თუ 160 სმ-ზე დაბალი ხართ, ჩვენი რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
1. დიდი ჩანთა - კიდევ უფრო პატარას გამოგაჩენთ.
2. მიდი-ქვედაკაბა - უმჯობესია, მინი ან მაქსი ჩაიცვათ.
3. ჩექმა წვივზე - გრძელი ჩექმა ან ბოტილიონი უფრო მოგიხდებათ.
4. ტუნიკა - ის მაღალი გოგონებისთვის იყო შექმნილი.
5. მრგვალცხვირიანი ფეხსაცმელი - წაწვეტებულცხვირიანი ფეხს აგრძელებს.
6. მრავალფეროვნება - ნუ ჩაიცვამთ მთელ გარდერობს ერთად.
7. კაბა-მაისური - თქვენი ვარიანტი არაა.
8. კვადრატული ტოპი - კიდევ უფრო დაგადაბლებთ და გაგასუქებთ.
9. აბრეშუმის განიერი შარვალი - მკვრივი ქსოვილის შარვალი უფრო მოგიხდებათ.
10. ფართო, სუპერმაქსი ქვედაკაბა - ზანზალაკს დაემსგავსებით.
11. ჰორიზონტალური ხაზები - გაგასუქებთ.
12. "ბერმუდები" - სათქვენო არაა.
13. ასიმეტრიული კაბა - თუ ფეხების გამოჩენა გსურთ, ერთი სიგრძის კაბას მიანიჭეთ უპირატესობა.
14. პრინტიანი კომბინეზონი - კიდევ უფრო დაგადაბლებთ. უპირატესობა ერთტონიანს მიანიჭეთ.
15. ფეხსაცმელი კოჭთან შესაკრავით - ვიზუალურად "დაგიმოკლებთ" ფეხებს.
16. ფართო ჯინსი - კიდევ უფრო დაგადაბლებთ და მსუქანს გამოგაჩენთ.