დამდეგი სეზონის მოდის მთავარი მახასიათებელი არისტოკრატიულობა და ქალურობაა, მაშინ, როცა მამაკაცებისთვის მეფობს დემოკრატია და უპირატესობა casual სტილს ენიჭება.
წლევანდელი სეზონის ჩვენებებში ჭარბადაა ნათელი ფერები. ლიდერობს წითელი - ეს ფერი შემოდგომის ოფიციალური დომინანტია და აქტუალობას არც ზამთრის ცივ დღეებში დაკარგავს. შემოდგომის სეზონზე ასევე აქტუალური იქნება ხავერდი და ველვეტი.
შემოდგომა-ზამთარი 2017-18-ის ძირითადი ტენდენციებია- ვინტაჟი, ბრჭყვიალა მასალა და ვიქტორიანული აქცენტები. აქტუალობას არც რომანტიკული, ყვავილოვანი ნაბეჭდი კარგავს.
შემოდგომა-ზამთრის ქუჩის მოდა, ტრადიციულად, უფრო ახალგაზრდული და დემოკრატიულია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გავრცელებული ქუჩის სტილის ფოტოები ნათელს ხდის, რომ ფოლკლორული თემა დაბრუნდა.
ქალებისგან განსხვავებით, შემოდგომა-ზამთარი 2017-18-ის მოდა მამაკაცებისთვის ყოველგვარი კლასიკური სილუეტისგან გათავისუფლდა, უფრო თავისუფალი და დემოკრატიული გახდა. წითელი ფერი აქაც აქტუალურია და აღსანიშნავია, რომ ამ ფერში გადაწყვეტილი საქმიანი კოსტიუმები, პერანგები თუ სვიტერები მხოლოდ მომგებიანი იქნება. გაგრძელება