სტილი
ზამთრის 5 სამოსი, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან
ზამთრის 5 სამოსი, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან
მოდა ცვალებადია, ყოველ სეზონზე ახალ-ახალ მოდელებს გვთავაზობს, მაგრამ არსებობს 5 ნივთი, რომელიც ყოველ ზამთარს მოდაშია.
1. პალტო ბეწვის ელემენტებით


ვის არ უყვარს ბეწვის საყელო პალტოზე. ეს ძალიან ელეგანტური და მოდურია. ასეთი პალტო დიდი ხანი არ გადავა მოდიდან. სასურველია, პალტო იყოს შავი ან ნაცრისფერი, ხოლო ბეწვი ან პალტოს ფერში ან მკვეთრად
კონტრასტული. 

2. ქვიშისფერი მანტო


ქვიშისფერი ან მოყვითალო მანტო ბეწვის საყელოთი და სამაჯურებით ან სულაც მთლიანად ბეწვის. ეს ფერები მუდამ მდიდრულად და მოდურად გამოიყურება.  

3. ფერადი პალტო


ზამთარში მკვეთრი ფერის პალტო იდეალურად და მიმზიდველად გამოიყურება. ერთფერიანი პალტოც იდეალურია და color-block-იც. ფასონი შეიძლება იყოს კლასიკური, ოვერსაიზიც. თუ ორფერიან პალტოზე შეაჩერეთ არჩევანს. გაითვალისწინეთ, რომ ერთმანეთს შემდეგი ფერები უხდება: ვარდისფერ-ცისფერი, ნაცრისფერ-ყვითელი, ლურჯ-ცისფერი, ცისფერ-ყავისფერი და ა.შ.  

4. პასტელის ფერის ქურქი


აკურატული, კლასიკური ფასონის ქურქი იდეალურია ზამთრისთვის. ყურადღება მიაქციეთ ერთ დეტალს, ქურქი საყელოს გარეშე, შარფშეხამებული უფრო მდიდრულად გამოიყურება. 

5. დუტის ქურთუკი

Related image
ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როცა დუტის ქურთუკი მათ სამოსად მიიჩნეოდა, ვისაც ფული და გემოვნება არ ჰქონდა. დუტის ქურთუკმა საპატიო ადგილი დაიკავა ქურქებსა და პალტოებს შორის. აარჩიეთ თქვენი მოსაწონი ფასონი და ფერი, რომელშიც კომფორტულად იგრძნობთ თავს. 
დაბოლოს, თქვენი ყურადღება გვინდა მივაქციოთ ზამთრის მოდის კიდევ ერთ ორიგინალურ სამოსს - ბეწვით გაწყობილ ჯინსის დათბილულ ქურთუკს.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31