ხანდახან გასაპრანჭად რამდენიმე საათი გვჭირდება, რათა იდეალურად შევარჩიოთ კაბა, ფეხსაცმელი, მაკიაჟი, ვარცხნილობა... მაგრამ როცა ყოველგვარ ეჭვქვეშაა, რომ იდეალურად გამოვიყურებით, ვამჩნევთ, რომ ტანსაცმლიდან მუხანათურად მოჩანს ბიუსტჰალტერი, მის დამალვას კი ვერ ვახერხებთ.
ასეთი უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად, გთავაზობთ იქონიოთ გარდერობში ეს საბაზისო 8 მოდელი.
კონტურული ბიუსტჰალტერი
ეს ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და შეუცვლელი სახეობაა. იდეალურად გამოკვეთავს მკერდს, არ არის გადატვირთული დეტალებით და შესანიშნავად უხდება კლასიკურ პერანგს ან მოტმასნილ კაბას.
ბიუსტჰალტერი ბრეტელების გარეშე
თუ გარდერობში ერთი ნივთი მაინც გაქვთ მოხსნილი მხრებით, ამ ბიუსტჰალტერის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ ჩაიცვამთ. ის საკმაოდ მყარად იჭერს მკერდს და რაც მთავარია, შეუმჩნეველია.
ბიუსტჰალტერი-ტრანსფორმერი
ეს მოდელი იმითაა განსაკუთრებული, რომ შეგიძლია სურვილისამებრ შეიკრა, როგორც გინდა და ნებისმიერ სამოსს შეუხამო.
U-პლუნგე ბიუსტჰალტერი
ღრმა დეკოლტე უდავოდ ლამაზი და სექსუალურია, მაგრამ მას შესაფერისი ბიუსტჰალტერი სჭირდება. ვულგარულად რომ არ გამოიყურებოდეთ, გამოგადგებათ უნივერსალური მოდელი U- plunge.
ბიუსტჰალტერი "ტკიპა"
ეს მოდელი იდეალურია ამოღებული ზურგისთვის. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაქსიმუმ 25-ჯერ ჩაიცვამთ და დღეში 4-5 საათზე მეტხანს მისი ტარება რეკომენდებული არ არის, რადგან მასში კანი არ სუნთქავს.
მაქმანიანი ბალკონეტი
ეს გახლავთ ყველაზე ლამაზი მოდელი, მაგრამ გაითვალისწინეთ, მაქმანები და დეკორის ნაწილი შეიძლება ტანსაცმლის ქვეშ შესამჩნევი იყოს და ყველანაირ იმიჯს არ მოუხდება.
მაქმანებიანი ბიუსტჰალტერი სამკუთხა "ფიალებით"
ეს მოდელი ერთდროულად 2 კურდღელს დაიჭერს: საშუალებას იძლევა, ღია დეკოლტეს მქონე კაბები ატაროთ, მეორეც - მაქმანებიანი ბალკონეტის შესანიშნავი ალტერნატივაა.
სპორტული ფორმის ბიუსტჰალტერი
განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, თუ სარაფნები და დეკოლტეანი ტოპები გაცვიათ. თანაც, შესანიშნავად უხდება სპორტულ მაისურებს.