სტილი
ჩაცმულობის 3 იდეალური ვარიანტი დაბალი ტანის მქონე ქალებისთვის
ჩაცმულობის 3 იდეალური ვარიანტი დაბალი ტანის მქონე ქალებისთვის
მამაკაცების აზრით, "პატარა" ქალები უფრო მგრძნობიარედ გამოიყურებიან, ვიდრე მაღალი ლამაზმანები. თუ ტანდაბალი ხართ, ნუ დარდობთ, რა ჩაიცვათ. ჩვენ მიგახვედრებთ, როგორ სტილს მიანიჭოთ უპირატესობა.

1. როგორი სტილის სამოსი უნდა შეარჩიოთ სამსახურისთვის


ოფისში მომუშავე ქალბატონებმა ისეთი სამოსი უნდა მოიხდინონ, რომ მკაცრად ან სასაცილოდ არ გამოიყურებოდნენ. უპირატესობა მიანიჭეთ ქალაქურ სტილს. ჩაცმულობაში გამოიყენეთ ნათელი
ფერები, პრინტები. შეგიძლიათ ელეგანტური სტილის კომპლექტი ჩაიცვათ. ფერებიდან გამოიყენეთ კრემისფერ-ყავისფერი და ნაცრისფერის ტონალობები. სტილი - კონსერვატიული. 

2.  იტალიური სტილი


belye-dzhinsy-star-4
შემდეგი ვარიანტია იტალიური სტილი. ტანდაბალი ადამიანები ხშირად აღწევენ წარმატებას კომუნიკაციის სფეროში. თქვენ უნდა ეცადოთ, იდეალურად შეუხამოთ ერთმანეთს კომფორტი, სისადავე და იტალიური ქალურობა. ჩაიცვით ჯემპერი, ვიწრო შარვალი და თეთრი ჯინსი. აგრეთვე, საშუალო ზომის ფართო ქვედაკაბები მომდგარ ბლუზებთან ერთად და ტანზე მომდგარი კაბები. smart casual - მოუხდებათ ქალ-ხელმძღვანელებს ან სამეცნიერო სფეროში მოღვაწე ამბიციური იდეების მქონე ქალბატონებს. სადა სამოსი ძვირფასი ქსოვილებისგან უნდა იყოს შეკერილი. კოსტიუმის დუეტში არაა აუცილებელი, რომ პიჯაკი და ქვედაკაბა ერთი ფერის იყოს. თუმცა, არც ფერთა გამა უნდა იყოს კლასიკური. ამასთანავე, რაც უფრო დაბალია ქალი, მით რბილი ტონალობის ფერებს უნდა მიანიჭოს უპირატესობა. თუ გსურთ, გარშემო მყოფებს ინტელექტუალური ქალბატონის შთაბეჭდილება შეუქმნათ, უპირატესობა smart casual- მიანიჭეთ.  

3. პაემანზე ჩასაცმელი სამოსი


комплект в стиле леди лайк на каждый день
პაემანზე lady like, რომანტიკული და ქალური სტილის სამოსი უნდა მოიხდინოთ. გამოიყენეთ რეტრო-თემატიკაც და ვინტაჟიც. მინიატურულმა ქალბატონებმა სიგრძედ უნდა აირჩიოთ მიდი და მინი.

цветочный принт и юбка-плиссе для свидания
რა სტილიც უნდა აირჩიოთ, მოერიდეთ კონტრასტული ფერების შეხამებას. ის ვიზუალურად ამოკლებს სიმაღლეს. ამასთანავე, უპირატესობა მიანიჭეთ ერთ ფერთან მიახლოებულ კაბას, ქვედაკაბას, კოლჰოტსა და ფეხსაცმელს.

сет в женственном стиле
მოერიდეთ უხეში სტილის ფეხსაცმელსა და ბოტილიონებს. მათ ნაცვლად გამოიყენეთ ქუსლიანი "ნავები" და კოვბოური სტილის საშუალო სიგრძის ჩექმა. ეს პიკანტურ იერს შეგძენთ. აგრეთვე, უარი თქვით მამაკაცური სტილის სამოსზე.
მოერიდეთ სამოსში შავის, თეთრისა და წითლის კონტრასტს. თუმცა, მოგიხდებათ თეთრეულის სტილის სამოსი: ტოპი-ბიუსტჰალტერი, კორსეტიანი ბიუსტჰალტერი და კაბა-კომბინაცია. ისინი შეიძლება ან მაქმანის იყოს, ან მაქმანით გაწყობილი.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30