ქალების გადაუჭრელი პრობლემა - რატომ არ ვიცით არასოდეს, რა ჩავიცვათ?
 ქალების გადაუჭრელი პრობლემა - რატომ არ ვიცით არასოდეს, რა ჩავიცვათ?
ალბათ, ნებისმიერი ქალი აღმოჩენილა იმ მდგომარეობაში, როცა წასასვლელი ხარ და ვერ გადაგიწყვეტია, რა ჩაიცვა. ზედა შეარჩიე, მაგრამ არ იცი, ქვემოთ რა შეუხამო. ან მშვენივრად გამოეწყვე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხსაცმელი და ჩანთა არ უხდება ამ კომბინაციას. ასეთ მომენტებში ძალიან გინდება, მთელი შენი გარდერობი იატაკზე დაყარო და დაწვა.

რატომ ხდება ასე? რატომ
არასოდეს ვიცით, რა ჩავიცვათ?

მიზეზი 1. თქვენ ყოველთვის ერთსა და იმავეს ყიდულობთ

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობთ, რომ მარტო ჯინსი გიხდებათ, არ უნდა აავსოთ კარადა მხოლოდ ჯინსის შარვლებით. ტანსაცმლის "დუბლირება" ნორმალურია, მაგრამ არ უნდა გადაამლაშოთ. თუ თვლით, რომ ვიწრო ჯინსი იდეალურად გიხდებათ, ორი წყვილის ყიდვა სავსებით საკმარისია. იმის ნაცვლად, რომ მესამე იყიდოთ, ერთი-ორი სხვა აქტუალური მოდელი გაისინჯეთ ან სხვანაირი ფაქტურის, სტილისა და ფორმის შარვალი შეიძინეთ.

ნუ გამოხვალთ "კომფორტის ზონიდან" უცბად. ნუ შეიტანთ გარდერობში რადიკალურ ცვლილებას მოულოდნელად. თუ სტილის შეცვლას გადაწყვეტთ, შეეცადეთ, ეს ძალიან მკვეთრად არ გააკეთოთ. იმის ნაცვლად, რომ მყვირალა ფერის მოკლე კაბა ან "სტრიპტიზის მოცეკვავის" ფეხსაცმელი შეიძინოთ პლატფორმაზე, იყიდეთ თქვენი საყვარელი ფერის ერთი ლამაზი ქვედაბოლო, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ.

მიზეზი 2. თქვენ არ ფიქრობთ, რასთან ჩაიცვამთ ნაყიდ სამოსს

ხშირად ძალიან მოგწონს რაღაც და დაუფიქრებლად ყიდულობ, ისე, რომ არ უფიქრდები, რასთან ერთად ატარებ მას. ეს მხოლოდ ფულის ზედმეტ ხარჯვას მოიტანს და შედეგად, გარდერობი უამრავი არასაჭირო "ძონძებით" ივსება. არ დაგავიწყდეს იმაზე ფიქრი, რასთან ერთად ჩაიცვამ ტანსაცმელს, რომლის ყიდვას აპირებ.

მიზეზი 3. თქვენ არ "ავსებთ სიცარიელეს" საბაზისო გარდერობში

საბაზისო გარდერობი ყველას სჭირდება. თითო ხელი თეთრი პერანგი, შავი კაბა ან შავი ქვედაბოლო და კლასიკური შარვალი ყველას უნდა ჰქონდეს. ასეთი საბაზისო სამოსის გამიქსვა ტრენდთან ძალიან ლამაზი და კომფორტულია. რაც მთავარია, პრობლემებისგან გიხსნით...

მიზეზი 4. თქვენ მხოლოდ მოდურ სამოსს ყიდულობთ

შეუძლებელია შექმნა ადეკვატური გარდერობი მხოლოდ მოდური ტანსაცმლით. რატომ? იმიტომ, რომ ტრენდები ძალიან მალე გადადის მოდიდან. ასე რომ, თუ თქვენ არ ხართ ნავთობის მაგნატის მეუღლე და არ შეგიძლიათ ყოველ სეზონზე გარდერობის განახლება, საბაზისო გარდერობით დაიწყეთ.

მიზეზი 5. თქვენ მხოლოდ ფასდაკლებებზე ყიდულობთ

ფასდაკლებები ძალიან სარისკო რამაა. როდესაც 50-70%-იან ფასდაკლებებს ვხედავთ, ხელი თავისით მიიწევს საფულისკენ და ბევრ არასაჭირო რაღაცას ვყიდულობთ. ამ შემთხვევაში, არ უნდა დაგვავიწყდეს ზემოთ მოყვანილი რჩევები.

მიზეზი 6. თქვენ არ ალაგებთ გარდერობს

არეულობა გარდერობში ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ საათობით გაიწელოს იმაზე ფიქრი, რა ჩაიცვათ... თუ თაროებზე აკურატულად დააწყობთ ტანსაცმელს და დაახარისხებთ, ეს ძალიან დაგეხმარებათ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში.

მიზეზი 7. თქვენ არ ითვალისწინებთ თქვენი სხეულის ფორმას

შეისწავლეთ კარგად თქვენი სხეული. დააკვირდით, როგორი ფორმის ტანსაცმელი გიხდებათ და არჩევანი ამის მიხედვით გააკეთეთ. ნუ შეიძენთ ტანსაცმელს მომავლისთვის. ზოგჯერ ძალიან მოგწონს და გინდა რაღაც კონკრეტულის ყიდვა და ფიქრობ, რომ წონაში დაიკლებ და მაინც ჩაიცვამ. იმის ნაცვლად, რომ ფული დახარჯოთ სამოსში, რომელიც შეიძლება ხუთი წლის მერეც ვერ ჩაიცვათ, შეიძინეთ ის, რის ჩაცმასაც ამ სეზონზე შეძლებთ.


რა ჩავიცვათ გაზაფხულზე? 7 მთავარი ტრენდი

კომენტარები (1)
ნატო
ვეტანხმები

მსგავსი სიახლეები
13:17 / 23-06-2018
ძველი ნივთებისგან რომ ახალი და მოდური აქსესუარების გაკეთებაა შესაძლებელი, ბევრმა იცის და შესაბამისად არასოდეს ყრის მოდიდან გასულ, ან უკვე გაცვეთილ სამოსს.
11:16 / 22-06-2018
ზაფხულში სამოსის არჩევა მარტივია, არა? ნათელი ფერები, მოკლე ქვედაკაბები, ტოპები... და თბილ ამინდში სახეტიალოდ მზად ხართ, თუმცა ჩაცმის წესები ზოგჯერ ზაფხულის დღეებივით ნათელი არაა.
11:21 / 19-06-2018
გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდეთ მოხდენილად, ყოველგვარი დიეტისა და ვარჯიშის გარეშე? საქმე ტანსაცმლის სწორად არჩევაშია... და აი, კონკრეტულად რაში მგომარეობს ეს საიდუმლო.
02:58 / 16-06-2018
და აი ისიც.. ნანატრი ზაფხული ჩვენ წინაშეა. ერთი სული გვაქვს გარდერობი განვაახლოთ, რომ ყველა გავაოცოთ.
12:32 / 14-06-2018
კოკო შანელი ამბობდა, თუ ქალის სილამაზემ გაგაოგნათ, მაგრამ ვერ იხსენებთ, რა ეცვა მას, ესე იგი, იდეალურად იყო ჩაცმულიო.
12:17 / 14-06-2018
ხანდახან გასაპრანჭად რამდენიმე საათი გვჭირდება, რათა იდეალურად შევარჩიოთ კაბა, ფეხსაცმელი, მაკიაჟი, ვარცხნილობა... მაგრამ როცა ყოველგვარ ეჭვქვეშაა, რომ იდეალურად გამოვიყურებით, ვამჩნევთ, რომ ტანსაცმლიდან მუხანათურად მოჩანს ბიუსტჰალტერი, მის დამალვას კი ვერ ვახერხებთ.
15:53 / 04-06-2018
ზაფხულში გარუჯულ სხეულს ყველაზე მეტად ფერადი სამაჯურები უხდება.
14:10 / 18-05-2018
ბოლო დროს ქალები გრძელ კაბებს მხოლოდ საღამოს კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იცვამენ.
11:44 / 10-05-2018
მოდური რჩევები ვულგარულობის თავიდან ასაცილებლად.
10:50 / 08-05-2018
გგონიათ, რომ მოდურად ჩაცმა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც მემკვიდრეობით სასახლე მიიღო ან ლატარიაში მილიარდი მოიგო?
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ამ ზაფხულს გამოასწორეთ ის 9 მოდური შეცდომა, რომელთაც გასულ წელს უშვებდით
11:16 / 22-06-2018
ზაფხულში სამოსის არჩევა მარტივია, არა? ნათელი ფერები, მოკლე ქვედაკაბები, ტოპები... და თბილ ამინდში სახეტიალოდ მზად ხართ, თუმცა ჩაცმის წესები ზოგჯერ ზაფხულის დღეებივით ნათელი არაა.
როგორ გადავაქციოთ ძველი ჯინსი შორტებად (ინსტრუქცია)
10:53 / 21-06-2018
ჯინსის შორტი პრაქტიკული და მოსახერხებელი სამოსია. ზაფხულში ორიგინალური შორტით რომ მოიწონოთ თავი, რამდენიმე ორიგინალურ ვერსიას გთავაზობთ.
5 ქვედაკაბა, რომელიც უფრო ტანადს წარმოგაჩენთ
11:13 / 20-06-2018
ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს 1-2 ორიგინალური თარგის ქვედაკაბა. ხუთ ვარიანტს გთავაზობთ.
განაახლეთ სახლი მცირე დანახარჯით
11:38 / 16-06-2018
თუ თქვენ არ გყოფნით ფული რემონტზე, შეცვალეთ რამდენიმე დეტალი, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
როგორი სტილის სამოსი უნდა ჩავიცვათ ამ ზაფხულს, რომ შოკისმომგვრელად გამოვიყურებოდეთ
02:58 / 16-06-2018
და აი ისიც.. ნანატრი ზაფხული ჩვენ წინაშეა. ერთი სული გვაქვს გარდერობი განვაახლოთ, რომ ყველა გავაოცოთ.
ელიტურად ჩაცმის 14 წესი
12:32 / 14-06-2018
კოკო შანელი ამბობდა, თუ ქალის სილამაზემ გაგაოგნათ, მაგრამ ვერ იხსენებთ, რა ეცვა მას, ესე იგი, იდეალურად იყო ჩაცმულიო.
ბიუსტჰალტერის 8 მოდელი ნებისმიერ ტანსაცმელსა და სიტუაციას უხდება
12:17 / 14-06-2018
ხანდახან გასაპრანჭად რამდენიმე საათი გვჭირდება, რათა იდეალურად შევარჩიოთ კაბა, ფეხსაცმელი, მაკიაჟი, ვარცხნილობა... მაგრამ როცა ყოველგვარ ეჭვქვეშაა, რომ იდეალურად გამოვიყურებით, ვამჩნევთ, რომ ტანსაცმლიდან მუხანათურად მოჩანს ბიუსტჰალტერი, მის დამალვას კი ვერ ვახერხებთ.
11 პლაჟის კაბა, რომელსაც ქალაქშიც ჩაიცვამთ
12:10 / 09-06-2018
ზაფხულში გინდება სიმსუბუქე და უბრალოება ყველაფერში, მათ შორის, ლუქის შერჩევისასაც.
5 ყველაზე შოკისმომგვრელი ვარცხნილობა, რომელიც დღემდე შექმნილა
13:49 / 08-06-2018
ალბათ, არაერთი ვარცხნილობა გინახავთ, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ნანახი გაოგნებულს გტოვებთ.
სეზონის 7 მსუბუქი ბომბერი, ნებისმიერი შემთხვევისთვის
11:09 / 07-06-2018
მსუბუქი და მკვეთრი ფერის ბომბერი ამ სეზონზე ყველა გოგოს გარდერობში უნდა იყოს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი