2017 წლის გაზაფხულის მთავარი მოდური აქსესუარების ჩამონათვალი ასეთია - მასიური ყელსაბამები, საყურეები და ბეჭდები, თანამედროვე სამაჯურები და მსხვილი ქვები.
გთავაზობთ 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტრენდულ აქსესუარებს:
1. სხვადასხვა საყურე
მიმდინარე სეზონის მთავარი ჰიტი - მსხვილი და თვალისმომჭრელი არაწყვილი საყურეებია. ბურთი მარცხენა ყურზე,ზამბარა მარჯვენაზე და ა.შ. ასევე, მინიმალისტური ცრემლი-საყურეები, სხვადასხვაგვარი ბეჭედი და გეომეტრიული ფიგურები.
2. მასიური ყელსაბამი
საკმაოდ წინააღმდეგობრივი აქსესუარია, რომლის ტარებაც ბევრისთვის კომფორტული არ არის. განსაკუთრებით მიმზიდველი საღამოს LOOk-თან გახლავთ - თვალისმომჭრელი ქვები გამოსახულებას მეტ მომხიბვლელობას სძენს.
3. მინერალები
ვინ იფიქრებდა, რომ მოდაში ოქროს ან ვერცხლის რგოლში ჩასმული მინერალები დაბრუნდებოდა. ბებიების საყვარელი აქსესუარი მოდის კვირეულზე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საგანი გახდა. იხილეთ სრულად