არსებობს უნივერსალური პრინტები, რომლებიც მუდამ მოდაშია და მუდამ მდიდრულად გამოიყურება. მაგალითად...
ზოლები
უნივერსალური პრინტია სამოსში. უხდება ყველაფერს - კაბას, შარვალს, ტოპს. მუდამ მოდური და ახალგაზრდულია.
ყვავილების ორნამენტი
სეზონის ჰიტია, თუმცა, ნებისმიერ დროს მოდურად გამოიყურება. დიზაინერები ყოველწლიურად ყვავილებიან ქვედაკაბებს, ბლუზებსა და კაბებს გვთავაზობენ.
უჯრები გინგემი
გინგემის უჯრები კვლავ მოდაშია. ის უნივერსალური ტრენდია მაღალ მოდაში.
ვარსკვლავები
არასდროს გამოდის მოდიდად. საზაფხულო სამოსსაც უხდება და ზამთრისასაც.
წერტილები
მას ზოგჯერ "ბარდასაც" ეძახიან. თანამედროვე მოდის მიმდევრისთვის იდეალური პრინტია. მოდიდან კი არასდროს გადადის.