანამედროვე მოდის, მოდელების, დიზაინერების, პოდიუმის და ქუჩის მოდის შესახებ ვსაუბრობთ. ისიც მისთვის ჩვეულ სტილში გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას.

"დღევანდელი გადასახედიდან, სამოდელო ბიზნესი მამაკაცისთვის პერსპექტიული არ
არის. არადა, ადრე, როდესაც მართლა პრობლემა იყო პოდიუმისთვის მამაკაცის მოძებნა, რადგანაც თემის გარშემო დიდი განხილვა და დისკუსია იყო ხოლმე, მაშინ ვიყავით მე და ლაშა ჯაფარიძე მოდელები, პირველებმა დავიწყეთ ამ სფეროში საქმიანობა და დიდ წარმატებას მივაღწიეთ. არადა, სულ ისმოდა, რომ ეს არაკაცური პროფესიაა და ქართული სინამდვილისთვის შეუფერებელი საქციელი. დღეს შეიძლება ამას უკვე ნაკლებად ამბობენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ, როგორც გითხარით, მოთხოვნა აღარ არის. თუმცა, კატასტროფა ხდება - დღეს ყველა მოდელობას იბრალებს...
" - გვეუბნება გიორგი.

- მერე რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოდიუმზე მამაკაცი მოდელის ყოფნის აუცილებლობა გაჩნდეს?
- მამაკაცისთვის საქართველოში არ იქმნება კოლექციები და მოთხოვნა ამიტომ არის დაბალი, მაგრამ დაბალი მოთხოვნა იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი ცუდი მოდელი გაჩნდეს პოდიუმზე... ადრე ასე არ იყო და ეს სფერო არა მარტო ჩემთვის, სხვებისთვისაც საინტერესო იყო. აი, რის გამო არ მიდიან კარგი გარეგნობის ბიჭები ამ სფეროში.

- რა რეაქცია გქონდა იმ შეფასებაზე, რომ მოდელობა ქართველი კაცის საქმე არ არის?
- ისე, დიდად არც ახლა უკრავენ ამ საქმეს ტაშს, თუმცა მაშინ, ცხადია, მეტი წინააღმდეგობა იყო. ისე, პირადად არავინ მოსულა და არაფერი აუკრძალავს, არც შენიშვნა მოუცია, შეურაცხყოფა მოუყენებია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჩემ მიმართ ვიღაცას სადღაც თავისთვის ჰქონდა აგრესია. ერთადერთი, რაც მახსენდება, იყო ასეთი შემთხვევა: პირველი "მისტერ ვალენტინი" რომ ჩატარდა, იმ კლუბში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები მოვიდნენ და ერთ-ერთმა თავში ხის ჯვარი ჩამარტყა: სატანის მოციქულოო. ოღონდ ეს დიდი ხნის წინ იყო...


- XXI საუკუნის ქართველი დიზაინერების მოდა რომ შევაფასოთ...
- დიდად არ ვარ ქართველი დიზაინერების მომხმარებელი და ამიტომ მათ ნამუშევრებში კარგად ვერ ვერკვევი. ამით იმას კი არ ვამბობ, უხარისხო კოლექციებს ქმნიან-მეთქი, მათი ნამუშევრები ჩემს უამრავ მეგობარს აცვია. თან, მსოფლიო ასპარეზზეც გავიდნენ. ბოლო კარგი ამბავი იყო, ავთანდილის კაბა ლედი გაგამ რომ მოირგო, მაგრამ მაინც მირჩევნია, მსოფლიოში დატესტილი ბრენდი ვიყიდო, რომელიც თუნდაც რეცხვაში არ ფუჭდება. ხშირად ვერა, მაგრამ ტომ ფორდის მომხმარებელი ვარ. მისი დიზაინი ახლოს არის ჩემთან, თუმცა ძალიან ძვირია და თან, ყოველდღიურად ვერ იხმარ...

- მსოფლიო მოდის თანამედროვე დიზაინერები მამაკაცის უცნაურ კოლექციებს ქმნიან - მამაკაცები ქალის სამოსით ან ფეხსაცმლით - წვრილ ქუსლზე, მოდელები სხვადასხვა ქალური ელემენტით გამოდიან პოდიუმზე...
- მოდა აირია. ჰო, ამ მიმართულებით მამაკაცზე უფრო კეთდება აქცენტი, წვრილ ქუსლებზე შედგნენ, ჩაიცვეს კაბები და ა.შ. ჩემი შეფასებით, ამას კარგი დიზაინერი არ აკეთებს, აკეთებს ის, ვინც ცდილობს, რაღაც ხმაურით, ეპატაჟით შემოვიდეს, დაიმკვიდროს სახელი, თავი მოიწონოს. იმავე ტომ ფორდს არ სჭირდება ასეთი რაღაცები, რადგანაც იცის, მომხმარებელი რას ითხოვს და იმას ქმნის. გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
14:04 / 18-07-2018
მამაკაცების აზრით, კაბის მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მან ქალურობას და ელეგანტურობას უნდა გაუსვას ხაზი.
12:28 / 18-07-2018
მოდა იცვლება, ბრუნდება, თეთრი ბლუზა კი მუდამ "მოდაშია". 16 ქათქათა ბლუზის ვარიანტს გთავაზობთ. ისინი სხვადასხვა სიტუაციაში გამოგადგებათ.
13:25 / 16-07-2018
გთავაზობთ 10 იდეას, რასთან ჩაიცვათ ფერადი შარვლები, რათა მომხიბვლელად და მოდურად გამოვიყურებოდეთ.
11:56 / 12-07-2018
ქართველი დიზაინერების ბოლოდროინდელ წარმატებებზე მსოფლიო ლაპარაკობს. ქართული მოდის „აყვავების ხანაში" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი 11 ივლისი იყო.
11:29 / 12-07-2018
გიფიქრიათ, რომელია ყველაზე იდუმალი აქსესუარი? იდუმალი არა იმიტომ, რომ მას უკავშირდება საიდუმლოებითა და თავგადასავლებით მოცული ისტორიები, არამედ იმიტომ, რომ მისი მორგებისას თავს გრძნობთ სწორედ ასე.
14:08 / 10-07-2018
ზაფხულის სეზონზე ძალიან მოდაშია პლასტიკის ჩანთები. გთავაზობთ აქტუალურ მოდელებს.
12:06 / 05-07-2018
ადამიანებს განსხვავებული გემოვნება აქვთ და ყველა საკუთარი სტილით იმოსება, მაგრამ არსებობს ნივთები, რომლებიც არასდროს გამოვა მოდიდან.
11:39 / 05-07-2018
50 წლის ასაკშიც მომხიბვლელად უნდა გამოიყურებოდეთ და მოდური მოკლეტოტიანი შარვალი - ჩინოსიც უნდა ჩაიცვათ.
10:45 / 05-07-2018
ზღვის სეზონი უკვე მოვიდა. ნანატრ შვებულებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. არ იცი, როგორი საცურაო კოსტიუმი შეარჩიო, რომ ორიგინალურად გამოიყურებოდე?
23:56 / 28-06-2018
ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქეთას მიმზიდველი ფიგურა აქვს. როგორც ხედავთ, ის უპირატესობას ტრენდულ და ორიგინალურ საცურაო კოსტიუმებს ანიჭებს.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საიზოლაციო ლენტი ქსოვილის ნაცვლად: მოდაში უცნაური საცურაო კოსტიუმები შემოდის
18:28 / 18-07-2018
თამამად გადამალეთ საცურაო კოსტიუმი კარადაში. აღმოჩნდა, რომ წლევანდელი ზაფხულის ყველაზე ცხელი ტრენდი წებოვანი ლენტია.
ზაფხულის  მანიკიურის საუკეთესო იდეები
14:20 / 18-07-2018
დაათვალიერეთ ძალიან ფერადი და ლამაზი ვარიანტები საზაფხულო მანიკიურისთვის.
8 ქვედაკაბა, რომლებიც ძალიან მოსწონთ მამაკაცებს
14:04 / 18-07-2018
მამაკაცების აზრით, კაბის მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მან ქალურობას და ელეგანტურობას უნდა გაუსვას ხაზი.
16 თეთრი ბლუზა, რომელშიც ყველა მანდილოსანი ქალურად და ნაზად გამოიყურება
12:28 / 18-07-2018
მოდა იცვლება, ბრუნდება, თეთრი ბლუზა კი მუდამ "მოდაშია". 16 ქათქათა ბლუზის ვარიანტს გთავაზობთ. ისინი სხვადასხვა სიტუაციაში გამოგადგებათ.
რასთან ჩავიცვათ ფერადი შარვლები: 10 მოდური იმიჯი შთაგონებისთვის
13:25 / 16-07-2018
გთავაზობთ 10 იდეას, რასთან ჩაიცვათ ფერადი შარვლები, რათა მომხიბვლელად და მოდურად გამოვიყურებოდეთ.
20 რამ, რასაც შენი საყვარელი ჯინსი იტყვის შენზე
12:11 / 15-07-2018
ჯინსი – ეს არა მარტო უნივერსალური სამოსია, არამედ ნამდვილი მხსნელი სიტუაციიდან "არაფერი მაქვს ჩასაცმელი".Skinny თუ "ბოიფრენდები", დახეული თუ მაღალწელიანი – შენი ჯინსი, უფრო სწორად, შენი არჩევანი, ბევრ რამეს ამბობს შენ შესახებ. ამიტომაც თამამად გადავცეთ მას სიტყვა!
10 ხერხი, თუ როგორ გავხადოთ იაფფასიანი საზაფხულო ზღვის ფეხსაცმელი ლამაზი და გამორჩეული
16:06 / 14-07-2018
იაფფასიან რეზინის ფეხსაცმელს განსაკუთრებულად და თვალშისაცემად გადააქცევთ! არ გჯერათ? ჩვენი რედაქცია დაგიმტკიცებთ, რომ მინიმალური მასალის გამოყენებითა და ცოტაოდენი მოთმინების წყალობით, უბრალო ფლოსტებისგან დიზაინერული ფეხსაცმელი გამოვა!
7 შეცდომა, რომლის გამო თქვენი ფეხსაცმელი იაფფასიანად გამოიყურება
11:46 / 13-07-2018
ჩემს მეგობარს ურჩევნია, უბრალო კაბა ეცვას, მაგრამ ძვირფასი ფეხსაცმელი და მართალიც არის.
ნახეთ, როგორ გამოიყურება საზაფხულო კოსმეტიკა კაილი ჯენერისგან
14:19 / 12-07-2018
უფროსი დის, კიმ კარდაშიანის მსგავსად, მოდელმა კაილი ჯენერმა კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა, სახელწოდებით - Kylie Cosmetics.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31