რა 7 შეცდომა არ უნდა დაუშვათ ჩაცმულობისას, რათა მსუქანი არ გამოჩნდეთ
რა 7 შეცდომა არ უნდა დაუშვათ ჩაცმულობისას, რათა მსუქანი არ გამოჩნდეთ
შესაძლოა, სპორტდარბაზში უსასრულოდ ვივარჯიშოთ, მხოლოდ ბალახი და მწვანე ვაშლები ვჭამოთ და დილაობით ვირბინოთ, მერე კი არასწორად ჩავიცვათ და მაინც პუტკუნა გამოვჩნდეთ.
სასარგებლო რჩევები, თუ გსურთ, ჩაცმულობით 2 კილო მოიკლოთ და ელეგანტურად გამოიყურებოდეთ.


მსხვილი კუბოკრული
სხეულის მკვლელია. ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ ზედმეტ კილოგრამებს და სანტიმეტრებს მოგიმატებთ. უპირატესობა მცირეპრინტიან ან ერთტონიან სამოსს მიანიჭეთ. თუ კუბოკრულ ორნამენტზე უარს ვერ ამბობთ, წვრილუჯრედებიანი შეარჩიეთ.

ჰორიზონტალური პრინტი

ის ვიზუალურად ადიდებს სხეულს, მაგრამ თუ ზოლიანი სამოსი გიყვართ, მიმართულება შეცვალეთ, ვერტიკალურს მიანიჭეთ უპირატესობა, იგი ვიზუალურად კიდევ უფრო გაგამაღლებთ. ნურც
კლასიკას - ერთტონიანი სამოსის შეხამება - დაივიწყებთ.

ზედმეტი დეკორი

ორ და მეტ კილოგრამს მატებს და რამდენიმე სანტიმეტრით ადიდებს სხეულს. შეარჩიეთ მოკრძალებული დეკორის სამოსი. მაგალითად, გრძელელვიანი ქვედაკაბა ვიზუალურად დაგიგრძელებთ ფიგურას.

მსხვილი პრინტი და ჰორიზონტალური ელემენტები

მსხვილი პრინტი სხეულსაც ამსხვილებს, ხოლო რომაული სანდლები - ფეხებს ამოკლებს. შეარჩიეთ სამკუთხედჭრილიანი ბლუზა და ქვედაკაბაზე ვერტიკალური ჭრილი, რაც კიდევ უფრო მოხდენილს გამოგაჩენთ. რაც შეეხება ფეხსაცმელს, იგი თქვენი კანის ფერთან მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს, რაც კიდევ უფრო მაღალს გამოგაჩნთ.

სამკუთხედი ჭრილი

ნავისმაგვარი ჭრილი კაბაზე ვიზუალურად ამძიმებს სხეულს, ხოლო სამკუთხედი ჭრილი, პირიქით, ხვეწს მას. გახსოვთ, გეუბნებოდით, რომ დამატებითი დეტალები ამძიმებს სხეულს? დააკვირდით პირველ ფოტოს, რამდენად მასიური ჩანს წელი და თეძო.

მსხვილი ჰორიზონტალური ხაზები

პირველი ფოტო იმის დასტურია, რომ მსხვილ ჰორიზონტალურ ხაზებს სხეულის უფორმო ტომრად გადაქცევა შეუძლია. ერთი ტონის კაბა, წვრილი პრინტით და ფართო ქამრით კი ვიზუალურად მოხდენილს და მაღალს გამოგაჩენთ.

მკვეთრი ფერები

მკვეთრი ფერები ადამიანს უფრო ასუქებს, ვიდრე მუქები. დააკვირდით ორივე ფოტოს. წითელზოლიან მაისურში გოგონას მხრები და წელი უფრო მსხვილი უჩანს, ვიდრე ცისფერზოლიანში. შავი ფერის შარვალი მოხდენილს აჩენს ადამიანს, მაგრამ გააჩნია ფასონს. დღეს მოდური შარვალი-კიულოტი 2-3 კილოს მატებს ძალიან გამხდარ გოგონებსაც კი.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
14:10 / 18-05-2018
ბოლო დროს ქალები გრძელ კაბებს მხოლოდ საღამოს კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იცვამენ.
11:44 / 10-05-2018
მოდური რჩევები ვულგარულობის თავიდან ასაცილებლად.
10:50 / 08-05-2018
გგონიათ, რომ მოდურად ჩაცმა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც მემკვიდრეობით სასახლე მიიღო ან ლატარიაში მილიარდი მოიგო?
13:23 / 02-05-2018
ელეგანტური ლამაზმანები მუდამ დახვეწილად გამოიყურებიან.
14:44 / 30-04-2018
თამთა გოდუაძე უკვე დიდი ხანია, რაც საბერძნეთში მოღვაწეობს. 2017 წელს ბერძნულ ჟურნალში - ”CELEBRITY”, იგი სტილის კერპად აღიარეს.
11:48 / 02-04-2018
საქმიანი სტილი, ძირითადად, მონოტონურია, თუმცა დიზაინერებმა იციან, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ საქმიან გარემოშიც კი ელეგანტურად.
10:21 / 02-04-2018
ეს ის ასაკია, როცა თან გსურთ, ელეგანტურად გამოიყურებოდეთ და თან - მოდურადაც. თუმცა, ახალგაზრდულობა რომ შეინარჩუნოთ, არც ეს იქნება ცუდი.
10:06 / 30-03-2018
ადამიანებს განსხვავებული გემოვნება აქვთ და ყველა საკუთარი სტილით იმოსება, მაგრამ არსებობს ნივთები, რომლებიც არასდროს გამოვა მოდიდან.
12:15 / 29-03-2018
გადაღეჭილი ცნება "ჩაცმულობით გხვდებიან" - სიმართლეს მოკლებული არ არის. განსაკუთრებით აქტუალურია ეს დღეს, როცა პრაქტიკულად ყველაფერს გარდერობზე დახარჯული თანხითა და ძვირად ღირებული ბრენდებით ზომავენ.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ძირითადი აქცენტი: უჩვეულო ფორმის 6 ჩანთა, რომლებიც გარშემო მყოფების გაოცებას გამოიწვევს
21:07 / 25-05-2018
მკვეთრი ფერის, უჩვეულო ფორმის ჩანთა ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი და დასამახსოვრებელი აქცენტი გახდება. თქვენთვის ვიპოვეთ 6 ვარიანტი, რომელთა შეძენის სურვილი გაგიჩნდებათ.
30 საბაზისო სამოსი, რომელიც 30 წლის ქალის გარდერობში უნდა იყოს
14:54 / 25-05-2018
30 წელი იდეალური ასაკია: ახალგაზრდა ხარ, ნასწავლი, გამოცდილი და ისღა დაგრჩენია, გარდერობი საჭირო და აუცილებელი სამოსით შეავსო.
გამონათქვამები მოდაზე, სტილზე - ცნობილი ადამიანებისგან
16:44 / 24-05-2018
გამონათქვამები მოდაზე, სტილზე - ცნობილი ადამიანებისგან.
10 ტრენდული საზაფხულო ფეხსაცმელი
12:33 / 24-05-2018
„ფეხსაცმლის შერჩევაზე ზრუნვა არასოდეს არის გადაჭარბებული.
როგორ გავარკვიოთ სახაზავისა და ფანქრის მეშვეობით, მოგვიხდება თუ არა მოკლე ვარცხნილობა
14:59 / 23-05-2018
ალბათ, არ არსებობს ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ დაუსვამს საკუთარი თავისთვის კითხვა: "ნეტავ, მომიხდება მოკლე თმა?"
შეაფასეთ მეგან მარკლის ძველი და ახალი საქორწინო კაბები
13:46 / 23-05-2018
ვის არ უოცნებია პრინცესობაზე, თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცსა და გრძელ სადედოფლო კაბაზე.
გსურთ, იდეალურად გამოიყურებოდეთ? გათავისუფლდით ამ ნივთებისგან ერთხელ და სამუდამოდ
10:18 / 23-05-2018
დრო გარბის, იცვლება მოდა და თქვენც იცვლებით. ის, რაც 20-30 წლის ასაკში გიხდებოდათ, 40 წლის ასაკში აღარ უნდა ჩაიცვათ.
30 სუპერიდეა ზაფხულის მოდური მანიკიურისთვის
13:43 / 21-05-2018
ზაფხულის დაწყებამდე კვირაზე ცოტა მეტი დარჩა. მსუბუქი კაბები და დაჭრილი ფეხსაცმელი უნდა გამოვამზაუროთ. ასეთ ლუქებს კი სადა, პასტელის ფერის მანიკიური უხდება.
გემოვნებით ჩაცმის 5 წესი, ანუ როგორ არ უნდა ჩავიცვათ
10:21 / 21-05-2018
ჩაცმა - ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენს გემოვნებაზე მეტყველებს და ადამიანს პირველივე შეხედვისას შთაბეჭდილებას უქმნის.
გრძელი კაბის ტარების 9 იდეა, რომელშიც უფრო მიმზიდველი იქნებით, ვიდრე მინიში
14:10 / 18-05-2018
ბოლო დროს ქალები გრძელ კაბებს მხოლოდ საღამოს კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იცვამენ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი