სილამაზის კონკურსი "მის საქართველო" (Miss Georgia) ყოველწლიური ეროვნული სილამაზის კონკურსია, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან ტარდება.
კონკურსის ფინალისტები საქართველოს "მის მსოფლიოზე", "მის ევროპაზე", "მის დედამიწაზე", "მის სამყაროსა" და "მის TQI"-ზე წარადგენენ.
საქართველოს ულამაზესი ქალის ტიტულისთვის წელს 20 კონკურსანტი იბრძვის, რომელთა ვინაობა რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. Marao.ge თავის რჩეულ 5 მონაწილეს გაგაცნობთ:
სალომე მხეცაძე - 17 წლის, ქუთაისიდან. აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო ღონისძებებში, უყვარს ცხოველები.
„ეს პროექტი ერთგვარი გამოწვევა და წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნავს ის.
გვანცა ჩიტუაშვილი - 19 წლის, თბილისიდან. სურს გამოვიდეს იურისტი. მისი ჰობია ცურვა და ფრენბურთი, უყვარს მოგზაურობა.
"ვფიქრობ, ამ კონკურსში მონაწილეობა ძალიან დიდი გამოცდილების მომტანი იქნება", - ამბობს გვანცა.
ლიზი პაპასკირი - 18 წლის, თბილისიდან. სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, არაბისტიკის განხრით.
უყვარს ამერიკული სერიალების ყურება და დროის მეგობრებთან ერთად გატარება.
"მინდა, ჩემი თავი გამოვცადო სამოდელო სფეროში და ვფიქრობ, ეს კონკურსი დამეხმარება, გავხდე თავდაჯერებული და მივაღწიო წარმატებას", - ამბობს ლიზი.
ნინი გოგიჩაიშვილი - 24 წლის, თბილისიდან. დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საერთაშორისო მეცნიერებები დიპლომატიის განხრით. უყვარს სიახლეები და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა.
„ვთვლი, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი და შრომისმოყვარეობა წარმატების რეცეპტია“, - ამბობს ის.
ნინუცა როსტიაშვილი - 21 წლის, თბილისიდან. პროფესიით ჟურნალისტი. უყვარს ექსტრემალური გართობა და მოგზაურობა.
„მსურს, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღო ცხოვრებისგან და გავხდე უფრო წარმატებული, ამიტომაც მის საქართველოს კონკურსანტი ვარ“, - ამბობს ის.
იხილეთ ყველა მონაწილე