მოდელები
დევნილობიდან Victoria's Secret-ის შოუმდე - მოდელების საოცარი წარმატების ისტორიები
დევნილობიდან Victoria's Secret-ის შოუმდე - მოდელების საოცარი წარმატების ისტორიები
თეთ­რე­უ­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი ბრენ­დის, Victoria’s Secret-ის წლის შოუ ახლა მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია - პო­დი­უმ­ზე ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბოდ­ნენ „ვიქ­ტო­რი­ას ან­გე­ლო­ზე­ბი“ - კენ­დალ ჯე­ნე­რი, ჯიჯი და ბელა ჰა­დი­დე­ბი, უინი ჰარ­ლოუ...



ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი კი პო­დი­უმ­ზე ვე­ტე­რა­ნი „ან­გე­ლო­ზის“, ად­რი­ა­ნა ლი­მას გა­მო­ჩე­ნა იყო, რომ­ლის­თვი­საც ეს Victoria’s Secret-ის ბოლო შოუა - ად­რი­ა­ნა ბრენ­დს ტო­ვებს. მო­დელ­მა პო­დი­უმ­ზე ცრემ­ლე­ბის
შე­კა­ვე­ბა ვერ შეძ­ლო.


წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში VS-ის შო­უ­ებ­ზე უამ­რა­ვი ლა­მა­ზი გოგო მოგ­ვევ­ლი­ნა. ბევრ მათ­განს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც აქამ­დე, შე­საძ­ლოა, არც იცო­დით.

დაკი ტოტი (Duckie Thot)


23 წლის ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა ავ­სტრა­ლი­ა­ში, სუ­და­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში რომ ეცა­და ბედი, 2013 წელს და­კიმ წარ­მა­ტე­ბით მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შოუ Australia's Next Top Model-ის კას­ტინ­გში, რის შემ­დე­გაც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და.
ამე­რი­კელ­მა რე­პერ­მა კა­ნიე უეს­ტმა 2017 წელს ის სა­კუ­თა­რი ბრენ­დის, Yeezy-ს ჩვე­ნე­ბის­თვის შე­არ­ჩია. ჩვე­ნე­ბას ეს­წრე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­ზა­ჟის­ტი პეტ მა­კგ­რა­ტი, რო­მე­ლიც ტო­ტის გა­რეგ­ნო­ბით მო­ი­ხიბ­ლა და სა­კუ­თარ ვი­დე­ორ­გოლ­ში გა­და­სა­ღე­ბად მი­იწ­ვია. ვი­დეო, სა­დაც დაკი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ინ­ტერ­ნეტ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი Victoria’s Secret-ის შო­უს­თვის კას­ტინ­გი ტოტ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა.

ფი­ლი­პი­ნებ­ზე მდე­ბა­რე კუნ­ძულ ლუსონ­ზე მდე­ბა­რე­ობს ქა­ლა­ქი პამ­პან­გა, სა­დაც 22 წლის წინ კელ­სი მე­რი­ტი და­ი­ბა­და. გო­გო­ნა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო და ამას­თან, კარ­გად იცო­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მარ­თვა.

კეს­ლის 15 წლის ასაკ­ში „ინ­სტაგ­რა­მის“ წყა­ლო­ბით უკვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იც­ნობ­და. მისი ფო­ტო­ე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ მე­რიტს ამე­რი­კელ­მა სკა­უ­ტებ­მა შეს­თა­ვა­ზეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ასე მოხ­ვდა 18 წლის გო­გო­ნა ნიუ-იორკში. მან დიდი მონ­დო­მე­ბით და­ი­წყო მო­დე­ლად მუ­შა­ო­ბა. და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გად მო­ა­ხერ­ხა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ვარ­სკვლა­ვებს შო­რის მოხ­ვედ­რი­ლი­ყო - ის უკვე Victoria’s Secret-ის შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30