მოხუცთა თავშესაფარი ინტერიერის დიზაინერებისა და არქიტექტორების მუზა იშვიათად ხდება. იაპონია - წარმოუდგენლად განსხვავებული ქვეყანაა, სადაც მცხოვრებლები სამყაროს სხვა თვალით უყურებენ.
პენსიონრების სახლი
ტოკიოელმა არქიტექტორმა, ისეი სუმამ რაღაც განსაკუთრებული ჩაიფიქრა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვისა და მოხუცთათვის, რათა მათ ღირსეულად იცხოვრონ.
კომპლექსი, რომელიც სუმამ დააპროექტა, სიძუოკას წყნარ სამთო რაიონში მდებარეობს და ”ჯიკა” ეწოდება. ის შესანიშნავად ეწერება ადგილობრივ ლანდშაფტს.
ერთი შეხედვით, სახლები პაწაწინაა.
მაგრამ კარგად თუ დავათვალიერებთ, ვნახავთ, რომ ეს ასე არაა!
თავდაპირველად, ”ჯიკა” ორი მოხუცი ქალბატონისთვის იყო დაპროექტებული. მათთან მზარეულს და სპეციალურ მუშაკს უნდა ეცხოვრა.
მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ კომპლექსში კიდევ რამდენიმე ბინადარის განთავსება შეიძლება.
საცხოვრებელში ყველაფერია გათვალისწინებული ღირსეული ცხოვრებისთვის. მაგალითად, ეს სპირალისმაგვარი აუზი.
ეს პატარა სახლი ელფების საცხოვრებელს ჰგავს!
ნახაზზე ჩანს, რომ სივრცე საკმაოდ დიდია.
სახლთან ბოსტანის გაშენებაც შეიძლება.
თანამედროვე სამზარეულო.
მეფური სველი წერტილი...
მარტივი და უსაფრთხო პირსაბანი.
მოხერხებული და ფართო საძინებელი.
ამ კომპლექსის საერთო ფართი 100 კვ.მ.-ია, მაგრამ უჩვეულო არქიტექტურული გადაწყვეტის ხარჯზე შენობა კომპაქტურად და მყუდროდ გამოიყურება.
ასეთ სახლში მოხუცებულობაზე ვერ დაიწუწუნებ. ტყის შესანიშნავი პეიზაში მინიმალიზმთან შეხამებაში, სიმშვიდისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს ქმნის...