როგორ შევუხამოთ სამკაული სამოსს
როგორ შევუხამოთ სამკაული სამოსს
თუ წვეულებისთვის ემზადებით და კაბა უკვე შერჩეული გაქვთ, ჩვენ მიგანიშნებთ, როგორი სამკაული უნდა შეუხამოთ მას.
საერთო წესი:

იდეალური ვარიანტია, როცა სამკაული სამოსის გულმკერდის ფორმას იმეორებს.
გახსოვდეთ კიდევ ერთი წესი: რაც უფრო მსხვილი ფიგურა გაქვთ, მით უფრო მსხვილი უნდა შეარჩიოთ სამკაული.

თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე სამკუთხედი ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:
კოლიე, რომელიც შეავსებს ჭრილს;


თხელი ჯაჭვები პატარ-პატარა გულსაკიდებით;


გრძელი ჯაჭვი გულსაკიდით, რომელიც დეკოლტეზე დაბლა ეშვება;


ჩოკერი.

თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე ნავის ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:


გულსაკიდი გრძელ ჯაჭვზე;

საშუალო სიგრძის მძივი, ჯაჭვი და კოლიე.

თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე ოთხკუთხედი ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:


ის თავადაა აქცენტი სამოსზე. შეუხამეთ მსხვილი კოლიეს ნაცვლად საინტერესო ფორმის გულსაკიდი ან საინტერესო ფორმის საყურე, უჩვეულო, გეომეტრიული ფიგურის.

თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე მრგვალი ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:


ჩოკერი;

ყელზე მომდგარი სამკაული, დეკორატიული ელემენტით ცენტრში;

ჯაჭვები;

ნებისმიერი სიგრძის მძივები, კოლიე და ყელსაბამი.

თუ თქვენს კაბას (ზედას) გულმკერდზე მრგვალი და ღრმა ფორმის ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:



მომრგვალებული ფორმის სამკაული, რომელიც დაფარავს ღრმა დეკოლტეს. აგრეთვე, ჩოკერიც.

თუ თქვენს კაბას (ზედას) მოშიშვლებული მხრები აქვს, მოგიხდებათ:


მსხვილი სამკაული და კოლიე, რომელიც ვიზუალურად შეავსებს დეკოლტეს ზომას.

თუ თქვენს კაბას (ზედას) ასიმეტრიული ჭრილი აქვს, მოგიხდებათ:


ასიმეტრიული ჭრილი - თავადაც იქცევს ყურადღებას. სამკაული უმნიშვნელო უნდა იყოს, თხელი და ყელზე მიბჯენილი, მაგრამ საყურე უნდა იყოს საინტერესო და მკვეთრად გამოხატული.
თუ თქვენს კაბას (ზედას) პერანგის საყელო აქვს, მოგიხდებათ:

გახსნილ საყელოს მოუხდება ყველა ის სამკაული, რომელსაც სამკუთხედჭრილიან სამოსზე გაიკეთებდით. ხოლო თუ საყელო შეკრულია, გაიკეთეთ გულსაკიდი გრძელ ჯაჭვზე.

თუ თქვენს კაბას (ზედას) მაღალი ყელი აქვს, მოგიხდებათ:


საშუალო ან გრძელი გულსაკიდიანი ჯაჭვები;

საშუალო ან გრძელი მძივები;

სხვადასხვა ზომის კოლიე.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
10:22 / 19-07-2018
”ამით გვინდოდა, გვეჩვენებინა შვილებისთვის, რომ მათი შემოქმედება ჩვენთვის ფასდაუდებელია”.
16:12 / 29-11-2017
თმის სამაგრი-პეპლები, ”განწყობის” ბეჭედი, მედალიონი ”ინის და იანის” გამოსახულებით და ბევრი სხვა... მოდით, გავიხსენოთ ყველაზე მოდური აქსესუარები 90-იანი წლებიდან.
16:02 / 09-05-2017
დარია ხოლოდილინა უკრაინელი ბლოგერია, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოს უწოდებს.
12:41 / 05-04-2017

2017 წლის გაზაფხულის მთავარი მოდური აქსესუარების ჩამონათვალი ასეთია - მასიური ყელსაბამები, საყურეები და ბეჭდები, თანამედროვე სამაჯურები და მსხვილი ქვები.

13:11 / 30-01-2017
სამკაული ყველა ქალისთვის აუცილებელი აქსესუარია - ამას თავისი საკრალური აზრი აქვს. ქალი საკუთარ ოჯახს ჩუქნის ენერგიას, სიყვარულს, გულუხვად უზიარებს ყოველივე ამას გარშემო მყოფებს... საკუთარი თავისთვის კი რას იტოვებს?
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საიზოლაციო ლენტი ქსოვილის ნაცვლად: მოდაში უცნაური საცურაო კოსტიუმები შემოდის
18:28 / 18-07-2018
თამამად გადამალეთ საცურაო კოსტიუმი კარადაში. აღმოჩნდა, რომ წლევანდელი ზაფხულის ყველაზე ცხელი ტრენდი წებოვანი ლენტია.
ზაფხულის  მანიკიურის საუკეთესო იდეები
14:20 / 18-07-2018
დაათვალიერეთ ძალიან ფერადი და ლამაზი ვარიანტები საზაფხულო მანიკიურისთვის.
8 ქვედაკაბა, რომლებიც ძალიან მოსწონთ მამაკაცებს
14:04 / 18-07-2018
მამაკაცების აზრით, კაბის მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მან ქალურობას და ელეგანტურობას უნდა გაუსვას ხაზი.
16 თეთრი ბლუზა, რომელშიც ყველა მანდილოსანი ქალურად და ნაზად გამოიყურება
12:28 / 18-07-2018
მოდა იცვლება, ბრუნდება, თეთრი ბლუზა კი მუდამ "მოდაშია". 16 ქათქათა ბლუზის ვარიანტს გთავაზობთ. ისინი სხვადასხვა სიტუაციაში გამოგადგებათ.
რასთან ჩავიცვათ ფერადი შარვლები: 10 მოდური იმიჯი შთაგონებისთვის
13:25 / 16-07-2018
გთავაზობთ 10 იდეას, რასთან ჩაიცვათ ფერადი შარვლები, რათა მომხიბვლელად და მოდურად გამოვიყურებოდეთ.
20 რამ, რასაც შენი საყვარელი ჯინსი იტყვის შენზე
12:11 / 15-07-2018
ჯინსი – ეს არა მარტო უნივერსალური სამოსია, არამედ ნამდვილი მხსნელი სიტუაციიდან "არაფერი მაქვს ჩასაცმელი".Skinny თუ "ბოიფრენდები", დახეული თუ მაღალწელიანი – შენი ჯინსი, უფრო სწორად, შენი არჩევანი, ბევრ რამეს ამბობს შენ შესახებ. ამიტომაც თამამად გადავცეთ მას სიტყვა!
10 ხერხი, თუ როგორ გავხადოთ იაფფასიანი საზაფხულო ზღვის ფეხსაცმელი ლამაზი და გამორჩეული
16:06 / 14-07-2018
იაფფასიან რეზინის ფეხსაცმელს განსაკუთრებულად და თვალშისაცემად გადააქცევთ! არ გჯერათ? ჩვენი რედაქცია დაგიმტკიცებთ, რომ მინიმალური მასალის გამოყენებითა და ცოტაოდენი მოთმინების წყალობით, უბრალო ფლოსტებისგან დიზაინერული ფეხსაცმელი გამოვა!
7 შეცდომა, რომლის გამო თქვენი ფეხსაცმელი იაფფასიანად გამოიყურება
11:46 / 13-07-2018
ჩემს მეგობარს ურჩევნია, უბრალო კაბა ეცვას, მაგრამ ძვირფასი ფეხსაცმელი და მართალიც არის.
ნახეთ, როგორ გამოიყურება საზაფხულო კოსმეტიკა კაილი ჯენერისგან
14:19 / 12-07-2018
უფროსი დის, კიმ კარდაშიანის მსგავსად, მოდელმა კაილი ჯენერმა კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა, სახელწოდებით - Kylie Cosmetics.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31