სტილი
მამაკაცის გარდერობის 10 დეტალი, რომლებიც ქალებს აღიზიანებთ
მამაკაცის გარდერობის 10 დეტალი, რომლებიც ქალებს აღიზიანებთ
არსებობს ტანსაცმელი, რომლებსაც ქალები ვერ იტანენ, გინდ მას მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ატარებდეს, თუმცა ქალები ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.
Marao.ge-მ დაათვალიერა უამრავი ქალთა ფორუმი და ჟურნალი, რათა გაერკვია მამაკაცის ჩაცმულობის ის დეტალები, რომლებიც ქალებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ.

1. ძალიან ღრმად ჩაჭრილი პერანგი ან ქურთუკი


თუ სტანდარტული V ფორმის ჩაჭრილი მაისური არის
ძალიან ეფექტური და სექსუალური, ზედმეტად ღრმად შეჭრილ ზედას ვულგარული და იაფფასიანის შეხედულება ეძლევა. 

2. ძალიან მოკლე შორტები


მამაკაცის შორტები - მუხლს ზემოთ მოდურ ტენდენციად ითვლება, თუმცა ეს ქალებს ძალიან აღიზიანებთ. Wink ქალებისთვის თმიანი ფეხების დანახვა მომაკვდინებელი უფროა, ვიდრე მიმზიდველი, ქალები ამისთვის ჯერ მზად არ ვართ. 

3. მაისურები ლოზუნგებითა და ხუმრობებით


ასეთი მაისურები ქალებისთვის ყურადღების მიქცევის ყველაზე ცუდ ხერხად ითვლება. ეს მამაკაცის კრეატიულობის დეფიციტზე მიუთითებს. ამას სჯობს ჩაიცვან ბევრად უფრო სადა, თუმცა გემოვნებიანი მაისურები. 

4. სახლის ფეხსაცმელი  ("ჩუსტები",შლოპანცები“ )


ასეთი "ჩუსტების" ტარება მხოლოდ სანაპიროზეა დასაშვები, სხვაგან არსად. დაიმახსოვრეთ, რომ ქალაქში ასე სიარული ქალებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ და თქვენზე წარმოდგენას დაკარგავენ. 

5. ჟილეტები ყოველდღიურ მაისურზე


მამაკაცები ჟილეტებს მაისურზე იცვამენ, რათა ყოველდღიური სტილიც მიმზიდველი გახადონ, თუმცა გოგონები მასში ვერანაირ მიმზიდველობას ვერ ხედავენ. პირიქით, ეს მამაკაცების უგემოვნობას უსვამს ხაზს. 

6. უშველებელი ქამრები უშველებელი ორნამენტებით


მამაკაცები ხშირად შარვალში პერანგს მხოლოდ იმის გამო იტანენ, რათა გამოაჩინონ თავიანთი ქამრის ბრენდი ან ორნამენტი. მამაკაცებო, ეს ხერხი დაივიწყეთ, თუ გსურთ, რომ ქალს თავი მოაწონოთ!! ქალების თვალში ამ ხერხით მხოლოდ დასაცინი გახდებით. დაიმახსოვრეთ, რომ ქამრის ფუნქცია შარვლის დაჭერაა. 

7. დიდი ზომის პიჯაკები


პიჯაკი ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური რამ არის მამაკაცის გარდერობში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სრულყოფილად ერგება მას. სამწუხაროდ, დიდი ზომის კოსტიუმს ნაკლებად შეუძლია გამოიწვიოს თქვენი მეგზურის აღფრთოვანება. 

8. ვარდისფერი ნივთები


ქალებისთვის მამაკაცის ვარდისფერი სამოსი რთულად აღსაქმელია.  

9. ძალიან მჭიდრო ჯინსები


ჯინსები ყველა დროის მოდურ ტრენდად ითვლება, თუმცა ქალები ვერ იტანენ მამაკაცის ზედმეტად მჭიდრო ჯინსებს. 

10. ბიჟუტერია და უზომოდ ბევრი სამკაული


ჭარბი სამკაულები არავის უხდება, მათ შორის, არც მამაკაცებს. ძალიან მოდური და მიმზიდველია, თუ მამაკაცს უკეთია ერთი ან ორი მაღალხარისხიანი სამკაული, თუმცა ძალიან ბევრი ბიჟუტერია ძალიან უშნოა. 

რა უნდა ატაროს მამაკაცმა, რომ ელეგანტურად გამოიყურებოდეს?

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილეთ, თუ რა ელემენტები აღიზიანებთ ქალებს მამაკაცის ჩაცმულობაში, თუმცა რა მოსწონთ მათ?
ქალებისთვის მთავარია, მამაკაცი სუფთად და აკურატულად გამოიყურებოდეს; მისი პერანგი იყოს დაუთოებული, ფეხსაცმელი გაწმენდილი. საერთოდ არაა საჭირო ძვირად ღირებული ტანსაცმლის ჩაცმა იმისთვის, რომ ქალების გული მოიგოთ. საკმარისია, გეცვათ სადად და მოწესრიგებულად.

დაბოლოს, ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს კომბინაცია ცალკე განგვეხილა, რათა კარგად დაგამახსოვრდეთ, რომ ეს კომბინაცია სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ.



ნინია მედულაშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31