მოუხერხებელ სამზარეულოში კერძის მომზადების სურვილიც ეკარგება დიასახლისს. მოიწყვეთ თქვენთვის კომფორტული გარემო.
1. ნიჟარა ისეთ სიმაღლეზე დაამაგრეთ, რომ ჭურჭლის რეცხვის დროს წელი არ დაგეღალოთ. თანაც, მის თავზე თარო ან კარადა უნდა ჩამოჰკიდოთ, სადაც გარეცხილ ჭურჭელს შეინახავთ.
2. უმჯობესია, ნიჟარა სამზარეულო გარნიტურის შუაში იდგეს და არა ნაპირში. ასე უფრო მოსახერხებელია.
3. თუ სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხი მანქანის დადგმას აპირებთ, მოათავსეთ ნიჟარის მარჯვენა მხარეს, თუ ცაცია ხარ, - მარცხენა მხარეს. ის მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ნიჟარასთან. ასე უფრო მარტივად მოათავსებთ ნიჟარიდან ჭურჭელს მანქანაში და პირიქით.
4. დაიცავით ოქროს წესი - სარეცხი ზონა, პროდუქტების შენახვა და მომზადება კარგად უნდა იყოს ორგანიზებული. უმჯობესია, ნიჟარა მაცივარსა და გაზქურას შორის მოათავსოთ. ყველაფერი ლოგიკურადაა: იღებთ პროდუქტს მაცივრიდან, რეცხავთ, ამზადებთ, აწყობთ გაზზე შემომდგარ ქვაბში.
5. თუ ტერიტორია საშუალებას გაძლევთ, ზონებს შორის დაშორება 60 სმ უნდა იყოს. სამუშაო ზონა ქურასა და ნიჟარას შუა უნდა იყოს და არაუმეტეს 80 სმ-ისა. გაგრძელება