მოდურმა სახლებმა შემოდგომის ახალი სეზონისთვის ფანტასტიური შეხამებები გამოიგონეს, სადაც ტოპები შესანიშნავად ერწყმის ბეწვის პალტოებს, კოვბოური ჩექმები - რომანტიკულ მაქმანებიან ტრიკოტაჟს.
ფართო შარვლები ისევე პოპულარულია, როგორც სქინი ჯინსები; შორტები კი საერთოდ არ ჩანს დიდი სვიტერების ქვეშ.
აქსესუარებში ლიდერობს ზამშისა და ნუბუქის ფაქტურა, რომლებიც რეკომენდებულია ჩანთებისა და შლაპებისთვის.
სამკაულებში კი მეგაპოპულარულია მურანოს მინა, ახლა უკვე ლითონთან კომბინირებული. ვფიქრობთ, ამ ლუქებიდან რომელიმე აუცილებლად მოგეწონებათ და გამოიყენებთ ყოველდღიურობაში.