ფრანგი ქალები სილამაზისა და ელეგანტურობის სიმბოლოებად არიან აღიარებულები. ამასთანავე, ახერხებენ, ტანსაცმელზე ბევრი ფული არ დახარჯონ. ფრანგ ქალებს გარდერობში აქვთ საბაზისო სამოსი, რომელიც ნებისმიერ წვეულებაზე შეუძლიათ ჩაიცვან.
ფრანგული სტილი ჩაცმულობაში
1. სამოსის ეს ელემენტი ყველა ქალის გარდერობშია და გამონაკლისები არც პარიზელები არიან. ისინი იდეალურად უხამებენ ერთმანეთს ჯინსსა და თავისუფალი სტილის, ნატურალური ქსოვილის ბლუზებს და ჯემპრებს.
2. ქალს გარდერობში აუცილებლად უნდა ჰქონდეს მამაკაცური ფეხსაცმელი. იგი იდეალურად ეხამება საქმიან სტილს.
3. ქალის გარდერობის ყველაზე ძვირად ღირებული ელემენტი ჩანთაა. ის აუცილებლად ცნობილი ბრენდის უნდა იყოს.
4. შავი პიჯაკი - ეს ის სამოსია, რომელსაც ფრანგები იმ შემთხვევაში იცვამენ, როცა არ იციან, რა ჩაიცვან.
5. მოდური და მოსახერხებელი "ბალერინები" ყველა პარიზელის გარდერობშია.
6. პატარა აბრეშუმის შარფი - არასდროს გამოვა მოდიდან. ფრანგებმა იციან და ფერადი შარფებით იმრავალფეროვნებენ გარდერობს.
7. ლაბადა ფრანგი ქალების საყვარელი სამოსია. მას ხშირად კაბაზე იცვამენ
8. მხარზე გადმოგდებული პულოვერი იდეალურად გამოიყურება გამხდარ გოგონებზე.
9. შავი დიდი სათვალე აუცილებლად უნდა იყოს ნამდვილი პარიზელის ჩანთაში.
10. თავისუფალი პერანგი ქალურად გამოიყურება, თუ ქვედაკაბაში ან შარვალში ჩაიტანთ. ის შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს ეთხოვოთ.